ავტოტურისტული ავტოკლასტერების ფორმირების მექანიზმები საქართველოში

Main Article Content

დავით ლოლუა

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს ავტომოტო ტურიზმის ფედერაციის (შემდეგში-სამტფ) მიერ ჩატარებული მონიტორინგი. ტურისტების გადაადგილების ამ მიმართულების დანერგვა საქართველოში გააუმჯობესებს ტურისტების მომსახურებას გზებზე, რის ხარჯზე გაიზრდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლები, შემცირდება უმუშევრობის დონე და ამაღლდება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. ავტო ტურისტული კლასტერები შექმნიან დამატებით მოტივაციას ტურისტული მომსახურებისა და ახალი გზისპირა ინფრასტრუქტურის განსავითარებლად:


გაიხსნება ახალი მოტელები, კემპინგები, მსუბუქი და ჩასაბმელიანი ავტომობილებისათვის პარკირებები, კაფეები და რესტორნები, ავტოსერვისები და სხვ. ეს კი, აამაღლებს მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმს და დაამკვიდრებს მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს.


ჩატარებულ კვლევებში განხილულია ავტოტურიზმის მიმართულების ზოგადი კონცეფციის, პოტენციალისა და განვითარების ეკონომიკური, ეკოლოგიური და კულტურული ასპექტები, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ნორმატიულ კანონმდებლობითი დოკუმენტების დაზუსტებისა და მიღების აუცილებლობა; სამოგზაურო გზების, ახალი, ასათვისებელი მარშრუტების ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა; რეაბილიტაციისა და დასვენების საწარმოების ორგანიზების აუცილებლობა; კვებისა და განთავსების სპეციალიზირებული – უსაფრთხო, ეკოლოგიურად მისაღები მატერიალური და სამართლებრივი პირობების ჩამოყალიბება; ტურისტული საწარმოების უზრუნველყოფა განათლებული კადრებით.


კვლევის შედეგად განისაზღვრა საქართველოში ავტოტურიზმისა და ეკონომიკის სფეროების ეფექ-
ტური, პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების რეალიზაციისათვის აუცილებელი პირობე-
ბი: ა) ქვეყნის რეგიონების წარმოჩენა საზღვრებს გარეთ; ბ) ბიზნესის განვითარების სტიმულირება;


გ) ინვესტიციების მოზიდვა; დ) ტურმომსახურების ობიექტების გამრავალფეროვნება; ე) ტურიზმის
შემოსავლების მაქსიმალურად გაზრდა და სხვ.


ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ავტოტურიზმის განვითარებისთვის, ეფექტური ტურისტული
ავტოკლასტერების შექმნისა და ფორმირებისათვის გაზიარებული უნდა იქნას მსოფლიოს მოწინავე
ტურისტული ქვეყნების გამოცდილება.

გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება