ცენტრალური აზიისა და კავკასიის თურქების შესახებ არაბული გეოგრაფიული ლიტერატურის ადრეული ინფორმაციის სანდოობის საკითხვისათვის
საკვანძო სიტყვები:
იბნ ალ-ფაქიჰი, ალ-ჯაჰიზი, თურქები, შუა აზია, ხაზარები, კავკასია, თურქების შუა საუკუნეების ქალაქები, თურქების ისლამიზაციარეზიუმე
ყველაზე მნიშვნელოვანი წერილობითი წყაროები თურქული მოდგმის ხალხებისა და ტომების ისტორიის შესახებ წინაისლამურ პერიოდში არსებობს შუა საუკუნეების არაბული გეოგრაფიისა და ისტორიოგრაფიის ჩანაწერები. ქრონოლოგიურად და აზრობრივად ეს ინფორმაცია პირობითად შეიძლება დაიყოს ორ მთავარ ბლოკად. პირველი ბლოკი - სასტიკი სამხედრო დაპირისპირების ეპოქის ამბები, მეორე კი - თურქი გვარდიისა და თურქი თავადაზნაურობის ხალიფატის მუსულმანურ საზოგადოებაში ინტეგრაციის ამბები და მუსლიმური სამყაროს საზღვრებზე თურქების თანდათანობითი ისლამიზაციის პროცესი.
სტატიაში აღწერილია არაბული გეოგრაფიული ლიტერატურის პირველ ნაშრომებში შუა აზიისა და კავკასიის თურქების შესახებ ადრეული ინფორმაციის მოპოვების წყაროები და ისტორიული პირობები. ხაზი ესმება ამ ინფორმაციის მნიშვნელობას მომთაბარე თურქთა საზღვარზე ხალიფატის მთავრობის პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას.