ჰურუფიზმი - ასტრაბადელი დერვიშის ბათინური მოძღვრება

ავტორები

  • ალკაზარ კაშია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6827-6394

საკვანძო სიტყვები:

ჰურუფიზმი, ასტრაბადი, ეზოთერული

ანოტაცია

საერთოდ რელიგიის ისტორიაში და, საკუთრივ, აღმო­სა­ვ­ლ­ეთში არსებობდა ორი გზა განვითარებისა: გარეგანი (ეგზ­ო­თ­ე­რ­იული  - ზაჰერი) და შინაგანი (ეზოთერიული  - ბათინი). ამ მიმა­რთულებათა შორის წარმოიქმნებოდა ხოლმე განხეთქილება და აზრთა სხვაობა, რომელიც ხშირად მწვავე კონფლიქტებში გადადიოდა. ეს განსაკუთრებით ცხადად არის გამოკვეთილი აღმოსავლეთის სინამდვილეში, სადაც უკიდურესი „ბათინური“ მიმართულებანი იდევნებოდა და მათ წარმომადგენლებს ცეცხ­ლით და მახვილით უმასპინძლებოდნენ. ჰურუფიზმი დააარსა ასტრაბადელმა დერვიშმა ფაზლულაჰ აბუ მუჰამედმა. ის არ წარმოადგენს ახალ მოძღვრებას და მჭიდრო კავშირს ამყარებს სუფიზმთან, მაგრამ რიგ საკითხთა მოაზრებაში ძირეულად განსხვავდება ამ უკანასკნელისგან. ჰურუფიული მოძღვრების მიხედვით სამყაროს განსხეულების პირველ მიზეზად ღვთიური სიტყვა-ლოგოსი უნდა მივიჩნიოთ. ამიტომაც სიტყვა არის შემოქმედების არსი, ხოლო ასო - ხილვადი სამყაროს არსებობის საფუძველი (საერთოდ, ტერმინი „ჰურუფიზმი“ არაბულია და ნიშნავს ასოებს, ანბანს).

ღვთიური სიტყვის ასოების მეტამორფოზა ყოველ საგანში და მოვლენაში უნდა ვეძებოთ, რადგანაც მუჰამედი არაბული ენით ქადაგებდა (ე.ი. 28 ასოთი), ხოლო ფაზლულაჰი სპარს­უ­ლით (ე.ი. 32 ასოთი), ამ 28 და 32 ასოს რიცხვითი ჯამი მოც­ემულია პოტენციალურად ყველაფერში და საჭიროა მისი აღმო­ჩენა, რის მეოხებითაც ჩვენ შევიმეცნებთ ღვთიურ არსს. ეს არის ერთადერთი და ჭეშმარიტი გზა ჭეშმარეიტების ძიებისა. ამიტ­ომაც ამ 28 და 32 ასოს ჯამს ეძებენ ისინი ყველგან, ყველაფერს მას უკავშირებენ და მათი ლოგიკური მსჯელობა ამ რიცხვთა მისტ­იკური სიმბოლოზმით არის გაბუნდოვანებული და გაუგე­ბრ­ობამდე დაყვანილი. ჰურუფიზმმა თავისი შემეცნების და თაყვან­ისცემის ობიექტად გაიხადა ადამიანი, რომელიც ჰურუფისტების მოძღვრებით წარმოადგენს ღმერთის მიკროკოსმოსს ღმერთის შემოქმედების საბოლოო მიზანს.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ალკაზარ კაშია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი,

საქართველო, 6010 ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.                                                                                                 

+995551005925,aleko.kashia@bsu.edu.ge

Orcid.org/0000-0001-6827-6394

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

კაშია ალკაზარ. 2022. “ჰურუფიზმი - ასტრაბადელი დერვიშის ბათინური მოძღვრება”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):179-94. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/5944.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა