ჩვენი სულიერების ბალავარი
| გამომცემელი | Niko Berdzenishvili Institute of Batumi Shota Rustaveli State University and the Research Center for the Study of Three Monotheistic Religions and Canonical Law of Ovidius University of Constanța |
|---|
2009 წელს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრის” ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ჩვენი სულიერების ბალავარი. აღნიშნული წლიდანვე რეგულარულად გამოიცემა კონფერენციის მასალების კრებულიც. დროთა განმავლობაში, ღონისძიების მიმართ საერთაშორისო ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც, 2019 წლიდან კონფერენცია კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრის თანაორგანიზებით ტარდება.
სამეცნიერო შრომების კრებულებში წარმოდგენილია მრავალმხრივი კვლევები ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის, რელიგიისა და კულტურის, ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის, კულტურათაშორისი დიალოგისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.