თურქეთის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები „ცივი ომის“ პერიოდში

ავტორები

  • ბექა მაკარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი https://orcid.org/0000-0002-6276-7819

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ცივი ომი

ანოტაცია

თურქეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტა­ტებს  შორის აქტიური სამხედრო, ეკონო­მი­კური და პოლი­ტიკ­ური ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომის დამთავ­რების­თა­ნავე იწყება.

ტრუმენის დოქტრინის და მარშლის  გეგმის  მეშვეობით, ამერიკის შეერ­თებულმა შტატებმა თურქეთს გაუწია დიდი ფინა­ნსური დახმარება, რომე­ლმაც 1947 წელს შეადგინა 100 მილი­ონი დოლარი და მისი დიდი ნაწილი ქვეყა­ნაში სამხედრო საქმის განვითარებას მოხმარდა.

1951 წლის მაისში აშშ-მა თურქეთს მისცა რეკომენდაცია  შესულიყო ჩრდილოეთ ატლანტიკის სამხედრო ბლოკში (ნატო) და 1951 წლის ოქტო­მბერში ლონდონში ხელი მოაწერეს ოქმს თურქეთის ნატოში მიღების შესახებ.

1952 წლის 18 თებერვალს თურქეთის მეჯლისმა მოახდინა ნატოში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიკაცია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა თუ­რქეთის საგარეო პოლიტიკის  ფაქტო­ბრივი ნეიტრა­ლიტეტი შეცვალა პროდა­სავლური კურსით. დაიწ­ყო თურქეთ - აშშ-ის  სწრაფი დაახლოება, რომელიც „ცივი ომის“ მთელ პერი­ოდში განისაზღვრებოდა საბჭოთა კავშირის მხრიდან მოსა­ლოდნელი  აგრესიის საფრთხით.

1980 წლიდან თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში მნი­შვნ­ელოვანი სიახლეები გამოიკვეთა. როგორც თურქეთის, ასევე აშშ-ის პოლიტიკაში მიმდ­ი­ნარე პროცესებმა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო მრავა­ლ­ფე­როვანი გახადა. მართალია, ის წინა პერიოდებში არსებული ურთიერ­თობების ელემ­ენტებს ეყრდნობოდა, მაგრამ მაინც ახალი ფორმა მნიშვნე­ლოვნად განს­ხვა­­ვდებოდა წინანდელისაგან.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ბექა მაკარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

დოქტორანტი

ელ.ფოსტა : beka.makaradze@bsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 551042395

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-10-05

როგორ უნდა ციტირება

მაკარაძე ბექა. 2020. “თურქეთის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები „ცივი ომის“ პერიოდში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 3 (October):60-77. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/3032.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა