იაპონიის თვითიზოლაციის დასასრული 1854 წელს და მისი შედეგები

ავტორები

  • ნანა გელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-2293-2637

საკვანძო სიტყვები:

იაპონია, აშშ, თვითიზოლაცია, ტოკუგავა, შიოგუნატი

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება იაპონიის ისტორიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, კერძოდ, ქვეყნის თვითიზოლაციის დასრულებას 1854 წელს ანუ მის ე. წ. გახსნას აშშ-ს ძალისხმევით და მის შედეგად განვითარებული მოვლენების განხილვას. აღნიშნული საკითხები წარმოჩენილია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ისე იაპონიის შიდა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შუქზე. ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და იდეოლოგიური ერთიანობის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მმართველი ტოკუგავას ხელისუფლება ჯერ კიდევ XVII საუკუნის დამდეგიდან ანტიდასავლური და ანტიქრისტიანული პოლიტიკის განხორციელებას შეუდგა, რაც საბოლოოდ ქვეყნის დახურვით დაგვირგვინდა. იაპონია თვითიზოლაციაში ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა - 1639 წლიდან 1854 წლამდე. ამ ხნის მანძილზე მინიმალური ურთიერთობები მას შენარჩუნებული ჰქონდა მეზობელ კორეასთან და ჩინეთთან, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან - მხოლოდ ჰოლანდიასთან.

აშშ-ს დაჟინებული მოთხოვნების შედეგად, 1854 წლის 31 მარტს ქ. კანაგავაში იაპონიასა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერა „მშვიდობისა და მეგობრობის“ პირველ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მ იაპონიაში მთელი რიგი პრივილეგიები მოიპოვა. ამერიკის კვალდაკვალ იაპონიისგან ანალოგიური შეღავათები მოითხოვეს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა და რუსეთმა. იაპონიაში იმხანად არსებული რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული იყო ქვეყნის სუვერენული უფლებების შემლახავი, კაბალური ხელშეკრულებები მათთანაც გაეფორმებინა. მართალია, იაპონია გაბმული აღმოჩნდა უთანასწორო ხელშეკრულებათა ქსელში, თუმცა ამ შემთხვევაში უმთავრესი ის იყო, რომ ქვეყნის ისტორიის სრულიად ახალი ფურცელი გადაიშალა. ხაზგასასმელია, რომ იაპონია თამამად შეეგება ახალი დროის გამოწვევებს და წარმატებით გაართვა თავი წამოჭრილ დაბრკოლებებს, რის შედეგადაც ის აქტიურად ჩაერთო მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებში. საბოლოო ჯამში, სწორედ იაპონიის გახსნის უშუალო შედეგს წარმოადგენდა ქვეყანაში განვითარებული ინოვაციური პროცესები პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, რომლებიც განხილული და გაანალიზებულია წარმოდგენილ ნაშრომში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ნანა გელაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი. ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის
გამზირი №1, 0179, საქართველო, +995599 93 49 77
nana.gelashvili@tsu.ge. ORCID: 0000-0003-2293-2637

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

როგორ უნდა ციტირება

გელაშვილი ნანა. 2022. “იაპონიის თვითიზოლაციის დასასრული 1854 წელს და მისი შედეგები”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (1):26-41. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/4067.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა