აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე

 

ჟურნალი „აღმოსავლ­ეთ­მცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.

ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.)  მოხსენებები,  სამეცნიერო ექსპ­ედი­ციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედა­ქციო კოლეგია.

ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: 

ისტორია, პოლიტიკა, გეოგ­რა­ფია, წყაროთ­მცოდნეობა, ისტო­რ­იოგ­რა­ფია, ქრონოლოგია, რელიგიის ისტ­ორია,  არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგ­რაფია, ენათმეცნიერება, კულტურა, ლიტ­ე­რატურათმ­ცოდნეობა, თარგმანი, კულტურული ანთროპოლოგია.

ჟურნალის კონცეფცია და მიზნები:

აღმოსავლეთმცოდნეობის პრობლემების შესწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაო გამოცდილება აქვს. 

1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რომლის ერთ - ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის დიდი  ცენტრის გახსნა იყო.

2015 წლის 29 მაისის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტის აკადემიური საბჭოს N55 დადგენ­ილებით,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა აღმოსავლეთმც­ოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტი, რომლის უმთავრეს ამოცანას, აღმოსავლე­თმცოდნეობის მიმართულების მაღალკ­ვალი­ფიციური კადრების მომზადების პარალელურად, წარმოადგენს ეროვნული იდეალებისადმი სამსახური და სამოქა­ლაქო ცნობიერების ფორმირების პროც­ესებ­ისადმი ხელშეწყობა, ამიტომაც, ბუნებრივია, ის აქტიური პოზიცია, რომელსაც დეპარტამენტი იჩენს საზოგად­ოებრივ, საგანმანათლებლო თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში.

წინამდებარე კრებული, „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“,  ბათუმის შოთა რუსთაველის სა­ხელ­­მ­წიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის შრო­მების კრებულია. მასში ასახულია, აღმოსავლეთის ისტორიის, პო­ლი­ტი­კის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ენათ­მეც­ნი­ე­რე­­ბისა და ლიტერატურათმცოდნეობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კრებული დაეხმარება  აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

პერიოდულობა: კრებული  "აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე" გამოდის წელიწადში ერთხელ ქართულ ენაზე.