ჟურნალის შესახებ

 

ჟურნალი „აღმოსავლ­ეთ­მცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.

ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია  თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შესახებ შემდეგ დარგებში - აღმოსავლეთის ისტორიის, პოლიტიკის, დიპლომატიის, რეგიონმცოდნეობის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის, კულტურული ანთროპოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფიის, ქრონოლოგიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, აღმოსავლეთის ფილოსოფიის, ისტორიული გეოგრაფიის, რელიგიის ისტორიის, კულტურის, თარგმანის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.)  მოხსენებები,  სამეცნიერო ექსპ­ედი­ციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედა­ქციო კოლეგია.

ჟურნალის ისტორია:

აღმოსავლეთმცოდნეობის პრობლემების შესწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაო გამოცდილება აქვს. 

1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რომლის ერთ - ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის დიდი  ცენტრის გახსნა იყო.

2015 წლის 29 მაისის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტის აკადემიური საბჭოს N55 დადგენ­ილებით,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა აღმოსავლეთმც­ოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტი, რომლის უმთავრეს ამოცანას, აღმოსავლე­თმცოდნეობის მიმართულების მაღალკ­ვალი­ფიციური კადრების მომზადების პარალელურად, წარმოადგენს ეროვნული იდეალებისადმი სამსახური და სამოქა­ლაქო ცნობიერების ფორმირების პროც­ესებ­ისადმი ხელშეწყობა, ამიტომაც, ბუნებრივია, ის აქტიური პოზიცია, რომელსაც დეპარტამენტი იჩენს საზოგად­ოებრივ, საგანმანათლებლო თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში.

წინამდებარე კრებული, „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“,  ბათუმის შოთა რუსთაველის სა­ხელ­­მ­წიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის შრო­მების კრებულია. მასში ასახულია, აღმოსავლეთის ისტორიის, პო­ლი­ტი­კის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ენათ­მეც­ნი­ე­რე­­ბისა და ლიტერატურათმცოდნეობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კრებული დაეხმარება  აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

პერიოდულობა: კრებული "აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე" გამოიცემა წელიწადში ორჯერ ქართულ ენაზე.