ჯემ „სულთნის“ ბრძოლა ტახტისთვის და პაპი ალექსანდრე VI ბორჯა

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.76-91

საკვანძო სიტყვები:

ოსმალეთის იმპერია, ევროპა XV საუკუნეში, რომის პაპები, ჯემ „სულთანი“, პაპი ალექსანდრე VI ბორჯა

ანოტაცია

XV საუკუნის მეორე ნახევარი ოსმალეთის ისტორიაში და მისი ევროპასთან დიპლომატიური კავშირების განხილვა წარმო­უ­­დგენელია ჯემ „სულთნის“ ისტორიის გარეშე, რადგანაც ამ პროცესებმა დიდი როლი შეასრულეს  ოსმალეთ-ევროპის, განსა­კუთრებით კი რომთან ურთიერთობებში.  წინამდებარე ნაშრ­ომში წარმოდგენილია ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნი­შვნელოვანი მოვლენა, რომელიც ეხება უფლისწულ ჯემის ბრძ­ოლას ძმის - სულთან ბაიაზიდის წინააღმდეგ და მის ევროპულ ვოიაჟს. 

უფლისწულ ჯემის ბრძოლა ტახტისათვის ქართულ ისტო­რიო­გრაფიაში დეტალურად შესწავლილი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ ზოგადი ცნობები არსებობს, რამაც წინამდებარე სტატიის დაწერა განაპ­ირობა. ნაშრომზე მუშაობის პროცესში, შევეცადეთ ამ საკითხთან დაკავშირებული ქართველი, თურქი და უცხოელი ავტორების (ჰ. ინალჯიკი, დ. ემეჯენი, ი. ჰ. უზუნჩარშილი  და  ნ. იორგა,  გ. ჯა­ფ­­ა­რ­იძე, ი. ხუბაშვილი, მ. სვანიძე, მ. მახარაძე და სხვა) მოსა­ზრ­ებებს გავცნობოდით. შეძლების დაგვარად შეგვესწავლა წყარო­ები და კრიტიკული ანალიზის მეშვეობით წარმოგვედგინა შინა­არსობრივად პირველი ვრცელი ნაშრომი უფლისწულ ჯემის ტრაგედიაზე (რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თავს „სულთანს“ უწოდებდა), რაც თავისთავად სიახლეს წარმოადგენს.

უცხოურ ლიტერატურაზე მუშაობისა და თარგმნის დროს, პირველ რიგში, ვიცავდით ინფორმაციის სიზუსტეს, ვადარ­ებ­დით სხვა მასალებთან და არგუმენტებით ვამყარებდით მოსა­ზრებას. აღნიშნული საკითხი აქტუალურია,  ვინაიდან ის ეხება არა მარტო ოსმალეთის ევროპულ პოლიტიკას, არამედ რომის პონტიფექსებისა და ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკასაც - Res Orientalis. ნაშრომში ნაჩვენებია როგორ ცდილობდა ყველა მათგანი ჯემის გამოყენებას საკუთარი მერკანტელური და პოლიტიკური მიზნებისათვის.

ბოლოს კი უნდა ვთქათ, რომ ევროპა-ოსმალეთის ურთიერ­თობები შუა საუკუნეების ისტორიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მკვლევართა გაუნელებელი ინტერესის საგანია. ამიტომ შესაძლოა, ახალი წყაროების აღმოჩენამ სულ სხვაგვარი რეალობა დაგვანახოს და ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადაიშალოს.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი ახალკაციშვილი

 

ისტორიკოსი/თურქოლოგი

ელ. ფოსტა : giorgi.akhalkatsishvili076@hum.tsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 599 87 24 31

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-05

როგორ უნდა ციტირება

ახალკაციშვილი გიორგი. 2021. “ჯემ „სულთნის“ ბრძოლა ტახტისთვის და პაპი ალექსანდრე VI ბორჯა”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):76-91. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.76-91.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა