საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის მცდელობები და მისი თანამდევი პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევები

Main Article Content

ედიშერ გვენეტაძე

ანოტაცია

1991 წლის 25 დეკემბერს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გაქრა საბჭოთა კავშირი. დღეს წერენ იმის შესახებ, რომ 1985 წლისათვის საბჭოთა კავშირში იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ეტყობა ეს ასეც იყო.


1953 წლის 3 მარტს გარდაიცვალა ყველა დროის უდიდესი პოლიტიკოსი სამხედრო სტრატეგი და რუსეთის მეპატრონე იოსებ სტალინი. იმ დღესვე დაიწყო კრემლში ბრძოლა პირველობისათვის. მასში თავდაპირველად დაწინაურდა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბერია, რომელმაც, როგორც წყაროებიმოწმობენ, მიზნად დაისახა სტალინისეული საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ- ეკონომიკური სისტემის სისტემური მოდერნიზაცია.


კრემლის პარტიული ნომენკლატურა ამ რეფორმებს ვერანაირად ვერ მოითმენდა, რადგანაც ამით მათ ეცლებოდათ ხელიდან ძალაუფლება. ამიტომაც ამ დადგენილებების მიღებიდან სულ რაღაც ორ კვირაში პარტიულმა ბოსებმა 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს ლ. ბერია და გაუსამართლებლად მაშინვე დახვრიტეს. ხელისუფლებაში მოვიდა ნ. ხრუშჩოვი.


საბჭოთა კავშირში დაიწყო ქონებრივი დიფერენციაცია და მდიდართა ფენის ჩამოყალიბებება, რომელიც ძირითადად პარტიული ნომენკლატურისა და მათთან დაახლოებული ადამიანებისაგან შედგებოდა.


საბჭოთა პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის კოლაფსზე მიუთითებდა ისიც, რომ პოლიტიკურ-
ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების ბურჯი სუკ-ი.


ამრიგად, ხრუშჩოვის მმართველობის დაწყებისთანავე იწყო ჩამოყალიბება საბჭოთა კომუნისტური-კორუმპირებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა სიტემამ, რომელიც გრძელდებოდა მის


დანგრევამდე. საუბარი იმის შესახებ, რომ საბჭოთა სისტემა დაანგრია უცხოეთის სპეცსამსახურებმა არ შეესაბამება სინამდვილეს. საბჭოთა პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა გაიხრწნა და დაინგრა სწორედ პარტიული ნომენკლატურის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ხელოვნურად უზომოდ გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის დეგრადაციის შედეგად.

საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა კავშირი, რუსეთი, ბერია, სტალინი, ხრუშჩოვი, კრემლი, პოლიტიკური, ეკონომიკური
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები