ქართველები ჩინეთში XX საუკუნის პირველ ნახევარში

ავტორები

  • შალვა ჩიხლაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8265-7847
  • ოთარი ჭიღლაძე პეკინის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6112-2835

საკვანძო სიტყვები:

ქართველები ჩინეთში, ხარპინი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კომინტერნი

რეზიუმე

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოდან ნებით თუ ძალით წასული მოქალაქეები, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ევრაზ­იის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სახელმწიფოებში, როგ­ო­რც სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით. ამ მხ­რივ გამონაკლისი არც შორეული აღმოსავლეთი იყო, სადაც სხვა­დასხვა პერიოდში ქართველები ჩართულნი იყვნენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში და დიდი გავლენითაც სარგებ­ლო­ბდნენ.

დანამდვილებით არავინ იცის თუ როდის და რა პირობებში მოხვდა შორეულ ჩინეთში პირველი ქართველი, თუმცა პირველი სათვისტომოს გაჩენა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და ქალაქ ხარპინს უკავშირდება. პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გამო, შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის იმპერიის სხვადასხვა წერტილიდან იქ თავი მოიყარა სხვადასხვა ეთნი­კურმა ჯგუფმა, მათ შორის ქართველებმაც. ქართული სათვი­სტომოს შესახებ ცნობები და საარქივო მასალები მეტნაკლებად ადრეც არსებობდა, თუმცა კვლევამ ბევრ ახალი ფაქტი გახადა ცნობილი, რომელიც უფრო ფართო სურათს ქმნის თუ რას და როგორ საქმიანობდა ქართული სათვისტომო აღმოსავლეთში. ქართული, ჩინური და რუსული წყაროების შედარებით დად­გინდა რომ ხარპინის ქართველი მაცხოვრებლები ჩართული იყვნენ როგორც ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში, ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივ პოლი­ტიკურ პროცესებში, ასევე კავშირში იყვნენ საქართველო დემო­კრატიულ რესპუბლიკასთანაც.

კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც საინტერესო კვალი დატ­ოვა ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო კომინტერნის წევრი ბესარიონ ლომინაძე. 1927 წელს დასრულდა სამწლიანი ეროვ­ნ­ული თანხმობა კომუნისტურ და ნაციონალისტურ პარტიას შორის და მათ შორის ანტაგონიზმი კიდევ უფრო გაიზარდა. სწო­რედ ამ პერიოდში კრემლმა ინსტრუქტაჟისთვის მიავლინა კომი­ნტერნის ახალი დელეგაცია ბესარიონ ლომინაძისა და ჰეინც ნეუმანის ხელმძღვანელობით. კომინტერნის მეცადინეობით კომ­პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებ­ობიდან გადააყენეს ჩენ ტუსიოუ და აირჩიეს ახალი პოლიტბიურო. მეტიც, ლომინაძისა და ნეუმანის ჩართულობით ახალგაზრდა მაო ძედუნი დროებით წევრად შევიდა პოლიტბიუროში, რითითაც მისი გავლენა საგრძნობლად გაიზარდა. კომინტერნის საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა, მათ რეკომენდაციები გასცეს შეიარაღებული წინააღმდეგობის დაწყებასა და ადგილობრივ აჯანყებებზე, რომლის წარუმატებლობაც გარკვეულწილად გახდა დამოკლეს მახვილი ლომინაძის თავზე.

კიდევ ერთი ქართველი ბოლშევიკი, რომელიც ჩინეთის სამო­ქალაქო ომში კრემლის უშუალო წარმომადგენელი იყო ალექსა­ნდრე (ალიოშა) სვანიძე გახლდათ. სვანიძე სტალინის პირველი ცოლის ძმა იყო, რომელიც სხვადასხვა დროს გავლენიან თანამ­დებობს იკავებდა. 1934 წელს როგორც სახელმწიფო ბანკის წარმ­ომადგენელი და დესპანი, სვანიძე სინძიანგში ჩადის და იქაურ სამხედრო მმართველს შენგ შიცაის რეგიონის ეკონომიკურ, ფინ­ანსურ და სამხედრო მოდერნიზებაში დირექტივებს აძლევს. სვან­იძე რეგიონში გარკვეული პერიოდი რჩება და ორგანიზაციულ საკითხებს კურირებს, რის გამოც არაერთი ვერბალური თუ წერი­ლ­ობითი მადლობა მიიღო ადგილობრივი მმართველებისგან.

ქართულ აკადემიაში ზემოთხსენებული ეპიზოდები ფაქტობ­რივად არ არის შესწავლილი, არადა სვანიძეც და ლომინაძეც საკმ­აოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადგილობრივ პროც­ესებში როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები. კვლევა პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს ქართველების ჩართულობას ჩინ­ეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, აღწეროს მათი პიროვნული და პროფესიული როლი ჩინეთის სამოქალაქო ცხოვრებაში. კვლევა ეფუძნება ქართ­ულ, ინგლისურ, რუსულ და ჩინურ წყაროებს, რაც ერთიანობაში ფართო სურათს იძლევა და ფაქტების გადამოწმებას შესაძლ­ებ­ელს ხდის.

Downloads

Download data is not yet available.

Author Biographies

შალვა ჩიხლაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი

თსუ -  მიწვეული ლექტორი

ელ.ფოსტა : shalva.chikhladze@tsu.ge

საკონტაქტო ნომერი : 558365331

 

ოთარი ჭიღლაძე, პეკინის უნივერსიტეტი

 

ისტორიკოსი, სინოლოგი

პეკინის უნივერსიტეტის მაგისტრანტი

ელ.ფოსტა : otaritchigladze@gmail.com

საკონტაქტო ნომერი : 598302953

Downloads

გამოქვეყნებულია

2021-10-05

ციტირების წესი

ჩიხლაძე შალვა, and ჭიღლაძე ოთარი. 2021. “ქართველები ჩინეთში XX საუკუნის პირველ ნახევარში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):92-115. https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2843.

ნომერი

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა