მცირე ბიზნესის როლი COVID 19-ის გამოწვევების პირობებში

Main Article Content

მაია გელაშვილი

ანოტაცია

ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი და ყველაზე აქტიური ფორმა მცირე ბიზნესის განვითარებაა. მიუხედავად ბოლო წლებში მცირე მეწარმეობრივი აქტივობის გაძლიერებისა საქართველოს რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარების ზრდის ტემპები, თანდათანობით ეცემა. პრობლემები გამოწვეულია ქვეყანაშიარსებული მძიმე, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობით, რომელსაც დაემატა პანდემიით გამოწვეული ზარალი და საბოლოოდ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშლის ზღვარზე აღმოჩნდა. საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა მცირე ზომის საწარმოებში ბოლო ხუთ წელიწადში 6,6%-ით არის შემცირებული.


მთავრობის ინიციატივით მცირე ბიზნესში დაწესდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი და გამარტივდა ფიზიკური პირების რეგისტრაციაც, მაგრამ ამ გამარტივებამ პრობლემებიც წარმოშვა.


კერძოდ, მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებში აღმოჩნდა არაკვალიფიციური კადრი და ერთ წლამდე ვადაში გაკოტრებით ისევ იხურება. ამას ემატება მეორე გართულებული პრობლემაც, სანქციების არარსებობის გამო მეწარმე რჩება რეგისტრირებულად, შედეგად კი უარყოფით სტატისტიკას ვიღებთ.


ამჟამინდელმა კრიზისმა აჩვენა, მთავრობის რეაგირება COVID-19-ის პანდემიაზე. კერძოდ, ხე ლისუფლება ეცადა ბიზნესის დახმარებას სხვადასხვა მექანიზმებით, თუმცა მცირედი და არაეფექტური შედეგით. დღეისთვის მცირე ბიზნესის სექტორი რთული პერიოდების წინაშეა. საფუძველს პანდემიის შედეგად მათი ბიზნესისდროებითი შეწყვეტა წარმოადგენს.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიზისამდეც პოლიტიკური სიჯიუტის და უკომპრომისობის შემთხვევებმა ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციაში მოაქცია. კვლავ იზრდება საგარეო ვალების ვალდებულებები. ვალის მომსახურება პრობლემა არ არის, როცა ქვეყანა მდგრადია და შემოსავალი გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ვითარებაში ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობა იმოქმედონ ერთობლივად,


რათა გაუმკლავდნენ, როგორც ეკონომიკურ კრიზისს, ასევე პანდემიის შედეგად გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებს.

საკვანძო სიტყვები:
მცირე ბიზნესი, სტაგნაცია, ბაზრის სეგმენტი, ეკონომიკური მოდერნიზაცია, ინდივიდუალური მეწარმე
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
კოვიდ-19 - ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები