https://openjournals.ge/index.php/hos/issue/feed აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 2021-08-25T19:07:08+04:00 Emzar Makaradze makaradze@hotmail.com Open Journal Systems
ჟურნალი „აღმოსავლ­ეთ­მცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე. ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებში.
https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2760 ტრადიციულ ღირებულებათა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი პოსტტოტალიტარულ ბათუმში 2021-07-27T15:20:51+04:00 თამილა ლომთათიძე Tamila.Lomtatidze@bsu.edu.ge მანუჩარ ლორია mloria@bsu.edu.ge
გლობალიზაციამ, ურბანიზაციის ტენდენციების ზრდამ, ყოფის სტანდარტიზაციამ, ტრადიციების რღვევამ გამოიწვია ეთნოკულტურული ელემენტების შეუქცევადი ცვლილებები. ისტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე, აჭარის მთის სოფელი საკმაოდ ჩაკეტილ, ნაკლებად ცვლად, ერთგვაროვნებაზე ორიენტირებულ სივრცეს წარმოადგენდა. პოსტტოტალიტარულ პერიოდში ეს დაბრკოლებები მოიხსნა. სოფლად შექმნილმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ, ცხოვრების დონის დაცემამ გამოიწვია მიგრაციული პროცესების გააქტიურება. თანამედროვე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და კულტურულ-რელიგიურმა პროცესებმა ცვლილებათა ეპიცენტრში მოაქცია ბათუმი, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენდა სხვადასხვა ეთნოკულტურათა და რელიგიურ კონფესიათა შეხვედრისა და ურთიერთგავლენის სარბიელს და ხასიათდება რელიგიურ რწმენათა და კულტურულ ფასეულობათა სიჭრელითა და სინთეზით. ბათუმის ეთნოკონფესიური სურათი კიდევ უფრო შეიცვალა პოსტსაბჭოთა პერიოდში, რაშიც, სხვა მოვლენებთან ერთად, დიდი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აჭარაში გააქტიურებულმა შიგამიგრაციულმა პროცესებმა. სტატიაში გაანალიზებულია მიგრირებული მოსახლეობის ახალ სოციო-კულტურულ გარემოში ინტეგრაციის პრობლემები და ადაპტაციის სტრატეგიები.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2761 „სიკვდილისა“ და „სიცოცხლის“ რეპრეზენტაციის ენობრივი საშუალებები (ქართულსა და თურქულ ენებში) 2021-07-27T15:34:23+04:00 ციალა ლაგვილავა annalagvilava@yahoo.com
სიკვდილ-სიცოცხლის ფენომენი მთელ ორგანულ სამყაროს მოიცავს, რაც მის ნომინაციაში განსხვავებასაც იძლევა, კვდომის ობიექტის ბიოლოგიური სტატუსიდან გამომდინარე საქმე ეხება ადამიანს, ცხოველსა თუ მცენარეს.
ორივე კულტურაში აქტუალურია ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს ოპოზიცია და მათ შორის კავშირის არსებობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კავშირი არ არის მონოვექტორულად გაგებული და დასაშვებია ორმხრივი მოძრაობის შესაძლებლობა, რაც ენობრივ ერთეულებშიც ვლინდება.
საკვლევ კულტურებში გამოვლენილმა პრეცედენტულმა ერთეულებმა საშუალება მოგვცა, სამყაროს ხედვის საკითხში კულტურებს შორის კონკრეტული განსხვავებები და ეთნოენობრივ ცნობიერებაში არსებული განსხვავებული აქსიოლოგიაც დაგვეფიქსირებინა.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2762 ენა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი დიპლომატიურ დისკურსში და მისი თარგმანის თავისებურებანი 2021-07-27T15:41:44+04:00 ლაშა ბოლქვაძე makaradze@hotmail.com
ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებისა და სხვადასხვა დარგის (საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატიური კორპუსები, კულუტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკური ინსტიტუტები) ჩამოყალიბება მათი განმტკიცება და განვითარება არის ენის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა. იმ საზაგადოებრივ წყობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ აქტუალურია გლობალიზაციის საკითხი. განსაკუთრებით XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ყველაზე აქტუალური თემა გახდა, რომელიც განიხილება სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებში. დღესდღეობით ძალზე საგრძნობია გლობალიზაციის გავლენა თანამედროვე საერთაშორისო სისტემაზე და საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათზე.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2763 საფლავი 2021-07-27T15:46:29+04:00 ასმათ ჯაფარიძე japaridzeasmat@yahoo.com
პოემა „საფლავი“ აბდულჰაკ ჰამიდმა გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა. იგი პოეტის პირველი ვრცელი ლირიკული პოემაა, რომელსაც ექსპრესიისა და ემოციური ზეგავლენის ძალით თურქულ ლიტერატურაში ბადალი არ მოეპოვება. ჩვენ ხელთ გვქონდა ამ ვრცელი პოემის (2360 მისრა) მცირე ნაწილი (189 მისრა), რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2764 რეცენზია ჯემალ ბერიძის მონოგრაფიაზე - „საქართველო - თურქეთის ურთიერთობები 1992-2012 წლებში (სოციალურ-პოლიტიკური და კულტურულ - ეკონომიკური ასპექტები) 2021-07-27T15:53:45+04:00 ემზარ მაკარაძე emzar.makaradze@bsu.edu.ge
საქართველო - თურქეთის ურთიერთობები 1992-2012 წლებში
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2765 რეცენზია ბექა მაკარაძის მონოგრაფიაზე - „თურქეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში“ (2000-2017 წწ.) 2021-07-27T16:04:52+04:00 მანუჩარ ლორია mloria@bsu.edu.ge
თურქეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2766 რეცენზია ემზარ მაკარაძის, ოთარ გოგოლიშვილის და დავით ანდღულაძის ნაშრომზე - „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“ 2021-07-27T16:10:18+04:00 აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი makaradze@hotmail.com
ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2767 იუბილე - ემზარ მაკარაძე - 50 2021-07-27T16:16:35+04:00 მადონა გოგიტიძე madona_gogitidze@yahoo.com
იუბილე - ემზარ მაკარაძე - 50
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2751 პოლიტიკური დევნის საკითხები თანამედროვე თურქეთში 2021-07-25T13:49:51+04:00 ემზარ მაკარაძე emzar.makaradze@bsu.edu.ge
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ცნობილ თურქ თეოლოგს - ფეთულაჰ გიულენსა და მის მომხრეებს ადანაშაულებს.
სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თანამედროვე თურქეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პოლიტიკური დევნის.
2016 წლის აგვისტოში, გადატრიალების მცდელობიდან ერთ თვეში, თურქეთიდან თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი ევროკავშირში 45%-ით გაიზარდა. მოთხოვნების კუთხით, პირველ სამეულში მოხდა: გერმანია, საფრანგეთი და შვეიცარია. 2017 წელს ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით თურქეთის 14, 640-მა მოქალაქემ მიმართა.
თურქეთში პოლიტიკური დევნის ობიექტად იქცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ იყვნენ შევიწროებულნი და ცდილობდნენ დაეტოვებინათ სამშობლო, ლეგალურად თუ არალეგალურად თავი შეეფარებინათ მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რათა შემდეგ უმოკლესი გზით მოხვედრილიყვნენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.
ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური დევნის ობიექტად ქცეული თურქეთი, როგორც ჩანს, დიდი ხნით დაიხურავს ევროკავშირში შესასვლელ კარს, ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა, სერიოზული დანაკლისი იქნება თურქეთისათვის. ეს იმ საძირკველს აცლის საყრდენს, რაზეც დგას თურქეთის ევროპული პერსპექტივა. იმედს გამოვთქვამთ, რომ თურქეთი ევროპის სახელმწიფოების გვერდით დაიკავებს სათანადო ადგილს ცივილიზებულ სამყაროში.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2750 ქურთები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 2021-07-25T13:32:56+04:00 ბუხუტი სიჭინავა sitchinavabacho@gmail.com
ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ქურთები რეგიონში მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ, მათ დღემდე არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფო. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 35-45 მილიონამდე ქურთია. რეგიონში ისინი წარმოდგენილნი არიან ოთხ სახელმწიფოში, ესენია: თურქეთი, ერაყი, სირია და ირანი.
ირანში მცხოვრები ქურთები, რომლებიც სხვა დანარჩენი ქურთების მსგავსად ავტონომიის მოთხოვნით გამოდიან, ხში-რად აწყდებიან წინააღმდეგობებს ირანის ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც მთავრობამ ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული პარტიები და დაჯგუფებები საერთოდ აკრძალა ქვეყანაში. ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, გასულ საუკუნეში, ირანში რამდენიმე ქურთული პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა. ისინი ავტონომიის მოპოვების გარდა ირანის დემოკრატიულ, სეკულარულ და ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას უჭერენ მხარს.
ქურთულ პოლიტიკურ პარტიებსა და დაჯგუფებებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რადგანაც ქურთული იდენტობის შენარჩუნება მათი აქტიური პოლიტიკური და სამხედრო საქმიანობის შედეგია. ირანელი ქურთების მიერ შექმნილი პარტიები თურქეთის, სირიისა და ერაყის ქურთულ დაჯგუფებებთან ერთად აქტიურად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2752 აშშ-ტალიბანის სამშვიდობო შეთანხმება, წარმატებული ნაბიჯი თუ ახალი გამოწვევების დასაწყისი? 2021-07-25T18:36:20+04:00 სიმონ გურეშიძე simongureshidze@gmail.com
2020 წლის 29 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოძრაობა ტალიბანმა, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლიც ითვალისწინებდა: ა) გარანტიებს და იმ მექანიზმების გაძლიერებას, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ავღანეთის ტერიტორიას ვერცერთი დაჯგუფება და ინდივიდუალური პირი ვერ გამოიყენებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ; ბ) გარანტიებს და მექანიზმების გაძლიერებას, რომელთა მეშვეობითაც დაცული იქნება, ავღანეთის ტერიტორიიდან ყველა უცხოური ძალების დათქმულ ვადებში გაყვანა; გ) საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით, ყველა უცხოური ძალების გაყვანის გარანტიებისა და ვადების გამოცხადების შემდეგ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით გაცემული გარანტიების შემდეგ, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ, ტალიბანის სახელით ცნობილი ავღანეთის ისლამური საამირო (რომელსაც აშშ არ ცნობს სახელმწიფოდ), 2020 წლის ათი მარტიდან დაიწყებდა შიდა ავღანურ მოლაპარაკებებს ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მხარეებთან და დ) საყოველთაო დონეზე ცეცხლის შეწყვეტის მუდმივობის დაცვა იყო შიდა ავღანური მოლაპარაკებებისა და დიალოგის დღის წესრიგის მთავარი საკითხი. მონაწილეებმა უნდა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის თარიღი და პირობები, რომელიც თავის მხრივ მოიცავს იმ მექანიზმების ერთობლივად შემუშავებას (გამოცხადდება მისი დასრულების და შეთანხმების შემდეგ), რომლის მიხედვითაც მოხდება შეთანხმება, ავღანეთის მომავალი პოლიტიკური საგზაო რუკის მიღებაზე.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2754 თურქეთის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა 2021-07-25T18:50:16+04:00 მაია მანჩხაშვილი maia.manchkhashvili@tsu.ge
თანამედროვე თურქეთის სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელების არსი, თურქეთის რესპუბლიკის ახალი საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და შედარებით დასრულებული სახით 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი. მისი ავტორია თურქი მეცნიერი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი აჰმეთ დავუთოღლუ.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2755 სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ ჭრილში 2021-07-25T19:00:53+04:00 მადონა გოგიტიძე madona.makaradze@bsu.edu.ge
სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია როგორც ახლო აღმოსავლეთისთვის ისე მთელი მსოფლიოსთვისაც. ტერიტორია, რომელიც 400 ათასზე მეტ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 30 მილიონზე მეტი ადამიანით განისაზღვრება, უნიკალურობას უპირველეს ყოვლისა გეოგრაფიული მდებარეობით და სტრატეგიული მაკავშირებლის ფუნქციით ქმნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კავკასიის რეგიონი ისეთივე მრავალფეროვნებითა და სიჭრელით გამოირჩევა, როგორც ახლო აღმოსავლეთი. მხედველობაში გვაქვს ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, ლინგვისტური თუ კულტურული მრავალფეროვნება. საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ კავკასია დამაკავშირებელი ზონაა ევროპასა და აზიას შორის. მრავალი წლის განმავლობაში რეგიონი დაპირისპირებული ქვეყნების ბუფერულ ზონას წარმოადგენდა ან მათი შემადგენელი ნაწილი იყო.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2757 რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური გზა 2021-07-25T19:08:31+04:00 ზაზა ბერიძე makaradze@hotmail.com
რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახლავთ თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, „სამართლიანობისა და განვიტარების“ პარტიის თავმჯდომარე. შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ იგი XXI საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური გზა საკმაოდ ზიგზაგებით არის მოცული. თუმცა, მან სასურველ მიზანს მაინც მიაღწია. თურქეთის რესპუბლიკა, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაიყვანა. მის ხელში მოექცა მთელი ძალაუფლება, რაც შესაძლებლობას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ მართოს ქვეყანა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თურქეთი ხან ვაშინგტონსა და ბრიუსელს, ხანაც მოსკოვსა და სხვა პოლიტიკურ პოლუსებს (პეკინი, დელი, თეირანი და ა.შ.) უახლოვდება, რაც ფართო სურათში საკმაოდ არაპროგნოზირებად შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთ სიტუაციას კი აუცილებლად მოჰყვება სერიოზული საგარეო-პოლიტიკური რყევები როგორც რეგიონულ ისე გლობალურ დონეზე.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2758 საქართველოს ხსნა ევროპაშია 2021-07-25T19:13:27+04:00 ოთარ გოგოლიშვილი otargogolishvili@bsu.edu.ge
ევროპა ქართული მხარის ნებისმიერ წინადადებას განიხილავს და საქართველოს ეკონომიკური დახმარების გარდა, პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაშიც შეუწყობს ხელს. ევროპა ხელს შეუწყობს ყველა იმ მცდელობას, რომელიც ქვეყნის გაერთიანებას ემსახურება და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომლებსაც საქართველო თავის მეზობლებთან განახორციელებს.
ევროპამ კარი გაუღო საქართველოს და დანარჩენი კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას ითანამშრომლოს ევროპულ სტრუქტურებსა და სახელმწიფოებთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021 https://openjournals.ge/index.php/hos/article/view/2759 საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი 1990-1991 წწ. 2021-07-27T15:10:38+04:00 დავით ეცადეიშვილი makaradze@hotmail.com
ბრძოლის შემდეგ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, კომუნისტური რეჟიმი მშვიდობიანი გზით შეიცვალა. ძალაუფლება კანონიერად, დემოკრატიულ, მრავალპარტიულ არჩევნებში წარმატების შედეგად ხელში აიღო ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულმა „მრგვალი მაგიდის“ ბლოკმა.
დამოუკიდებლობის პირველი წელი საშინაო პრობლემებით დახუნძლული იყო. მიუხედავად ამისა საქართველოს მიმართ ინტერესი არ განელებულა მსოფლიოს სახელმწიფოების მხრიდან.
2021-08-25T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2021