საგამომცემლო ეთიკა

 

საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის  „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ სარედაქციო საბჭო მხარს უჭერს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიღებულ საგამომცემლო პრინციპებს, რომელიც ეყრდნობა საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის რეკომენდაციებს.

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არაკეთილსინდისიერი ქმედებები საგამომცემლო აქტივობისას (პლაგიატი, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, სხვ.), უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის აკადემიური კვლევების გამოცემა, უზრუნველვყოთ ავტორის კვლევის შედეგების საჯაროობა, საბჭოს ყველა წევრი, ავტორი, შემფასებელი და გამომცემელი უნდა დაემორჩილოს ეთიკურ სტანდარტებს, ნორმებს და წესებს და შესაბამისად, მიიღოს ყველა კეთილგონიერი ზომა, რათა აღიკვეთოს მათი დარღვევა.

რედაქტორის ვალდებულებები

რედაქტორი ვალდებულებას იღებს, რომ:

  • მუდმივად იზრუნებს ჟურნალის განვითარებაზე;
  • მიყვება აკადემიური თავისუფლების პრინციპებს;
  • მუდმივად დააკმაყოფილებს ავტორთა და მკითხველთა საჭიროებებს;
  • გადაწყვეტილებებს მიიღებს თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სარედაქციო აქტივობების გამჭვირვალობას ყველა ეტაპზე;
  • არ გაავრცელელბს ინფორმაციას გამოსაცემად მიღებული მასალების შესახებ, გარდა ავტორებისა, შემფასებლებისა და სხვა გამომცემელ-კონსულტანტებისა;
  • ნაშრომის შეფასებას მოახდენს მისი სამეცნიერო შინაარსის შესაბამისად, განურჩევლად ავტორის რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური აღმსარებლობის, ეროვნების, მოქალაქეობის და აპოლიტიკური შეხედულებისა.
  • საგამომცემლო მასალებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით: რომ წარმოდგენილი ნაშრომი შესაბამისობაშია ჟურნალის შინაარსთან, იგი რელევანტურია, წარმოდგენილი ნაშრომი წარმოადგენს სიახლეს ან/და მას გააჩნია სამეცნიერო ღირებულება, დაცულია ნაშრომის წარმოდგენის მკაფიობა, ნაშრომში წარმოდგენილი შედეგები სანდოა და დასკვნები სრულყოფილი. წარმოდგენილი ნაშრომის სამეცნიერო ხარისხი და რელევანტურობა წარმოადგენენ მისი გამოქვეყნების საფუძველს;
  • გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა ზომას, რომ უზრუნველყოს გამოქვეყნებული მასალების მაღალი ხარისხი და დაიცვას პერსონალური ინფორმაცია; იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილია რაიმე სახის შინაარსობრივი, გრამატიკული, სტილისტური ან/და სხვა ტიპის შეცდომა, სარედაქციო საბჭო იღებს ვალდებულებას მათ აღმოფხრაზე;
  • მხედველობაში იღებს შემფასებელთა ყველა რეკომენდაციას, როდესაც იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ნაშრომის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. სარედაქციო საბჭო სრულიად პასუხისმგებელია ნაშრომის გამოქვეყნებაზე;
  • დაასაბუთოს გადაწყვეტილება ნაშრომის გამოქვეყნებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის არსებობის შემთხვევაში;
  • შესაძლებლობა მისცეს ნაშრომის ავტორს, რათა დაასაბუთოს საკუთარი სამეცნიერო პოზიცია; შესაძლებლობა მისცეს ოპონენეტებს დაასაბუთონ საკუთარი სამეცნიერო პოზიცია;
  • არ გამოიყენოს გამოქვეყნებული მასალები და/ან ინფორმაცია საკუთარ კვლევაში.

ავტორთა უფლება-მოვალეობები

როდესაც ავტორები აქვეყნებენ ნაშრომს ჟურნალში „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“, ისინი ვალდებულები არიან, რომ:

  • გამოაქვეყნონ ორიგინალური ნაშრომი; წინარე გამოცემებიდან გამოყენებული ტექსტის ან გრაფიკული ინფორმციის არსებობისას, მიუთითონ რელევანტური გამოცემები ან/და წარმოადგინონ წერილობითი ნებართვა არსებული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით; გამოყენებული მასალები, რომელიც წარმოდგენილი იქნება წყაროს გარეშე, ჩაითვლება პლაგიატად სარედაქციო საბჭოს მიერ;
  • წარმოადგინონ მხოლოდ ავთენტური ფაქტები და ინფორმაცია საკუთარ ნაშრომში; არ გამოიყენონ ინფორმაცია ღია წვდომის უფლებით, რომელზეც არ გააჩნიათ შესაბამისი ნებართვა; არ განახორციელონ მონაცემების ფალსიფიკაცია;
  • თავი აარიდონ ნაშრომების დუბლიკაციას (ნაშრომის აღწერილობით ნაწილში, ავტორები ვალდებულები არიან მიუთითონ, რომ ნაშრომი ქვეყნდება პირველად). იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის ზოგიერთი ელემენტი უკვე გამოყენებულია, ავტორი ვალდებულია მიუთითოს წინარე ნაშრომი და მიანიშნოს ახალ და წინარე ნაშრომებში არსებულ განსხვავებებზე. ნაშრომის გამოქვეყნება ერთზე მეტ სამეცნიერო ჟურნალში ჩაითვლება არაეთიკურ ქმედებად;
  • დაუყონებლივ აცნობოს ჟურნალის რედაქტორს ან სარედაციო საბჭოს, ნაშრომში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ;
  • წარმოადგინოს ჟურნალის სარედაციო საბჭოს ან გამომცემლის სახელზე მტკიცებულება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ, ან ხარვეზების გამოსწორების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ საბჭო ან გამომცემელი მიიღებს ინფორმაციას არსებული ხარვეზების შესახებ მესამე პირებისგან;
  • მიუთითონ ნაშრომის ყველა ავტორი.

შემფასებელთა უფლება-მოვალეობები

შემფასებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს ჟურნალში „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ გამოსაქვეყნებელ ნაშრომთან დაკავშირებით ექსპერტული მოსაზრების მომზადებაზე, ვალდებულებას იღებს, რომ:

  • მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს;
  • შეინარჩუნებს კონფიდენციალურობას;
  • არ გამოიყენებს შესაფასებელ ნაშრომში არსებულ ინფორმაციას პირადი საჭიროებისთვის;
  • აცნობებს ჟურნალის რედაქტორს და უარს იტყვის ნაშრომის შეფასებაზე, თუ მისი შეფასებით, მისი კვალიფიკაცია შეუსაბამოა გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომის შეფასების გასაკეთებლად, ან დარღვეულია ნაშრომზე შეფასების გაკეთების ვადები;
  • გადაწყეტილებებს მიიღებს არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით და შესაბამისად, წამროადგენს მტკიცებულებებს;
  • ხელს შეუწყობს ავტორს ნაშრომის სრულყოფაში;
  • არ გამოიყენებს გამსაქვეყნებელ ნაშრომს საკუთარ კვლევაში.

ინტერესთა კონფლიქტი

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ეთიკური გადაცდომის შემთხვევები, საჭიროა ნაშრომის გამოქვეყნების პროცესში ჩართული ყველა მხარის ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხრა. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი და გავითვალისწინოთ სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული ეთიკის სტანდარტები, ყველა მხარე იღებს გარკვეული სახის ვალდებულებებს.

რედაქტორი ვალდებულია, რომ:

  • გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომი მიაწოდოს სარედაქციო საბჭოს სხვა წევრს, თუ პირვანდელ შემფასებელს გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი შესაფასებელ ნაშრომთან დაკავშირებით;
  • მიიღოს გადაწყვეტილება ავტორის მიერ წარმოდგენილი წერილის გამოქეყნებასთან დაკავშირებით კონფლიქტის სამეცნიერო ან ფინანსურ საკითხებზე, თუ ეს წერილი არ არის კონფიდენციალური და ზეგავლენას იქონიებს მკითხველების ან სამეცნიერო საზოგადოების მიერ ნაშრომის ღირებულების შეფასებაზე;
  • უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას ნაშრომთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი ცნობილი გახდა ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ.

ავტორი ვალდებულია, რომ:

  • აღწერილობით წერილში მიუთითოს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
  • მიუთითოს სამუშაო ადგილის და კვლევის პოტენციური დამფინანსებლის შესახებ ინფრომაცია;
  • ინტერსთა კონფლიქტის არ არსებობის შემთხვევაში, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ამის შესახებ აღწერილობით წერილში.

შემფასებელი ვალდებულია, რომ:

  • აცნობოს ჟურნალის რედაქტორს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (ორმაგი ვალდებულებები, კონკურენტული ინტერესები) და უარი განაცხადოს ნაშრომის შეფასებაზე.

დარღვევები

იმ შემთვევაში, თუ სახეზეა საგამომცმლო ეთიკის დაღვევები ჟურნალის რედაქტორის, ავტორის ანდა შემფასებლის მიერ, ჟურნალის სარედაქციო საბჭო პასუხისმგებელია აღნიშნულის გამოძიებაზე. ეს პრინციპი ეხება გამოცემულ და გამოსაცემ ნაშრომებს. სარედაქციო საბჭო მოითხოვს დამატებით ახსნა-განმარტებებს, იმ პირების ჩართვის გარეშე, რომელთანაც პოტენციურად გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი.

საჩივრები ეთიკურ დაღვევებთან დაკავშირებით შეძილება შეეხოს სხვა პირის ტექსტის მითვისების ან პლაგიატის, დუბლირებული ნაშრომების, გამოქვეყნებულ ნაშრომში საეჭვო ან ყალბი მონაცემების გამოყენებას, სხვა ავტორის ნაშრომის გამოყენებისას ავტორის ვინაობის არასწორად მითითებას ან/და სხვა დაღვევებს.

იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალის რედაქტორი შეიტყობს, რომ სახეზეა საგამომცმელო ეთიკური პრინციპების დაღვევა, ჟურნალის სარედაქციო საბჭო მიიღებს შემდეგ ზომებს:

  • ავტორს უარს განუცხადებს ნაშრომის გამოქვეყნებაზე;
  • გამოაქვეყნებს ინფორმაციას ნაშრომში არსებული დარღვევების შესახებ ჟურნალის შემდეგ ნომერში;
  • შესწორებებს შეიტანს გამოქვეყნებულ ნაშორმში არებული დარღვევების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მკითხველებისთვის და ინდექსირების სისტემებში ძიებისთვის;
  • აუკრძალავს ავტორს ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნებას 36 თვის განმავლობაში;
  • უარს ეტყვის სამომავლო თანამშრომლობაზე ჟურნალის სარედაციო საბჭოს შემადგენლობაში;
  • განათავსებს ინფორმაციას არსებული დარღვევის ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
  • აიღებს გამოქვეყნებულ ნაშრომს ჟურნალიდან (ჟურნალის ვებ-გვერდიდან ამოიღებს გამოქვეყნებულ ნაშრომს), დაღვევის ან მესამე პირისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში;

ჟურნალის რედაქტორი უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა სანქცია საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ დაღვევები უკიდურესად მიუღებელია, გამომცემელი და ჟურნალის რედაქტორი უფლებამოსილია დამრღვევს დაუწესოს დამატებითი სანქციები, გარდა ზემოთაღნიშნული სანქციებისა.