პლატონის „გამოქვაბულის მითის“ მხატვრული ტრანსფორმაცია კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკებში“

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ნარნია, არქეტიპები, პლატონის გამოქვაბულის მითი, ფორმის და ასლის იდეა

ანოტაცია

ფენტეზის ჟანრის კლასიკური ნაწარმოები ლკაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკები“, მთელი თავისი არქეტიპული და მითოლოგემური არსენალით მითოლოგიურ ტრადიციას მიჰყვება. „ქრონიკები“ კოსმოგონიური მითონარატივების კიდევ ერთი უნიკალური ვერსიაა, რომელიც ლიტერატურულად არის გადამუშავებული და შესაბამისად, კოსმოგონიების მითოსურ იდეას ბევრად სცდება. მითოსურ-არქეტიპული ქარგის შესაბამისად „ქრონიკებშიც“ პოსტკოსმოგონიურ ეპოქას „ოქროს ხანა“(კრეტაიუგა) იწყებს, რომელიც თანმიმდევრული რეგრესირებადი იუგებით გრძელდება და საბოლოოდ ესქატოლოგით-სამყაროს აღსასრულით სრულდება.

კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკებში“ არა მხოლოდ მითოლოგიურ და რელიგიურ არქეტიპებსა და პარადიგმებს ვხვდებით, არამედ მასზე ფილოსოფოსების გავლენაც თვალნათლივ შეიმჩნევა. განსაკუთრებით საყურადღებოა პლატონის ფილოსოფია, მისი იდეათა სამყარო და გამოქვაბულის მითი.

ლუისის მხატვრული ლიტერატურა პლატონური ელემენტებითაა გაჯერებული, რომელიც ყველაზე მეტად თვალსაჩინოა „უკანასკნელ ბრძოლაში“, სადაც ნარნია, რომელიც წინა ექვს თავში გვხვდებოდა, განსხვავდება „უკანასკნელ ბრძოლაში“ არსებული ნარნიისგან.

პლატონის გავლენა ლუისის „ნარნიის ქრონიკებში“ აშკარაა. ლუისის ტექსტებში ნათლად სჩანს პლატონის ნაშრომების ცოდნა და მის მიმართ დიდი ინტერესი. ასევე აშკარად სჩანს პლატონის იდეების შერწყმა საკუთარ იდეებთან და მითოლოგიურ, ქრისტიანულ და ფილოსოფიურ ჭრილში დანახვა. ლუისის მხატვრულ ლიტერატურაში ქრისტიანული პლატონიზმის ზოგიერთი ელემენტები ადვილად ამოსაცნობია, ხოლო ზოგიერთი ისეა შერწყმული ლუისის საკუთარ თეოლოგიაში, რომ ისინი თითქმის არ განირჩევა, ან ძნელად თუ მივხვდებით, რომ ბერძნული წარმოშობისაა.

ლუისის „უკანასკნელ ბრძოლაში“ გადმოცემული ცის კონცეპცია, ძველი ნარნიის გაუჩინარება და ახალი, ნამდვილი, ზეციური ნარნიის შექმნა რომელსაც ჩვენ მანამდე არ ვიცნობდით, „ფორმისა“ და „ასლის“ იდეასთან თანაზიარია. ის ნარნია, რომელშიც ბავშვები მოგზაურობდნენ და მუდმივად მისი გათავისუფლება უხდებოდათ მტრებისგან თუ ჯადოქრებისგან, თურმე ასლია, მოჩვენებითია, წარმავალია ნამდვილი, მარადიული ნარნიისგან განსხვავებით.

ორთავეს, პლატონსაც და ლუისსაც სჯეროდათ იდეების უცვლელი სამყაროსი, რომელიც მოიცავდა მარადიულ, ობიექტურ და ეთნიკურ სტანდარტებს. მათ ასევე დაასკვნეს, რომ ეს ამჟამინდელი, წარმავალი სამყარო არის უფრო რეალური სამყაროს ჩრდილი, რომელიც მიღმაა.

ლუისის „უკანასკნელი ბრძოლა“ სინკრეტული ხასიათისაა. მასში ასახული მოვლენებით აშკარად იგრძნობა გავლენა ქრისტიანული ესქატოლოგიის, სკანდინავიური მითოლოგიის და ბერძნული ფილოსოფიის.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ნინო ნიკოლაიშვილი

ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი,
ითიაი ჰოლდინგი, საქართველო, 6010,
ბათუმი, ფარნავაზ მეფის №136
+95599 10 08 86, ninonikolaishvili1209@gmail.com
ORCID ID 0000-0002-4582-4631

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

როგორ უნდა ციტირება

ნიკოლაიშვილი ნინო. 2022. “პლატონის „გამოქვაბულის მითის“ მხატვრული ტრანსფორმაცია კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკებში“”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (1):185-97. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/4078.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა