ქურთები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ახლო აღმოსავლეთი, ქურთები, ირანელი ქურთები, ქურთისტანი, ქურთული პარტიები

ანოტაცია

ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ქურთები რეგიონში მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ, მათ დღემდე არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფო. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 35-45 მილიონამდე ქურთია. რეგიონში ისინი წარმოდგენილნი არიან ოთხ სახელმწიფოში, ესენია: თურქეთი, ერაყი, სირია და ირანი.
ირანში მცხოვრები ქურთები, რომლებიც სხვა დანარჩენი ქურთების მსგავსად ავტონომიის მოთხოვნით გამოდიან, ხში-რად აწყდებიან წინააღმდეგობებს ირანის ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც მთავრობამ ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული პარტიები და დაჯგუფებები საერთოდ აკრძალა ქვეყანაში. ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, გასულ საუკუნეში, ირანში რამდენიმე ქურთული პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა. ისინი ავტონომიის მოპოვების გარდა ირანის დემოკრატიულ, სეკულარულ და ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას უჭერენ მხარს.
ქურთულ პოლიტიკურ პარტიებსა და დაჯგუფებებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რადგანაც ქურთული იდენტობის შენარჩუნება მათი აქტიური პოლიტიკური და სამხედრო საქმიანობის შედეგია. ირანელი ქურთების მიერ შექმნილი პარტიები თურქეთის, სირიისა და ერაყის ქურთულ დაჯგუფებებთან ერთად აქტიურად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ბუხუტი სიჭინავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საქართველო, თბილისი

Orcid ID : 0000-0003-1006-3323

ელ-ფოსტა : sitchinavabacho@gmail.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-10-05

როგორ უნდა ციტირება

სიჭინავა ბუხუტი. 2020. “ქურთები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 3 (October):29-41. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/2750.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა