აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე https://hos.openjournals.ge/index.php/hos
ჟურნალი „აღმოსავლ­ეთ­მცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე. ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებში.
ka-GE makaradze@hotmail.com (Emzar Makaradze) natali.giorgobiani@tsu.ge (Natali) Wed, 27 Dec 2023 22:20:15 +0400 OJS 3.3.0.13 http://blogs.law.harvard.edu/tech/rss 60 ბათუმის საბოლოო დაპყრობა და ადმინისტრაციული მმართველობის შემოღება ოსმალთა მიერ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7353
XIX ს-მდე ბათუმის ისტორიის შესახებ ქართულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაცია გვხვდება და ამ სიცარიელის ამოსავსებად თურქეთის რესპუბლიკის არქივებსა და წიგნსაცავებში დაცულ ოსმალურ დოკუმენტურ მასალას უზარმაზარი მნიშვნე-
ლობა აქვს.
ანკარის მიწისა და კადასტრის მთავარი სამმართველოს არქივში, 122 შიფრით დაცულია ბათუმის ვრცელი დავთარი, რომელიც ჯერ არ არის შემოტანილი სამეცნიერო მიმოქცევაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს ბათუმისა და რეგიონის ისტორიისთვის.
ჟურნალის B გვერდზე ვხედავთ 1704 წლის სექტემბრით დათარიღებულ გაფართოებულ ტექსტს, სადაც საინტერესო ცნობებია ბათუმისა და მის შემოგარენში მდებარე სოფლის შესახებ. ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია ბოლო დრომდე გურიელის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ეს ცნობა მნიშვნელოვანია ბათუმის ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარების თარიღების დასადგენად, რადგან ამ თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული აზრი არსებობს. მეცნიერთა ნაწილი თვლიდა, რომ ბათუმი ოსმალეთის იმპერიაში XVI ს-ის შუა ხანებში შევიდა, სხვები კი 1703 წელს ასახელებდნენ. ვფიქრობთ, მოტანილი საისტორიო წყარო მეორე მოსაზრებას ამყარებს. ბათუმი და მიმდებარე სოფლები ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ XVIII ს-ის პირველ წლებში დაიპყრო და ბათუმი ადმინისტრაციულ ცენტრადაც აქცია.
ჩვენს მიერ გაანალიზებული დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბათუმის ლივის საზღვრები შავი ზღვის დასავლეთ სანაპირომდე ვრცელდება და მოიცავს ტერიტორიებს ათინას (დღევანდელი Pazar). დოკუმენტში მოცემულია ტერიტორიის აღწერა, რაც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ აღნიშნული პერიოდის რეგიონი არაერთი კუთხით, იქნება ეს სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, დემოგრაფიული და სხვა.
ზაზა შაშიკაძე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7353 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 იმამ შამილის ტყვედ აყვანა და მურიდიზმის დასასრული https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7354
სტატიაში განხილულია ჩრდილო კავკასიაში (XIX ს.) სუფიზმის როლი რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომის პერიოდში და აღნიშნულ ბრძოლაში იმამ შამილის წვლილი. შამილის მიერ სუფიზმის იდეოლოგიის დროშის ქვეშ უთანასწორო ბრძოლაში ღირსეული მეტოქეობის გაწევა.

ჩრდილო კავკასიაში XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიას მოუწია მურიდიზმთან შეჯახება (იმამ შამილის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მურიდიზმის სახელითაა ცნობილი, ვინაიდან მისი მებრძოლები ამავე დროს მისი სუფიელი მორჩილები -„მურიდები“ არაბ., مريد იყვნენ). საქართველოს ეროვნულ არქივში დამუშავებული მასალებით, გამოიკვეთა, რომ მურიდიზმმა ჩრდილო კავკასიელი მთიელები თავისუფლების მოყვარე, ღირსეულ მებრძოლებად განამტკიცა და სწორედ მათი გაერთიანებით შეძლო შემდგომში იმამ შამილმა ანგარიშ გასაწევი ძალის ჩამოყალიბება.
მარიამ გურეშიძე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7354 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 საქართველოს ისტორიის ერთი ეპიზოდის ასახვა მე-14 საუკუნის სირიულ ქრონიკაში - „ისტორია მარ იაჰბალაჰასი და ბარ საუმასი“ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7355
მონღოლთა საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ კათოლიკურმა დასავლეთმა აქტიურად დაიწყო უცნობი ხალხის გაცნობაზე ზრუნვა. პაპობას იმედი გაუჩნდა, რომ მისიონერების დახმარებით თათართა კათოლიკურ ქრისტიანობაზე მოქცევა შეეძლო. იგი აქტიურად შეუდგა პროზელიტიზმს მონღოლთა ულუსებში. ამ მისიისთვის საქართველო, თავისი შემწყნარებლური დამოკიდებულებით ფრანცისკანელი და დომინიკანელი მისიონერების მიმართ, შესანიშნავი პლაცდარმი აღმოჩნდა. თავის მხრივ, მონღოლებიც ცდილობდნენ პაპობა თავიანთ გულწრფელობაში დაერწმუნებინათ, რათა მათთან ანტიეგვიპტური ალიანსი შეექმნათ. მიზნის მისაღწევად ისინი დასავლეთში მოლაპარაკებებზე ქრისტიანებს აგზავნიდნენ. მათ შორის ნესტორიანელებს, რომლებიც თათართა ტერიტორიაზე დიდი ხნით ადრე დასახლდნენ და დასავლეთში დაგმობილი მწვალებლობაც გაავრცელეს. ერთ-ერთი ასეთი მოგზაური სასულიერო პირი რაბან საუმა იყო, რომელმაც დასავლეთში 1287-88 წლებში იმოგზაურა.
ასეთი დიდი პატივი მან არამხოლოდ რომაელთა ენის კარგი ცოდნის გამო, არამედ თავისი წმინდა საქმიანობითაც დაიმსახურა. მათ შორის ასკეტური ცხოვრებით, არაერთი განსაცდელის გამოვლითა და იერუსალიმში მოგზაურობის უდიდესი სურვილით. დაახლოებით 1275-77 წლებში ცოდვების მონანიების წადილით დაწყებულ ურთულეს გზას რაბან საუმასთან ერთად მისი მოწაფე, მომავალი პატრიარქი იაჰბალაჰა III-ც შეუდგა. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ბერები საქართველოში მოვიდნენ, სადაც მათ შეიტყვეს, რომ მიუხედავად ილხანთა ყაენ აბაღას კეთილგანწყობისა, ისინი მოგზაურობის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ. მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის ანონიმი ავტორის მიერ შექმნილი ქრონიკა იტყობინება, რომ ბერებმა იერუსალიმისაკენ მოგზაურობა საქართველოში მყოფი მძარცველებისა და მკვლელების გამო ვერ შეძლეს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ილხანთა მმართველებისაგან სამცხის განდგომა უნდა ყოფილიყო. ქართველთა წინააღმდეგობა 1275 წლის 10 აპრილს მომხდარ მიწისძვრას უნდა გამოეწვია. ამ უკანასკნელს, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, განსაკუთრებით სამცხე დაუზარალებია. მრავალი ადამიანის გარდაცვალებას და შენობა-ნაგებობების ნგრევას თან ემატებოდა მონღოლთა გადასახადები და სამხედრო ბეგარა, რასაც კიდეც უნდა გამოეწვია მსგავსი ცვლილებები საქართველოში.
სამეცნიერო სივრცეში შემოტანილი ეს ცნობა და მისი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟამთააღმწერელი მხოლოდ მიწისძვრის პოლიტიკურ შედეგებზე გვაწვდის ცნობას და გვეუბნება, რომ მამა-შვილი სარგისი და ბექა ილხანებს განუდგნენ. სტატიაში მოხმობილი ნაწყვეტი სირიელი ანონიმის ქრონიკიდან მემატიანეს ინფორმაციას ავსებს და მიწისძვრის შედეგების მნიშვნელოვან სოციალურ ასპექტებსაც გვაჩვენებს.
გვანცა ევანისელი საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7355 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 პაპი პიუს II-ისა და მეჰმედ II-ის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან – Epistola ad Mahomatem (1461) https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7356
ქართული ისტორიოგრაფიისთვის უცხო არ არის პაპი პიუს II-ის (ერისკაცობაში-ენეა სილვიო პიკოლომინი, 1405-1464) ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე მისი ანტიოსმალური კოალიციების შექმნისა და კონსტანტინოპოლის ქრისტიანული სამყაროსთვის დასაბრუნებლად ბრძოლის საკითხები. გვაქვს გამოკვლევები ისტორიკოსების: ი. ხუბაშვილის, მ. მახარაძის, მ. სვანიძის, დ. პაიჭაძის და ბ. კვაჭაძის ავტორობით. მაგრამ დღემდე გაუნელებელი დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, ნამდვილად იყო თუ არა რეალური პაპსა და სულთან მეჰმედ II-ს (1444-1446 / 1451-1481) შორის წერილობითი კონტაქტი 1461 წელს. ამასთან დაკავშირებით არსებობს მკვლევართა განსხვავებული მოსაზრებები.
პიუს II-ის, რომელიც ისტორიაში დიპლომატი პაპის სახელით არის ცნობილი, მოღვაწეობა ანტიოსმალური კოალიციების ჩამოყალიბების მცდელობით და კონსტანტინოპოლის ოსმალეთისგან დაბრუნებით გამოირჩევა. პაპის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელიწადში, 1459 წელს, მან ქალაქ მანტუაში (ჩრდ. იტალია) მოიწვია ევროპელ მმართველთა კრება, სადაც ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ მოძრაობას უნდა ჩაყროდა საფუძველი. პაპის ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ასწლიანი ომისგან (1337-1453) დაუძლურებულ ევროპულ სახელმწიფოებს არ შესწევდათ ოსმალთა იმ დროს საკმაოდ ძლიერი არმიის წინააღმდეგ გაერთიანება. ვინაიდან არ შედგა პიუსის მიერ ჩაფიქრებული ანტიოსმალური ლაშქრობა და პაპს ყველანაირი იმედი გადაეწურა, ამ უკანასკნელმა დიპლომატიის სხვა ხერხს მიმართა და სულთან მეჰმედ II-სთან წერილი გაგზავნა, რომელსაც ნაშრომში განვიხილავთ.
ჩემი დაინტერესება ამ საკითხით გამოიწვია ახალი ევროპული და აღმოსავლური მასალების გაცნობამ, რომელთა გაანალიზების შემდეგ, ვფიქრობ, შევძლებ გარკვეული დასკვნების გაკეთებას 1461 წლის პაპის წერილთან დაკავშირებით.
გიორგი ახალკაციშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7356 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 ქურთოლოგია: მიღწევები და პრობლემები საქართველოს მაგალითზე https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7357
ქურთოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინას, მრავალწლიანი ისტორია აქვს, რასაც სხვადასხვა პერიოდში მრავალი მეცნიერისა თუ მკვლევრის მიერ შექმნილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის არსებობა ადასტურებს. ქართული ქურთოლოგია, რომელსაც აგრეთვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს. სწორედ ამ პერიოდში სხვადასხვა ავტორების მიერ შეიქმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უჭირავს ალბერტ მენთეშაშვილის შრომებს, რომელმაც ქურთოლოგია ახალ საფეხურზე აიყვანა. მის მიერ შექმნილი მონოგრაფიული გამოკვლევები და ცალკეული სამეცნიერო სტატიები დღემდე იკავებს გამორჩეულ ადგილს ქურთულ კვლევებში.
წინამდებარე სტატია, ერთი მხრივ, წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას წარმოაჩინოს ქურთოლოოგის მიმართულებით დაგროვებული ცოდნა საბჭოთა საქართველოს პერიოდში, ხოლო, მეორე მხრივ, თემატიკით დაინტერესებულ პირებს გააცნოს ქურთების საკითხის შესწავლით დაკავებული მეცნიერ-მკვლევრები და მათი სამეცნიერო ნაშრომის შედეგები, ასევე თანამედროვე საქართველოში ქურთოლოგიის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. წინამდებარე სტატიის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში თანამედროვე ქურთული კვლევები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქურთი ხალხის ისტორიის, კულტურის, ენის ან რელიგიის საკითხების შესწავლით, რასაც 2020 და 2023 წელს დაცული დისერტაციები ადასტურებს, სადაც სადისერტაციო ნაშრომის ავტორები ქურთების საკითხს პოლიტიკურ და სამართლებრივ პრიზმაში განიხილავენ. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქურთულმა კვლევებმა ახალი სამეცნიერო არეალის ათვისება დაიწყო და ამით მანამდე არსებული ინტერდისციპლინური მიდგომის მასშტაბი კიდევ უფრო გააფართოვა.
ბუხუტი სიჭინავა საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7357 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 ისრაელის მუსლიმთა ფონზე აღქმული პალესტინა-ისრაელის კრიზისის მიზეზები https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7358
ზოგადად პალესტინელ არაბთა და ისრაელის დაპირისპირების მიზეზებს უამრავი სტატია, მონოგრაფია, დისერტაცია, სამეცნიერო კონფერენცია აქვს მიძღვნილი და საკითხის კვლევა თავის სირთულითა და კომპლექსურობით კვლავაც გაგრძელდება. ჰამასის მიერ განხორციელებულმა შეტევამ კიდევ ერთხელ მიიქცია მსოფლიო საზოგადოების და დარგის სპეციალისტთა ყურადღება. დატრიალებული ტრაგედია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში პალესტინელთა მხარდაჭერის მოტივით გამართულმა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციებმა მოიცვა. რიგ ქვეყნებში მოხდა საზოგადოების ორად გახლეჩა და დაპირისპირება, სადაც ერთი მხარე ისრაელის მიერ განხორციელებულ სრულიად კანონიერ სამხედრო მოქმედებებს უჭერდა მხარს, მეორე მხარე გარდა უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან აცილების მოთხოვნისა, პალესტინელი არაბების მიმართ განხორციელებულ მუდმივ ჩაგვრაზე აპელირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ისტორია საკმაოდ მდიდარია პალესტინელი არაბებისა და ებრაელების მშვიდობიანი
თანაცხოვრების მაგალითებით, არა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში, ხშირად აკადემიურ წრეებშიც ხშირად ვაწყდებით მსჯელობასა და თეორიას პალესტინელი არაბებისა და ებრაელების შეუთავსებლობის შესახებ, რაც თავის
მხრივ გამყარებულია დემოგრაფიული, ეკონომიკური და კონფესიური მიზეზების განხილვით. ამ მოსაზრებას ცალსახად ვერ გავიზიარებთ და სტატიის მიზანია ამჯერად შეძლებისდაგვარად პასუხი გასცეს იმ კითხვას, რეალურად არსებობს თუ არა გადაულახავი ანტაგონიზმი ისრაელში მუსლიმურ თემებსა და სახელმწიფოს შორის. სად გადის მთავარი წყალგამყოფი უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის ურთიერთობაში და გარდა უკვე განხილული და შესწავლილი მიზეზებისა, დამატებით რა ფაქტორები უწყობს ხელს ისლამისტური ექსტრემიზმის გაღვივებას და ასევე რა პირობებში ხდება მუსლიმების მშვიდობიანი თანაცხოვრება და ინტეგრაცია ისრაელში.
სიმონ გურეშიძე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7358 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 ბრძოლა სამეფო ტახტისთვის იმერეთში XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში და ქართლ - კახეთის მეფის ერეკლე II-ის პოლიტიკა https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7360
ბრძოლა სამეფო ტახტისთვის იმერეთში XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში და ერეკლე II-ის პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ სოლომონ I-ის გარდაცვალებას დასავლეთ საქართველოს გავლენიანი ფეოდალების გააქტიურება მოჰყვა. იმერელი თავადების ცალკეულ დაჯგუფებებს ხელსაყრელი ვითარება შეექმნათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ისინი ტახტის ორი პრეტენდენტის - დავით გიორგის ძის და დავით არჩილის ძის გარშემო დაჯგუფდნენ. ეს უკანასკნელი ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო, რაც მისი მხარდამჭერების პოზიციებს აძლიერებდა. თავადთა ერთი ნაწილის აზრით, დავით არჩილის ძის გამეფებას იმერეთში შედეგად მოყვებოდა ქართლ-კახეთის მეფის გავლენის გაძლიერება დასავლეთ საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა იმერეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთებას. ამიტომ აღნიშნული დაჯგუფება მხარს უჭერდა იმერეთში გაემეფებინათ სოლომონ I-ის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე, რაც პოლიტიკური ბრძოლის პირველ ეტაპზე წარმატებით მოახერხეს.
1784-1789 წლებში იმერეთს მართავდა დავით გიორგის ძე. მისი ხანმოკლე მეფობის პერიოდში იმერეთში ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო დიდი ფეოდალები გააქტიურდნენ და მეფის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ისინი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ დავით არჩილის ძეზე. იმერეთის გავლენიანი ფეოდალების და ერეკლე II-ის აქტიური მხარდაჭერით, ტახტისათვის ბრძოლაში დავით არჩილი ძემ გაიმარჯვა, რომელმაც სოლომონ I-ის პატივსაცემად სახელი შეიცვალა და სოლომონ II დაირქვა. დავით გიორგის ძეს ტახტის დაბრუნებაზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია და ყოველთვის ცდილობდა სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე ძალებს დაკავშირებოდა. ხელისუფლებისათვის ბრძოლას იმერეთის სამეფოში ფეოდალური რეაქციის გაძლიერება მოყვა. იმერეთი ანარქიამ მოიცვა. სოლომონ II-მ XVIII საუკუნის ბოლოს შეძლო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და იმერეთის სამეფო კვლავ ძლიერი მმართველის ხელში აღმოჩნდა.
სულხან კუპრაშვილი, გოდერძი ვაჭრიძე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7360 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 ბათუმი XV საუკუნის ევროპულ წყაროებში https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7361
ნაშრომში განხილულია ევროპელ მოგზაურთა ცნობები გვიანი შუა საუკუნეების ბათუმის შესახებ. XV საუკუნის 20-იანი
წლების ბათუმზე მოგვითხრობს გერმანელი (ბავარიელი) მეომარი და მოგზაური იოჰან (ჰანს) შილტბერგერი, რომელიც ბათუმს სამეგრელოს დედაქალაქს უწოდებს.

საინტერესო ფაქტია 1445 წელს ბათუმზე 200 ბურგუნდიელი მეკობრის თავდასხმა ჰერცოგ ფილიპე III-ის (1419-1467) ნათესავის, ცნობილი რაინდის ჟოფრუა ტუაზის მეთაურობით. საძარცვავად მისულ ევროპელებს აქ დახვდა გურიელი 600-კაციანი რაზმით. დატყვევებული ტუაზი გაათავისუფლეს მხოლოდ ტრაპიზონის იმპერატორის თხოვნით.
XV საუკუნის 70-იან წლებში ვენეციელი ვაჭარი და დიპლომატი იოსაფატ ბარბარო და ვენეციის ელჩი უზუნ ჰასანის კარზე – ამბროზიო კონტარინი ბათუმს სამეგრელოს ნაწილად მოიხსენიებს, თუმცა პირველი სამეგრელოს მთავარს „ბენდიანს“ უწოდებს. მეორე – „გორბოლას“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ XV საუკუნის დასაწყისისთვის ბათუმი ემორჩილება სამეგრელოს მთავარს, 40-იანი წლების შუა ხანებში ბურგუნდიელ მეკობრეებს ბათუმში იგერიებს გურიელი, რაც მის გარკვეულ უფლებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს. 50-იანი წლების ბოლოს ბათუმი სამცხის შემადგენლობაშია, 70-იან წლებში კი უკვე საბედიანოს ნაწილია, რომელსაც ბედიანი, იგივე დადიან-გურიელი განაგებდა.
ირაკლი ბარამიძე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7361 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 სეიდაბადში ნაპოვნი ჰიჯრის I საუკუნით დათარიღებული მანძილის აღმნიშვნელი ქვის წარწერა https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7362
წინამდებარე ნაშრომის ამოცანა არის სეიდაბადში ნაპოვნი ჰიჯრის I საუკუნის მანძილის აღმნიშვნელი ქვის წარწერის კვლევა, რომელიც პროფ. ც. კახიანის არქივში არსებულ მასალასა და ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილ მილის ქვების ანალიზს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ძეგლი საქართველოს არაბულენოვან წარწერათაგან ერთ-ერთი უძველესია. მის შესახებ პროფ. ც.
კახიანის არქივში რამდენიმე ჩანაწერია.

როგორც ცნობილია, მილის ქვების აღმართვა და გზების მშენებლობა დაკავშირებული იყო ფოსტის ორგანიზებულ დაგეგმარებასთან, რაც ემსახურებოდა სახალიფოს მმართველობის ინტერესებს.
ვ. კრაჩკოვსკაიას მიხედვით, თბილისში ნაპოვნი მანძილის აღმნიშვნელი ქვის წარწერა ხელწერისა და შინაარსიის მიხედვით შესაძლებელია დათარიღდეს 100/718-719 წ., შეიძლება პირველი საუკუნის ოთხმოციანი წლებითაც და ის უთუოდ არის
ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამხრეთ კავკასიაში ჩვენამდე მოღწეულ არაბულენოვან წარწერებს შორის.

ხსენებულ პერიოდში თბილისის მიმდებარედ მანძილის ქვის აღმოჩენა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ქართლის დედაქალაქი ჩართული იყო სახალიფოს სავაჭრო ქსელში და მდებარეობდა მნიშვნელოვან მაგისტრალზე.
ეთერ ღვინიაშვილი, გიორგი ნარიმანიშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7362 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 თურქულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლისას, ქართველთა მიერ დაშვებული საერთო შეცდომები და აღმოფხვრის გზები https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7363
პირველ უცხოურ ენად წოდებული ინგლისურის კვალდაკვალ, მეორე უცხო ენის შესწავლამ არჩევით საგნებს შორის მეტად ხშირი სახე მიიღო. თუკი აქამდე მეორე უცხო ენის არჩევისას უპირატესობა ევროპულ ენებს ენიჭებოდა, ბოლო წლებში, თურქეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების საფუძველზე, მეორე ენებს შორის თურქულის ენის არჩევამ პრიორიტეტული ადგილი დაიჭირა.
ენის შესწავლა რთული და მრავალმხრივი პროცესია. ამ პროცესში ენის შემსწავლელის მიერ შეცდომების დაშვება პროცესის განუყრელი და ბუნებრივი ნაწილია. შეცდომის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი სახის. შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც მშობლიური ენის ან ნებისმიერი უცხო ენის გავლენით, ასევე სასწავლო პროცესის არასწორი წარმართვით. როგორც ანკეტურმა კვლევამ გვიჩვენა, მიუხედავად ენის შესწავლის დღევანდელი შესაძლებლობებისა, რომელიც ენის შესწავლისადმი ძველებური გრამატიკულ-მთარგმნელობითი მიდგომის სერიოზულ ალტერნატივას წარმოადგენს, დღემდე აღმოუფხვრელი რჩება რიგი პრობლემები, რომელიც უცხო ენაზე კომუნიკაციის ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჩემი კვლევის საგანს ენის შესწავლის და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თანამედროვე შესაძლებლობების ფონზე, ანკეტური კვლევის საფუძველზე, არჩევით საგნებში თურქულის, როგორც მეორე ენის შემსწავლელ ქართველთა მიერ ყველაზე ხშირად დაშვებულ, საერთო შეცდომებზე მსჯელობა და შესაძლო აღმომფხვრელ გზებზე ორიენტირება წარმოადგენს. კვლევის სამიზნე დონედ არჩეული იქნა A2, ანუ ელემანტარული დონე, მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის არმქონე, არჩევით საგნებში თურქული ენის, როგორც მეორადი ენის შემსწავლელმა 26 სტუდენტმა.
ანკეტური კვლევის შედეგად გამოვლენილმა საერთო შეცდომათა ნათელმა სურათმა შემდეგი ამოცანის წინაშე დაგვაყენა, ენის სწავლებისას პირველ რიგში სხვა გარემო-სასწავლო ფაქტორებთან ერთად აუცილებელია მშობლიურ და შესასწავლ ენათა შეპირისპირებითი სწავლება, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება და ორიენტირება იმ გრამატიკულ-ლექსიკურ ფაქტორებსა და მოსალოდნელ შეცდომებზე, რომელიც ცნობიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი მშობლიური ენის გავლენას უკავშირდება.
ზეინაბ ახვლედიანი საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7363 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 საფრთხის ქვეშ მყოფი ენების იუნესკოს ატლასი და აჭარის საზღვრისპირა სოფლების მეტყველების ანალიზი https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7365
წარმოდგენილ ნაშრომში გთავაზობთ საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა სოფლების საფრთხის ქვეშ მყოფი მეტყველების ანალიზს, უფრო სწორედ, ლექსიკურ ნიშნებს, რომლებიც მოიცავს ძირითადად ზემო აჭარის მთიან ტერიტორიას (ქედა, შუახევის რაიონები და ნაწილობრივ ხელვაჩაური). აქვე საუბარია ენის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ და ხაზგასმულია ენათა დოკუმენტირების და ახალი ენობრივი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში გაშუქებულია პროექტ LaDyCa-ს (ენის დინამიკა კავკასიაში) საველე სამუშაოების დროს შეგროვებული მონაცემები, ასევე არსებული წყაროები და სამეცნიერო კვლევები, რომლებიც შემუშავებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) კვლევითი ცენტრის მიერ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ქართული დიასისტემის ეს სექტორი, ჯერ კიდევ არასაკმარისად შესწავლილი, მდიდარია ლინგვისტური ფაქტებით და შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფანჯარა კულტურული აკულტურაციის პროცესებისკენ. კვლევაში ასევე იქნება მოკლე მიმოხილვა აჭარის რეგიონის საზღვართან მდებარე თურქულ სოფლებში შემონახული ქართული დიალექტის შესახებ.
ნათია აბაშიძე, შოთა როდინაძე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7365 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 აუცილებლობის სემანტიკის გადმოცემის თავისებურებანი ქართულ-თურქული მასალის მიხედვით https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7367
ზმნის კილოს გადმოცემის სისტემა თითქმის ყველა ენაში განსხვავებულია. სტატია ეხება ზმნის აუცილებლობის სემანტიკის გამოხატვის თავისებურებანს ქართულ-თურქული მასალის მიხედვით, კერძოდ, იმის გარკვევას, თუ რა გრამატიკული საშუალებები არსებობს ქართულის აუცილებლობის სემანტიკის გადმოსაცემად თურქულში.
ზოგადად, ქართულში კილოს კატეგორია ერთ-ერთი ყველაზე რთული და სადავო საკითხია. კილოს რაოდენობასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი მეცნიერის მიხედვით კილო სამია, ზოგის მიხედვით – ოთხი, ზოგი ხუთსაც ასახელებს, საბოლო ჯამში კი შვიდამდე კილო იყრის თავს. თანამედროვე ქართული ენის გრამატიკებში გამოიყოფა სამი კილო: თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი. დანარჩენები, რომლებმაც ადგილი ვერ დაიმკვიდრეს ენაში, ასეთია: თხოვნითი, აკრძალვითი, პირობითი და შედეგობითი.
კილოს კატეგორიასთან დაკავშირებით საინტერესოდ გვესახება ქართულ-თურქული მონაცემების განხილვა. ამჯერად შევეხებით აუცილებლობის სემანტიკის გადმოცემის საშუალებებს ორივე ენაში.
თურქულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ზმნის კილოს რაოდენობა ხუთია. ესენია: თხრობითი, ბრძანებითი, აუცილებლობითი, ნატვრითი და თხოვნით-პირობითი. ქართულში ზმნის კილო გაფორმებული არ არის გრამატიკული ნიშნით, ანუ კილოს არ გააჩნია ნიშანი. იგი მწკრივის ერთ-ერთი ელემენტია და გამოიხატება რომელიმე მწკრივის ფორმით, იგი უმეტესად მიჩნეულია სემანტიკურ კატეგორიად. თურქულში კი ყველა გრამატიკული კილო მარკირებულია.
ქართულის აუცილებლობის სემანტიკის გადმოცემისას თურქულში საკმაოდ საინტერესო სურათი იქმნება. კერძოდ, წინადადებაში – „თავადს – თავადობა უნდა ეტყობოდეს და გლეხს – გლეხობა“ = თურქ. „Beyin bey olduğu, köylünün de köylü olduğu anlaşılmalı“. უნდა ნაწილაკის გამო ორივე ენაში გამოხატულია ვალდებულება. „ეს ამბავი რაღაცას უნდა ნიშნავდეს, ისე კი ძალიან ლამაზი თვალები უნდა ჰქონდეს“ = თურქ. „Bu haberin bir anlamı olmalı, normalde çok güzel gözleri olmalı“. პირველი წინადადება ეჭვის მატარებელია, ხოლო მეორე – ვარაუდისა. ორივე შემთხვევაში თურქულიც იმავე მნიშვნელობას ატარებს, რაც ქართულშია.„რისი უნდა მეშინოდეს; რა უნდა მრცხვენოდეს; რა უნდა მინდოდეს...!“ = თურქ. „Neden korkmalıyım; neden utanmalıyım; ne isteyebilirim?“ ქართული უნდა ნაწილაკიანი აწმყოს კავშირებითის ფორმების თურქულში გადატანისას გვხვდება საინტერესო სურათი, კერძოდ, პირველი ორი წინადადება ზუსტად გამოხატავს აუცილებლობას „Korkmalıyım, utanmalıyım“, ხოლო ბოლო წინადადებით კი გადმოცემულია შესაძლებლობის მნიშვნელობა „isteyebilirim“, რაც აწმყოსკავშირებითიანი უნდა ნაწილაკის ერთ-ერთი ფუნქციაა. „ასე არ უნდა წაიკითხო!“ = თურქ. “Böyle okumamalısın!” – უნდა ნაწილაკიანი II კავშირებითი თურქულშიც აუცილებლად შესასრულებელ მოქმედებას გადმოსცემს აუცილებლობითი კილოს ნიშნების (-MALI, - MELİ) მეშვეობით.
ქართულ-თურქული ზმნის კილოების ფორმათა შედარებითი ანალიზის შედეგად კარგად ჩანს სტრუქტურულად განსხვავებულ ორ ენას შორის როგორც საერთო, ისე განსხვავებული მხარეები. მსგავსება და განსხვავება ეხება სემანტიკური, გრამატიკული და ლექსიკური საშუალებების შესაბამისობას.
ჰარუნ ჩიმქე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7367 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 კავკასია და ახლო აღმოსავლეთი ადრე ჰოლოცენის ხანაში (უახლესი არქეოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით) https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7369
სტატიაში ვრცლად არის განხილული აჭარის ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული ეპოქის ორი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი - სოფ. ქობულეთი და ხუცუბანი. მოცემულია მათი შესწავლის ისტორია, თანამედროვე კვლევები და აღმოჩენები. ავტორები მიუთითებენ, რომ ქვის ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა გათხრების დროს, ნიადაგის თავისებურების გამო არ დაფიქსირებულა ძვლის ნაშთები, რაც მოგვცემდა ინფორმაციას იმდროინდელ სამონადირეო გარემოზე. ქვის არტეფაქტები - ესაა ერთადერთი ნივთიერი  მტკიცებულება, რაც წარმოდგენას გვიქმნის ჩვენს რეგიონში მცხოვრები უძველეს მონადირე-შემგროვებელთა მიმართ. ამიტომ, ქვის ინდუსტრიის კომპლექსურ კვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ უკანასკნელის გაანალიზებით და სხვ. მონაცემების საფუძველზე ავტორები მეტად საინტერესო მოსაზრებას ანვითარებენ დასავლეთ ამიერკავკასიის ქვის ინდუსტრიის წარმომავლობის საკითხის შესახებ. მათი აზრით, ადრე ჰოლოცენის ხანაში ზემოთხსენებულ რეგიონში ჩნდება ქვის დამუშავების სრულიად ახალი ტექნიკა და იარაღთა ახალი სახეები, რომელიც თავდაპირველად თანამედროვე ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე ყალიბდება. ესაა ე.წ. მლეფაატური კულტურა, რომელიც თავის თავში აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ძეგლს. ქვის კომპლექსის ტექნოტიპოლოგიური
ანალიზის შედეგად, გამოთქმულია მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქვის დამუშავების ხელისწნევითი ტექნიკა, გვერდდაბლაგვებული მიკროლამელები, კაშკაშოკის ტიპის იარაღები, ე.წ. ღარიანი ქვები და სხვ. ჩნდება იმ დიდი მიგრაციული პროცესების შედეგად, რომელიც დაახლ. ძვ.წ. X ათასწლეულის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიიდან დაიწყო. აღნიშნულ მოსაზრებას ასევე ამყარებს ჩვენს ხელთ არსებული აბსოლუტური თარიღების მთელი სერია, რომელიც კარგად ასახავს უძველეს მიგრანტთა გადაადგილების მარშრუტებსა და დროს. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალში განხორციელებული სიღრმისეული კვლევები კიდევ უფრო საინტერესო საკითხებს მოჰფენს ნათელს.
გურამ ჩხატარაშვილი, ვალერი მანკო, მერაბ ხალვაში საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7369 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 რომაული მონეტები სუფსა-ყვავილნარიდან (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გურია) https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7370
ნაშრომი მიზნად ისახავს 2013 და 2023 წელს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, გურიის რეგიონში, კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ყვავილნარსა და სუფსაში შემთხვევით გამოვლენილი ვერცხლის მონეტების განსაზღვრას, აღწერას, ქვეყნის, ქალაქის, ემისიის წლების, მეტროლოგიური პარამეტრების დადგენას, პარალელური მასალის მოძიებას და მონეტების საკვლევ ტერიტორიაზე მიმოქცევის მიზეზებისა და გზების დადგენას.

ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყვავილნარის მონეტები წარმოადგენს კაპადოკიის ქალაქ კესარიაში, რომის იმპერატორების - სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) - 3, იულია დომნას (†217) - 3, გეტას (209-211 წწ. ) - 2, კარაკალას (198-217 წწ.) - 2, ფულვია პლაუტილას (202/5-211) – 1 სახელით მოჭრილ დრაქმებს. ხოლო სუფსის მონაპოვარი, სეპტიმიუს სევერუსის დენარს (1 ერთეული). კოლხეთი კაპადოკიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ფორტებში აქედან გადმოყვანილი გარნიზონებიც იდგა. პოლიტიკურ კონიუნქტურას მოჰყვა შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობები. კესარიაში მოჭრილი დრაქმები რომაულ ხანაში დიდი რაოდენობით შემოდიოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და მიმოქცევის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა.

მონეტების შესწავლის საკითხში ყველაზე მნიშვნალოვანია მისი აღმოჩენის ადგილის კვლევა. სუფსა-ურეკის მიდამოებში რომაული მონეტები ადრეც გამოვლენილა. 1942 წელს ურეკში მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა რომაული აურეუსი, მისი მინაბაძი და რამდენიმე კესარიული დრაქმა. 1949 წელს იგივე პუნქტში შემთხვევით და შემდეგ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა კაპადოკიური საფასეები. რაც შეეხება კესარიული და რომაული მონეტების საკვლევ პუნქტში გამოვლენის საკითხს, რომაული გარნიზონი იდგა ციხისძირშიც და ფოთშიც, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, სოფელ მოედანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) გარნიზონი ჩააყენა სეპტიმიუს სევერუსმა. ასეთ შემთხვევაში ყვავილნარსა და სუფსაში რომაული მონეტების გამოვლენა ბუნებრივია და არავითარ განსაკუთრებულ კომენტარს არ საჭიროებს. შესწავლილი ნუმიზმატიკური
ძეგლები სრულიად ჯდება კოლხეთის სამონეტო მიმოქცევის კანონზომიერებაში. მონეტების აღმოჩენა დღის წესრიგში აყენებს საკვლევი პუნქტების არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობას.
ირინე ვარშალომიძე, ანდრია როგავა საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7370 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400 რეცენზია კრებულზე - „ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე - 85“ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7373

ემზარ მაკარაძე საავტორო უფლებები (c) 2023 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/ https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/7373 Fri, 08 Dec 2023 00:00:00 +0400