ტრადიციულ ღირებულებათა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი პოსტტოტალიტარულ ბათუმში

ავტორები

  • თამილა ლომთათიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0001-6163-5876
  • მანუჩარ ლორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი https://orcid.org/0000-0002-1849-9562

საკვანძო სიტყვები:

ტრადიცია, ინოვაცია, შიდამიგრაციები, ისლამი, ადაპტაცია, ინტეგრაცია

რეზიუმე

გლობალიზაციამ, ურბანიზაციის ტენდენციების ზრდამ, ყოფის სტანდარტიზაციამ, ტრადიციების რღვევამ გამოიწვია ეთნოკულტურული ელემენტების შეუქცევადი ცვლილებები. ისტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე, აჭარის მთის სოფელი საკმაოდ ჩაკეტილ, ნაკლებად ცვლად, ერთგვაროვნებაზე ორიენტირებულ სივრცეს წარმოადგენდა. პოსტტოტალიტარულ პერიოდში ეს დაბრკოლებები მოიხსნა. სოფლად შექმნილმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ, ცხოვრების დონის დაცემამ გამოიწვია მიგრაციული პროცესების გააქტიურება. თანამედროვე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და კულტურულ-რელიგიურმა პროცესებმა ცვლილებათა ეპიცენტრში მოაქცია ბათუმი, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენდა სხვადასხვა ეთნოკულტურათა და რელიგიურ კონფესიათა შეხვედრისა და ურთიერთგავლენის სარბიელს და ხასიათდება რელიგიურ რწმენათა და კულტურულ ფასეულობათა სიჭრელითა და სინთეზით. ბათუმის ეთნოკონფესიური სურათი კიდევ უფრო შეიცვალა პოსტსაბჭოთა პერიოდში, რაშიც, სხვა მოვლენებთან ერთად, დიდი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აჭარაში გააქტიურებულმა შიგამიგრაციულმა პროცესებმა. სტატიაში გაანალიზებულია მიგრირებული მოსახლეობის ახალ სოციო-კულტურულ გარემოში ინტეგრაციის პრობლემები და ადაპტაციის სტრატეგიები.

Downloads

Download data is not yet available.

Author Biographies

თამილა ლომთათიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35

ORCID: 0000-0001-6163-5876

ელ. ფოსტა : Tamila.Lomtatidze@bsu.edu.ge

ნომერი : 593371394

მანუჩარ ლორია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

ასოცირებული პროფესორი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35

ORCID: 0000-0002-1849-9562

ელ.ფოსტა : mloria@bsu.edu.ge

ნომერი : 577940994

Downloads

გამოქვეყნებულია

2021-08-25

ციტირების წესი

ლომთათიძე თამილა, and ლორია მანუჩარ. 2021. “ტრადიციულ ღირებულებათა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი პოსტტოტალიტარულ ბათუმში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 3 (August):118-28. https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2760.

ნომერი

სექცია

სამეცნიერო სტატიები : არქეოლოგია, ეთნოლოგია

Most read articles by the same author(s)