თურქული ელემენტები მარადიდის მეტყველებაში

ავტორები

  • ლილე თანდილავა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი https://orcid.org/0000-0002-0118-2075

საკვანძო სიტყვები:

თურქული ელემენტები მარადიდის მეტყველებაში

რეზიუმე

არ არსებობს ენა, რომელშიც არ არის ნასესხობანი. ამ მხრივ არც ქართული ენაა გამონ­აკლისი. ქართულმა ენამ უამრავი ისტორიული ბედ-უკუღმართობა გამოიარა, რომლ­ებმაც ჰპოვეს ენის ლექსიკაში ასახვა. როგორც ვიცით სამხრეთ საქართველოსა და ლაზეთის ტერი­ტორიების უმეტესი ნაწილი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა.  აქ მცხოვრები ქარ­თველი მოსახ­ლეობა კი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა  და ორ ენაზე საუბრობს, ერთი მშობლიური ქართულია და მეორე კი ქვეყნის სახელმწიფო ენა თურქ­ული, რომლითაც ის ურთიერთობს ქვეყ­ნაში არსებულ ყველა ინსტიტუტთან. თურქული გახდა მათთვის დომ­ინანტი ენა. მისი გამოყენების არეალი არის უფრო ფართო. აქედან გამომდინარე, ენამ მოახ­დინა თურქული ლექსიკის შემო­დინება მათ სასაუბრო ქართულში.

1921 წელს თურქეთსა და  საქართველოს შორის მოხდა ოფი­ცი­ალური  საზღვრი გავლება. საქართველოს ორ სოფელს - „მარა­დიდსა“ და „სარფს“ ერთნაირი ბედი ეწია, ისინი  გაიყო შუაზე. გაიყო არა მარტო სოფელი, არამედ ოჯახები, ნათესავები და  სამშობ­ლო. ეს დიდი ტკივილი არ შუშდება და გადაეცემა თაო­ბიდან თაობას. სოფელ „მარადიდს“ თურქები „მურათლის“ ეძახიან. ზუსტად საუკუნის გასვლის შემდეგ მოხერხდა პირვე­ლად ამ სოფელში ბათუმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის შესვლა და „მარადიდის“ მონოგრაფიისთვის მასალების მოძიება, ჩაწერა და გამოცემა.

   მონოგრაფიაში შეტანილი მასალით დავინტერესდი და მინდა  გამოვიკვლიო თუ რა დოზით არის  თურქული ლექსიკა შესული ქართულში, რომელსაც ამ კონკრეტულ გეოგ­რაფიულ რეგიონში ლაპარაკობენ. კვლევის დროს საინტერესო გრამატიკულ და ფონე­ტიკურ ცვლილებებს  წავაწყდი: გამოსაკვლევ მასალაში ძირითადად სესხება ეხება ენის სახელად ნაწილებს, რომელთაც მოსდით გამჟღერება, დაყრუება, ბგერის გადასმა ან კიდევ ბგერის  დამ­ა­ტება. რაც შეეხება სესხებას ზმნურ ნაწილში არის საკმაოდ მცირე. მარადიდის ქართ­ულში შედარებით  ნაკლები თურქული ლექსიკაა ხმარებაში შემოსული, ვიდრე ლაზურ დია­ლე­ქტში;

  მივედი შემდეგ  დასკვნებამდე :

მარადიდულზე საუბრისას  ხმარობენ პარალელურ  ნასესხებ სიტყვებს, როგორც ქართულს ისე თურქულს.  ქართული ჯერ კიდევ ახსოვთ, მიუხედავათ  ასი წლის გავლისა;

შენარჩუნებულია ძველი  ნასესხები ლექსიკა, რომელიც არ შეიძლება ჩავთვალოთ ახალ ნასესხებათ, რადგან იგივე ლექსიკა აქაურ კილოკავებშიც იხმარება. (სავარაუდოთ ეს ძველი გაყო­ლილი ნასესხები ლექსიკაა);

ახალი ლექსიკის  სესხება მცირე დოზითაა, რომელიც ჩვენს კილოკავებში არ მოიძებნება და არ იხმარება.

ყველაზე სასიხარულო და საამაყო ფაქტი ისაა, რომ შენა­რ­ჩ­უნებული აქვთ ქართული ზმნის ფორმები, რასაც ვერ ვიტყვით ლაზურზე. ამ ზღვა მასალაში მხოლოდ რამდენიმე ზმნაა ნასეს­ხები თურქულიდან, ხოლო ლაზურს უამრავი ზმნა აქვს ნასე­სხები და ლაზური გრამატიკისათვის დამახასიათებელ ყალ­იბში აქვს ჩასმული. იგულისხმება ზმნის ძირი, რომ­ელიც არის  თურქ­ული, წარმოება კი ლაზური. ეს ტენდენცია ეხება არა მარტო მხოლოდ ლაზ­ურს, არამედ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ  დიალექტებსა  და კილო­კავებსაც.

აღსანიშნავია კიდევ ის ფაქტი, რომ თანამედროვე ქართულ ენაში აღარ გვაქვს  ასო-ბგერა „იოტა“, მაგრამ აქ, მარადიდულ ქართულში აღდგენილია ძველი ასო-ბგერა. შესაძლებელია ეს  გამოწვეული იყოს თურქულ ენაში  არსებული ასო-ბგერის „იოტის“ ხმარებით. მაგრამ ეს მხოლოდ ნასესხებ სიტყვებში არ გვხვდება, იგი ქართულ დიალექტშიც იხმარება. რაც აშკარად იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ შეიძლება ჩაითვალოს ასო-ბგერის გამოყენება ძველი ქართულიდან   შენარჩუნებულად.

თურქულში გვაქვს უმლაუტიანი ხმოვნები, ქართულში  მისი არ არსებობის გამო, იგი  ენაში შესაბამისი ქართული ხმოვნებით გადმოდის,  დარღვეულია თურქული ენისათვის დამახასიათ­ებ­ელი ჰარმონია.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ლილე თანდილავა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

 

ასოცირებული პროფესორი

ელ. ფოსტა : lile.tandilava@bsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 593348990

Downloads

გამოქვეყნებულია

2021-10-05

ციტირების წესი

თანდილავა ლილე. 2021. “თურქული ელემენტები მარადიდის მეტყველებაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):212-25. https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2849.

ნომერი

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა