ბაირონის რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა

ავტორები

  • მალხაზ ბალაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-6213-6777

საკვანძო სიტყვები:

რომანტიზმი, ბაირონი, რელიგიური, ფილოსოფიური, ბაირონიზმი

ანოტაცია

ლიტერატურათმცოდნეობაში ცნობილია, რომ რომანტი­კ­ული ლიტერა­ტურის სულიერი საზრდო ქრისტიანული მსოფ­ლმხედველობა იყო. ამიტომაც, ბაირონის შემ­ო­­ქმედების საკვლევ  საკითხთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა რელიგი­ურმა პრობლემატიკამ, რადგან იგი ხშირად მიმართავდა ბიბლ­იურ თემებს.

ზოგადად, ამ თემების გამოყენება მსოფლიო ხელოვნებასა თუ ლიტერ­ატურაში თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკის ერთ-ერთი ძირითადი საკი­თხია. ამას ისიც განაპირობებს, რომ ბოლო ხანებში გაიზარდა ინტერესი ევროპული კულტურის სულ­­იერი საფუძვლების მიმართ. განსაკუთრებით მე-20 საუკ­უ­ნის ოცდაათიანი წლების შემდეგ ინგლისსა და ამერიკაში ბაი­რონის შემოქმედების როგორც რელი­გიური, ასევე ფილოს­ო­ფი­ური საკითხები  კვლევის საგნად იქცა. მოცემული თემა ამ დიდი საკითხის მოკლედ განხილვის მცდელობას წარმოადგენს. ასევე, საინტერესო იქნება ზოგიერთი პარალელი ქართულ რომა­ნტიზ­მთან.   

ბაირონის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევრები მივიდნენ დასკვ­ნამდე, რომ პოეტის შეხედულებები რელიგიის შესახებ არ ატარებდა სისტემურ ხასიათს, იგი იხრებოდა კალვ­ინიზმისკენ და დეისტური მსოფლმხედველობით იყო ნასაზრ­დ­ო­ები. ამასთან ერთად, იგი არასდროს წყვეტდა კავშირს სკეპტ­იციზმსა და რაციონალიზმთან, თუმცა, ამავე დროს,  მან უარყო ვოლტერისეული მშრალი რაციონალიზმი. ძირითადი ფაქტ­ო­რები, რომელმაც განაპირობა პოეტის რელიგიურ-ფილოსოფიურ შეხედუ­ლე­ბათა არამყარი და რთული განვითარება, იყო ბაირ­ონის მაღალი ინტელექტუალიზმი და ამ კუთხით მისი აქტი­ვ­ობა. ასევე, დიდი როლი ითამაშა საბუნებისმეტყველო მეცნ­იერებებმა, მათმა მიღწევებმა და იმ ეპოქის რაციონალისტურმა სულმა.

ბაირონი ყოველთვის  ცდილობდა იმის დაჯერებას, რომ სამყარო მოწესრიგ­ებ­ულია და, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილი. შემდეგ კი მთელი ემოციითა და სიბრაზით ეძებდა წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემას.

ბაირონს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწამდა რწმენის აუცილებლობა ადამ­იანისათვის, რომელიც მას ეხმარებოდა მორ­ალური სისავსისა და სამყაროს საყრდენი ძალის გაცნობი­ერ­ებ­აში. იგი არ იყო მართმადიდებელი ქრისტიანი. ინტელ­ექტუა­ლ­ური პატიოსნებისა და გონების ცნობისმოყვარეობის გამო პოეტი იძულებული იყო მიემართა სხვადასხვა რელიგურ-ფილ­ო­სო­ფ­იური და ეთიკური დოქტრინების ანალიზისათვის, რომ­ლებიც ვერ იძლეოდნენ მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხებს წამო­ჭ­რილ ონტოლოგიურ კითხვებზე. ამ საკითხის მხატვ­რუ­ლად გად­ა­წყვეტის მიზ­ნით პოეტი ქმნის ყოფიერების არსისა და ადმ­იანის ურთიერთქმედების მისთვის უნივერსალურ მოდელს.

ასევე ნაშრომში საინტერესო სურათს იძლევა ბაირონის შემოქმედების შედარება ქართველ რომანტიკოსებთან.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მალხაზ ბალაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის

დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,

საქართველო, 6010 ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.                                                                                                 

+995577288429,Malkhazb1@gmail.com,                                                                              

ORCID identifier is 0000-0002-6213-6777

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

ბალაძე მალხაზ. 2022. “ბაირონის რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):195-209. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/5945.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა