ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი  „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ / „Herald of Oriental Studies” ტომი 7. №1. გამოვა 2024 წლის ივნისში.

სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15  მაისი.


კრებული „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“, ტომი 7. №1 გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გამოქვეყნება უფასოა.

ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა. სტატია უნდა წარმოადგენდეს გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევას. მიმოხილვითი (ანალიტიკური) შინაარსის სტატიები არ მიიღება. სტატიის მომზადების ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ მისამართზე:
https://openjournals.ge/index.php/hos/AG
ჟურნალის არქივს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:
https://openjournals.ge/index.php/hos/issue/archive

ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისსა და დეკემბერში). გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადის პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა Turnitin- ის საშუალებით.

გთხოვთ, ჟურნალისთვის სამეცნიერო ნაშრომები გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
os@bsu.edu.ge;
emzar.makaradze@bsu.edu.ge.

P.S. გაცნობებთ, რომ ჟურნალის არსებული საგამომცემლო პოლიტიკისა და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, სარედაქციო გუნდი უფლებამოსილი არ არის გააკეთოს კორექტირება ავტორის მიერ წარმოდგენილ სტატიაში. ავტორი თავადაა პასუხისმგებელი სტატიის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, წარმოდგენილ სტატიაში ორთოგრაფიული და სტილისტიკური შეცდომების დადასტურების ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სტატია არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. სტატიის შინაარსობრივი მხარე მოწმდება „ორმაგი ბრმა“ რეცენზირების საფუძველზე.