ტალიბანის დაბრუნება - წინაპირობები და რეგიონულ აქტორთა ინტერესები

ავტორები

  • სიმონ გურეშიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-9545-8238

საკვანძო სიტყვები:

ამერიკის შეერთებული შტატები, ტალიბანი, შიდა და რეგიონული აქტორები, ფანჯშერის პროვინცია

რეზიუმე

სტატიაში განხილული და გაანალიზებულია ავღანეთში დღ­ეს-დღ­ეობით არსებული სიტუაცია. 2001 წელს ამერიკის შეერთ­ებული შტატების მიერ ამ ქვეყანაში ტალიბების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია, 20 წლის შემდეგ ამ მოძრაობის დაბრუნებით დასრულდა. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში არსებული ბოლო ორი დეკადის განმავლობაში 2,26 ტრილიონი დოლარი დახარჯეს ამ ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამო­წვევბის აღმოფხვრის მიზნით, რომელთა შორისაც იყო ავღანე­თის 300 000-იანი არმიის წვრთნა შეიარაღება და ეკიპი­რება. თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ აღნიშნულმა არმიამ არ ისურვა ტალიბებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამ მოძრ­აო­ბამ უმოკლეს დროში დაამყარა კონტროლი მთელ ქვეყანასა და დედაქალაქ ქაბულზეც, რაც საბოლოოდ პრეზიდენტ აშრაფ ღა­ნის ქვეყნის დატოვებით დასრულდა და მოგვიანებით დრო­ებ­ითი მთავრობაც დააკომპლეტეს.                                           

სწორედ ამიტომ, მსოფიოს ყურადღება კვლავ მიპყრობილია ავღანეთისკენ. განსაკუთ­რებულ ინტერესს იწვევს როგორც ამ ქვ­ე­ყანაში,  ისევე მთელ რეგიონში თუ როგორ განვითა­რდება მოვ­ლ­­ე­ნები. ასევე კვლავ გახდება თუ არა ეს ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაციების პოლიგონი ან სხვადასხვა ეთნიკური და კონ­ფ­ესიური ჯგუფბის დაპირისპირების კერა ტალიბების ხელახალი მმართველობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, სტატიის მიზა­ნია, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის დატოვებამდე ავღ­ან­ეთში არსებული სიტუაციის ხელახლა გააზრება და გაანა­ლიზება.     

შესაბამისად, სტატიაში განხილულია ტალიბების დროებითი მთავრობა და მისი წევრების მოკლე მახასიათებლები. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით დაწყებული სამხე­დრო ძალების გამოყვანის წინაპირობები. ტალიბების, შიდა ავღ­ანური და რეგიონული აქტროების ინტრესები:  ტალიბანი, ჰაქა­ნის ქსელი, ხორასანის პროვინციის ისლამური სახელმწიფო, ად­გილობრივი ტომების შაიხთა გავლენა დაფაქტორი, ფანჯ­შერის პროვინციის ფენომენი. ასევე რუსეთი, ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, თურქეთი, კატარი. აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ ტალიბანის ხელში არსებული შეიარაღება და ფინანსების წყარ­ოები. ბოლო ნაწილსა და დასკვნაში ფართოდ გაშლილი და ასა­ხ­უ­ლია ის ძირითადი არგუმე­ნტები, თუ რატომ შეიძლება იყოს როგორც აშშ-ისთვის, ისე ჩამოთვლილი რეგი­ონული აქტ­ო­რე­ბ­ისთვის ტალიბანი ავღანეთის კონრტოლის მისაღები ძალა და არის თუ არა ეს მიზეზი ფანჯშერის პროვინციის დაცემის მიზ­ეზი.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

სიმონ გურეშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

 

ელ. ფოსტა : simon.gureshidze832@hum.tsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 59556612

Downloads

გამოქვეყნებულია

2021-10-05

ციტირების წესი

გურეშიძე სიმონ. 2021. “ტალიბანის დაბრუნება - წინაპირობები და რეგიონულ აქტორთა ინტერესები”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):116-41. https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2844.

ნომერი

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა