ზმნა და მასთან დაკავშირებული თავისებურებანი მარადიდულ კლარჯულში

ავტორები

  • ნათელა ფარტენაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი https://orcid.org/0000-0001-7919-8635

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.190-210

საკვანძო სიტყვები:

დიალექტი, ზმნა, ზმნისწინი, პირის ნიშნები, თემის ნიშნები

რეზიუმე

მარადიდელთა მეტყველებაში იშვიათია პირის ნიშანთა გაუჩინარება (ეს ეხება მხოლოდ პირველი სუბიექტური პირის  ვ- პრეფიქსს, ბაგისმიერი უ’ ხმოვნის წინ და მესამე ირიბი ობიექ­ტ­ური პირის პრეფიქსების დაკარგვის შემთხვევებს ყრუ თანხმ­ოვნების წინ), მაგრამ  საკმაოდ ხშირია პირის ნიშანთა მონაცვლ­ეობანი.  ფუნქციურად ყველაზე მეტად დატვირთულია -ენ და -ან მრავლობითის მესამე სუბიექტური პირის ნიშნები და სხვა აფიქსთა ნაცვლად მათი გამოყენების სიხშირეც ამაზე მეტყვ­ელებს. ის არ არჩევს წყობას, პირთა კომბინაციასა და რიცხვს.

გვ-’ პრეფიქსს   ობიექტის სიმრავლის გამოსახატავად ცვლის ან; ენ, -ეს, -ონ კონფიქსები. - სუფიქსი კი, ობიექტის სიმრავლის გამოსახატავად, თითქმის არ დასტურდება.

-ან, -ენ სუფიქსთა მონაცვლეობა მხოლოდ მარადიდული მეტყველებისთვის და ზოგადად კლარჯულისთვის არაა დამახ­ასიათებელი, ის შეიძლება საერთო ქართველურ მოვლენად გავი­გოთ, რადგან გვხვდება ქართული ენის სხვა დიალექტებშიც, მაგრამ ასეთი სიხშირით მათი გამოყენება სწორედ სამხრული დიალექტების და კერძოდ, მარადიდულისთვის ნიშანდობლივ მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ.

არც  ზმნისწინთა მონაცვლეობაა კანონზომიერი, რადგან ცალკე­ულ შემთხვევებში შეიძლება მათ ახსნაც მოეძებნოს, მაგრამ ზოგადად ეს მოვლენა ძალზე საინტერესოა, რადგან სხვადასხვა დიალექტში მსგავსი ფორმების გვერდით გვხვდება ბევრი გან­სხვ­ავებული წარმოება და  საინტერესო ფორმები. ზმნისწინთა შენაცვლებას უნდა იწვევდეს ფუნქციათა ერთიანობა. ზოგჯერ ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება რამდენიმე ზმნისწინით გად­მოიცეს; ამას გარდა შეიძლება ერთ რომელიმე მიმართულებაზე ორი განსხვავებული ზმნისწინი მიუთითებდეს.  გარკვეულ სიტ­უა­ციაში ზმნისწინები ერთმანეთის მაგივრობას ეწევიან.

 დამატებითი ნიუანსების გამოხატვა ყველა ზმნისწინს არ შეუძლია, ის მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის სპეციფიკური ნიშან – თვისება შეიძლება იყოს.

ზმნისწინის დამატებითი ნიუანსები სრული ასპექტის გამოხ­ატვას უკავშირდება. ყველა ის ზმნური ფორმა, რომელიც რაღაც სპეციფიკურ შინაარსს შეიცავს და დამატებითი ნიუანსები გააჩნია, უპირველეს ყოვლისა, სრული ასპექტისაა.

თემის ნიშანთა სისტემა ყველაზე არამყარი, ცვალებადი სისტემაა. თუ ამ მხრივ დავაკვირდებით მარადიდულ მეტყვე­ლებას, სურათი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ერთთემიანზმნებს ხშირად ერთვის თემის ნიშნები და პირიქით: თემისნიშნიანი ფორმების ნაცვლად დასტურდება უთემისნიშნო წარმოება. გვხვდება თემის ნიშანთა რედუცირებული (გაწურვენ, დარეხვენ; მომკიდვიდა, გაყიდავდა...) და  თემისნიშანთა მონაცვლეობის მრავალფეროვნება (-ავ, -ებ//-; -ებ//-ავ; -ამ//-ავ; -ავ//-ებ; -ავ//-ევ; -ებ//-ოფ; -ებ//-ობ; -ობ//-ოფ (-ეფ); -ავ//-ებ (-ეფ)...

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ნათელა ფარტენაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი

 

ასოცირებული პროფესორი

E-mail : natia.phartenadze@bsu.edu.ge

Phone : 577 179 744

Downloads

გამოქვეყნებულია

2021-10-05

ციტირების წესი

ფარტენაძე ნათელა. 2021. “ზმნა და მასთან დაკავშირებული თავისებურებანი მარადიდულ კლარჯულში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):191-211. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.190-210.

ნომერი

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა