თურქეთი და ევროკავშირში მისი გაერთიანების პრობლემა

ავტორები

  • ლაშა ხოზრევანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, ევროკავშირი, ქემალ ათათურქი, ერდოღანი, „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“

ანოტაცია

მეოცე საუკუნის ოციან წლებში თურქეთიში დაიწყო ქვეყნის მომავლისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური პროცესები. კერძოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ქემალ ათათურქმა და შექმნა თურქეთის რესპუბლიკა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თურქი ხალხის ევროპულ ვექტორზე გადაყვანას. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ახალი ფანჯარა გაუხსნა თურქეთევროკავშირის ურთიერთობებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია საფუძველს იღებს ჯერ კიდევ 1987 წლიდან, მაშინ როდესაც ოფიციალურმა ანკარამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. ზემოხსენებული პროცესის წარმატებით დაგვირგვინებისთვის 1990-2000 წლებში თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყნის შიგნით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, რომლებიც პასუხობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის წაყენებულ დეკლარირებულ კრიტერიუმებს. ზემოხსენებულმა რეფორმებმა არ დააყოვნა და ევროკავშირისგან თურქეთმა პირველი სიგნალი მიიღო, რაც აისახა 1995 წელს თურქეთის რესპუბლიკის ევროპის საბაჟო კავშირში გაწევრიანებით.

2002 წელს თურქეთის ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა „სამართლიანობისა და აღმავლობის პარტია“, რომელიც პარტიის ძირითად პოლიტიკურ იდეოლოგიად სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავდა მიზნად. სახელისუფლებო პარტიამ გააგრძელა დაწყებული პოლიტიკური რეფორმები ქვეყნის შიგნით, რომელიც მოიცავდა საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, ასევე ვრცელ პაკეტს საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელიც უნდა გამხდარიყო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველი.

სტატიაში არის განხილული მთელი რიგი პრობლემები და მოყვანილია ის ისტორიული წინაპირობები, რომლებიც ხელს უშლიან თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს იქნება ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისები თუ საკანონმდებლო ხარვეზები.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ლაშა ხოზრევანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ქ. ბათუმი, რუსთაველის/
ნინოშვილის 32/35, 6010. საქართველო,
+995595231187, khozrevanidze_lasha@yahoo.com
https://orcid.org/ 0000-0001-8841-4344

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

როგორ უნდა ციტირება

ხოზრევანიძე ლაშა. 2022. “თურქეთი და ევროკავშირში მისი გაერთიანების პრობლემა”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (1):91-116. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/4090.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა