ავტორთა გაიდლაინი

 

სტატიის  წარმოდგენის ტექნიკური პარამეტრები:

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ  ვერსიით (Microsoft Word-ის ფორმატში (.doc გაფართოებით), სტატია ქართულ ენაზე შრიფტით Sylfaen, სტატია ინგლისურ ენაზე შრიფტით Times New Roman, სხვა ენებზე უნიკოდის შრიფტებით). ფაილის სახელწოდება უნდა იყოს ავტორის გვარი, მაგალითად, akhalkatsi.doc. სტატიის მოცულობა (გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და სხვა ტიპის დანართების ჩათვლით) უნდა იყოს არანაკლებ ხუთი (10 ათასი ნიშანი)  და  არაუმეტეს 20 კომპიუტერული გვერდისა (40 ათასი ნიშანი).

 სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით:

სტრიქონებს შორის ინტერვალი 1;

შრიფტის ზომა   11;

ოთხივე მხრიდან დატოვებული მინდორი 2,54 სმ.

 

სტატიის  სტრუქტურა:

გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი  ნაშრომი უნდა გაფორმდეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილით. ნაშრომი სტრუქტურირებული უნდა იყოს IMRAD (Introduction, Methods, Results, Discussion) ფორმატის მიხედვით.

სტატიის სათაური: სტატიის სათაური წარმოდგენილი უნდა იყოს  ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე (შრიფტის ზომა 12, გამუქებული). იწერება შუაში. ინგლისურენოვანი სათაური ფორმდება მთავრული ასოებით.  სათაური უნდა იყოს  მოკლე,  კონკრეტული (არა ზოგადი) და ასახავდეს სტატიის შინაარსს. მოერიდეთ შემოკლებებს, აბრევიატურებს, ორიენტირდით მაქსიმალურად ფართო საზოგადოებაზე.

სათაურის ზემოთ მარცხენა მხარეს უნდა მიეთითოს დარგი/ქვედარგი.

ავტორი/ავტორები: სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) ინგლისურ და  სტატიის ორიგინალ ენებზე უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკად. ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ.ფოსტა, ORCID კოდი (თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით ვებ. მისამართზე: https://orcid.org/).

აბსტრაქტი (მოკლე შინაარსი):   ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე 200-250 სიტყვა (დაახლ. კომპიუტერული ნაბეჭდი ერთი გვერდი). აბსტრაქტი  უნდა იყოს ინფორმაციული, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. უნდა იყოს სტრუქტურირებული, ე. ი. მისდევდეს სტატიის აგების ლოგიკას. აბსტრაქტი გამოყოფილია ცალკე სტატიისგან. ამიტომ, მითითებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული;

აბსტრაქტში კატეგორიულად უნდა ავიცილოთ თავიდან ზოგადი, არაფრის მთქმელი სიტყვები, რაც მხოლოდ ზრდის ტექსტის მოცულობას, მაგრამ ხელს არ უწყობს სტატიის შინაარსის გახსნას. მოკლედ,  უნდა იყოს არსებითად ორიგინალური. საჭიროა მოკლე და ფაქტობრივი აბსტრაქტი.

საკვანძო სიტყვები/keywords: სტატიას თან უნდა ახლდეს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები (5-8). გამოიყენეთ მხოლოდ მიღებული შემოკლებები;

სტატიის შესავალი/Introduction: გამოკვეთილი უნდა იყოს: პრობლემის არსი; თქვენი მიზნები; როგორია თქვენი ჰიპოტეზა; თქვენი ნაშრომის მნიშვნელობა; რა იყო გაკეთებული ადრე (ლიტერატურის მიმოხილვა, გამოყავით რამდენიმე ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაშრომი, მათ  შორის უკანასკნელი გამოცემები; რეკომენდირებული არ არის დიდი რაოდენობა დამოწმებული ლიტერატურისა, რომელსაც კავშირი არა აქვს თემასთან, ან არამიზნობრივი ჩანართები საკუთარ მიღწევებზე); რა შედეგებს მიაღწიეთ. წარმოდგენილი უნდა იყოს ლაკონურად;

მეთოდები/Methods: სტატია უნდა იყოს მეთოდოლოგიურად სწორად აგებული, ანუ უნდა ჩანდეს კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. აღწერეთ როგორ შეისწავლეთ დასმული საკითხი: მოიყვანეთ ვრცელი ინფორმაცია; 

შედეგები/Results: შედეგები უნდა იყოს ნათელი და მოკლე. დაალაგეთ ეს პარაგრაფი ჰიპოთეზების/თეზისების მიხედვით.  მონაცემების გასაზოგადებლად გამოიყენეთ გასაგები ილუსტრაციები (დიაგრამები, ცხრილები, სურათები და სხვ). ილუსტრაციები და ტექსტი არ უნდა იმეორებდეს ერთმანეთს. ილუსტრაციების დასახელებებს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მოწოდებული მასალა უნდა წარმოდგეს ინტერპრეტირებულად: მკითხველები ხშირად უყურებენ ჯერ ილუსტრაციებს – შემდეგ კითხულობენ. ამიტომ, ილუსტრაციები უნდა იყოს გასაგები და ინფორმაციული;

მსჯელობა/Discussion: ამ პარაგრაფში წარმოჩენილი უნდა იყოს   ნაშრომის შედეგების მნიშვნელობა და არ იმეორებდეს მათ. ზოგჯერ შედეგების და მსჯელობის პარაგრაფების გაერთიანება მისაღებია (შედეგები და მსჯელობა). თავი აარიდეთ ვრცელ ციტატებსა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიმოხილვას. გამოკვეთეთ რას ნიშნავს თქვენი შედეგები (რა მნიშვნელობა აქვთ მათ). მსჯელობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია, იგი უნდა შეესაბამებოდეს  შედეგებს. არ ღირს იმ ნაშრომების იგნორირება, რომელთა შედეგები ეწინააღმდეგება თქვენსას – გამართეთ მათთან დისკუსია და დაარწმუნეთ მკითხველი თქვენს სისწორეში. განიხილეთ თქვენი შედეგების ფარული შინაარსი, შეადარეთ თქვენი შედეგები მანამდე არსებულ კვლევებს.

დასკვნები: ნაშრომის მთავარი დასკვნები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს დასკვნის პარაგრაფში, რომელიც შესაძლოა ან ცალკე პარაგრაფად იყოს  წარმოდგენილი, ან ქვეპარაგრაფის სახით შედეგებისა და მსჯელობის პარაგრაფში.

გამოყენებული ლიტერატურადასახელებული ლიტერატურა და წყაროები ლაგდება ანბანთრიგზე (იხ. ქვემოთ).

მადლიერებასტატიის ბოლოს, ცალკე პარაგრაფში, შენიშვნებამდე, მადლიერება გამოხატეთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დაგეხმარნენ კვლევისას. ეს პარაგრაფი არ მიუთითოთ სქოლიოს სახით სათაურთან ან სხვაგვარად.

სქოლიო: შეეცადეთ, ხშირად არ გამოიყენოთ სქოლიო. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ის ტექსტში ჩაწერეთ, სხვა შემთხვევაში გამორიცხეთ. სქოლიო დანომრეთ არაბული ციფრებით თანმიმდევრულად ტექსტის დამუშავების პროგრამების საშუალებით. სხვა შემთხვევაში შეძლება მიუთითოთ ვარსკვლავის ნიშანი(*), ხოლო შენიშვნა გამოიტანოთ იმავე გვერდზე ტექსტის ბოლოს.

 

ლიტერატურის დამოწმების წესი

გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით. ავტორებმა უნდა გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის ხელსაწყო (REFERENCES), ან ბიბლიოგრაფიის მენეჯმენტის პროგრამები (მაგ. Mendeley, Zotero, RefMan, Endnote, JabRef).

მითითების  სტილი: სამეცნიერო პუბლიკაციაში მოტანილი ციტატა ძირითადი ტექსტისგან გამოიყოფა ბრჭყალებით („ “). ციტირების დასასრულს მრგვალ ფრჩხილებში უნდა დაისვას ინდექსი, სადაც მიეთითება ციტირებული ტექსტის ავტორის გვარი ორიგინალ ენაზე, ტექსტის გამოქვეყნების წელი, შემდეგ ორწერტილი და შესაბამისი გვერდი. მაგ.: (თაყაიშვილი, 1920: 23).

გაითვალისწინეთ, რომ ყველა წყარო, რომელიც მოყვანილია ტექსტში, ასევე მითითებულია გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალშიც და პირიქით. გამოუქვეყნებელი შედეგები და პირადი კავშირები არ არის რეკომენდირებული იყოს წყაროთა ჩამონათვალში, მაგრამ შეიძლება აღნიშნული იყოს ტექსტში. თუკი ეს წყაროები მითითებულია წყაროთა ჩამონათვალში, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალში წყაროთა მითითების სტანდარტულ სტილს. წყაროში აღნიშნული ციტატა - „ბეჭდვაში“ ნიშნავს, რომ ნაშრომი გამოსაქვეყნებლად მიღებულია.

გამოყენებული ლიტერატურის და წყაროების მითითება:

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები ლაგდება ანბანთრიგზე.  არაქართულენოვანი ლიტერატურა და წყაროები,  სადაც გამოყენებულია ლათინური შრიფტი (მაგ. ინგლისური, გერმანული), ეთითება ორიგინალ ენაზე. გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები, სადაც არ არის გამოყენებული ლათინური შრიფტი (მაგ. ქართული, სომხური), წარმოდგენილ უნდა იქნას როგორც ტრანსლიტირებული ფორმით, ისე - ორიგინალ ენაზე. ქართული ლიტერატურის და წყაროების ტრანსლიტირება უნდა განხორციელდეს რომანიზაციის ქართული ეროვნული სისტემის მოდელზე“ (იხ. www.google.com – ამ დასათაურებით). ტრანსლიტერაციის შრიფტი შეგიძლიათ გააინსტალიროთ კომპიუტერში, ან ქართული ტექსტის ტრანსლიტირება განახორციელოთ პროგრამულად (მაგ., https://translit.net/ge/http://ge.translit.cc/).

ინდექსის ფორმა   განისაზღვრება შემდეგი წესით:

  წიგნი  ერთი  ავტორით –

k'ek'elidze, k'. (1987). dzveli kartuli lit'erat'uris ist'oria (V-XVIII ss.). tbilisi: gamomtsemloba „metsniereba“ (კეკელიძე, კ. (1987). ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.). თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“).

                     Успенский, Ф. (2001). История Византийской Империи. т. 2, М.: изд. «Наука».

        Sayse, A. H. (1882). The Cuneiform Inscriptions of Van, part 7, JRAS 14.

   წიგნი  ორი  ან  მეტი  ავტორით –

mepisashvili, r.  tumanishvili, d., (1989). banas t'adzari, tb.: gamomtsemloba „merani“ (მეფისაშვილი, რ.  თუმანიშვილი, დ., (1989). ბანას ტაძარი. თბ.: გამომცემლობა „მერანი“).

 წიგნი ავტორის გარეშე (რედაქტირებული  ან  შედგენილი )-  

                 kronik'ebi da skhva masala sakartvelos ist'oriisa da mts'erlobisa. (1897).  shek'rebili,        

                 kronologiurad dats'qobili da akhsnili t. zhordanias mier. ts'. 2. t'p. (ქრონიკები და სხვა                     

                მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. (1897). შეკრებილი,   

                ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ. წ. 2,   ტფ.)

სტატია  ჟურნალიდან  ან  გაზეთიდან –

shanidze, ak'. (1962). basili ezosmodzghvris ist'oriuli tkhzulebis erti sherqvnili adgilis gamartvisatvis. tbilisis sakhelmts'ipo universit'et'is shromebi. t'. 99. (შანიძე, აკ. (1962). ბასილი ეზოსმოძღვრის ისტორიული თხზულების ერთი შერყვნილი ადგილის გამართვისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ტ. 99.)

საგაზეთო  სტატია  ავტორისა  და  სათაურის გარეშე –

gazet i „iveria“(1897). #2, t'pilisi (გაზეთ ი „ივერია“. (1897). #2, ტფილისი)

საენციკლოპედიო ან  ქრესტომათიული სტატია –

shoshiashvili, n. (1975). abuserisdzeni.  kse. t'. 1, tb. (შოშიაშვილი, ნ. (1975). აბუსერისძენი.  ქსეტ. 1, თბ.)

Силогава, В. (2001). Анисская Эпархия. Правослвная Энциклопедия. т. II, М.

საისტორიო წყარო –

basili ezosmodzghvari. (1959). tskhovreba mepet-mepisa tamarisi. kartlis tskhovreba. t'. II. t'ekst'i dadgenili qvela dziritadi khelnats'eris mikhedvit s. qaukhchishvilis mier. tb.: gamomtsemloba „merani“. (ბასილი ეზოსმოძღვარი. (1959). ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. ქართლის ცხოვრებატ. II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ.: გამომცემლობა „მერანი“.)

 

zhamtaaghmts'ereli. (1987). asts'lovani mat'iane. t'ekst'i gamosatsemad moamzada revaz k'ik'nadzem. tb.: gamomtsemloba „merani“. (ჟამთააღმწერელი. (1987). ასწლოვანი მატიანე. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა რევაზ კიკნაძემ. თბ.: გამომცემლობა „მერანი“.)

ხელნაწერთა აღწერილობა –

A pondis aghts'eriloba. (1973).  kartul khelnats'erta aghts'eriloba, qopili saek'lesio muzeumis (A) k'olektsiis.  t'. II. el. met'revelis redaktsiit. tb. (A ფონდის აღწერილობა. (1973).  ქართულ ხელნაწერთა აღწერილობაყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციის ტ. II. ელ. მეტრეველის რედაქციით. თბ.).

S pondis aghts'eriloba. (1959).  kartul khelnats'erta aghts'eriloba, qopili kartvelta shoris ts'era-k'itkhvis gamavrtselebeli sazogadoebis (S) k'olektsiisa.  t'. I. el. met'revelis redaktsiit. tb. (S ფონდის აღწერილობა.

(1959).  ქართულ ხელნაწერთა აღწერილობაყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა.  ტ. I. ელ. მეტრეველის რედაქციით. თბ.).

ერთი ავტორის  ერთსა და იმავე  წელს  გამოცემული  რამდენიმე  წიგნი-

 k'ak'abadze, s. (1921)a. dasavlet sakartvelos saek'lesio sabutebi. ts'. 1. t'p. (კაკაბაძე, ს. (1921)ა. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წ. 1. ტფ.).

  k'ak'abadze, s. (1921)b. dasavlet sakartvelos saek'lesio sabutebi. ts'. 2. t'p. (კაკაბაძე, ს. (1921)ბ. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წ. 2. ტფ.).

ციფრული წიგნის დასამოწმებლად იხელმძღვანელეთ ნაბეჭდი წიგნის მითითებისთვის არსებული წესებით. სტანდარტული ელემენტების გარდა ბიბლიოგრაფიაში ინტერნეტში განთავსებული წიგნებისთვის მიუთითეთ URL მისამართი და წვდომის თარიღი. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ URL მისამართი არ არის საკმარისი; დაურთეთ მაქსიმალური ინფორმაცია გამოცემის შესახებ, რათა მკითხველს შეეძლოს წყაროს მოძებნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ URL მისამართი შეიცვლება. თუ გვერდის ნომრები არ არის აღნიშნული, ციტირებული მონაკვეთის ადგილმდებარეობა მიუთითეთ აღწერილობითად, მაგ. წამძღვარებული ქვესათაურით.

ა.:  სახელი გვარი, წელი, სათაური, გამოცემის ნომერი (გამოცემის ადგილი: გამომცემელი,), ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ, URL მისამართი (წვდომის თარიღი).

 Julian Samora and Patricia Vandel Simon. (2000).  A History of the Mexican-American People, rev. ed. (East Lansing, MI: Julian Samora Research Institute, Michigan State University), under “Civil War in mexico,”http://www.jsri.msu.edu/museum/ pubs/MexAmHist/ chapter14.html#six (19.12.2005).

ბ.: გვარი, სახელი. სათაური. გამოცემის ნომერი. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, წელი. URL მისამართი (წვდომის თარიღი).

Samora Julian and Patricia Vandel Simon. (2000). A History of the Mexican-American People.Rev. ed. East Lansing, MI - Julian Samora Research Institute, Michigan State University..http://www.jsri.msu.edu/museum/pubs/MexAmHist/chapter14.html#six (19.12.2005).

სხვა ელექტრონულ ფორმატში გამოქვეყნებული (მაგ.: CD-ROM, Microsoft Reader e-book) წიგნების მითითებისას მიუთითეთ წიგნის ფორმატიც.

ა.:  სახელი გვარი,წელი, სათაური (გამოცემის ადგილი: გამომცემელი,), წიგნის ფორმატი.

Thomas H. Davenport and John C. Beck. (2001). The Attention Economy: Understanding the New Currency of Business (Cambridge, MA - Harvard Business Scholl Press). TK3 Reader e-book.

 

ბ.: გვარი, სახელი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, წელი. წიგნის ფორმატი.

Hellman, Hal. (2004). Great Feuds in Technology - Ten of the Liveliest Disputes Ever. New York: John Wiley.  Rocket e-book.

შესაძლებელია ინტერნეტ წყაროები  შევიდეს ლიტერატურისა და წყაროების საერთო ჩამონათვალში ან გაკეთდეს ცალკე ჩამონათვალი  (მაგალითად, ლიტერატურისა და წყაროთა ჩამონათვალის შემდეგ).

ილუსტრაციების წარმოდგენის ინსტრუქცია

ილუსტრაციები (სქემები, დიაგრამები, ცხრილები, სურათები, რუკები, ავტოგრაფიული ჩანახატები და სხვ.) წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტში ჩასმული ან ცალკე ფაილის სახით.

ილუსტრაციები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ფორმატში:

EPS (ან PDF): დიაგრამები, ცხრილები და სქემები, ყველა გამოყენებული ფონტით;

TIFF (ან JPEG): ფერადი და შავ-თეთრი ფოტოსურათი, რუკები,  გაფართოება მინიმუმ 300     dpi;

TIFF (ან JPEG): შავ-თეთრი გრაფიკული ნახატი, ავტოგრაფიული ჩანახატი,  გაფართოება მინიმუმ 1000 dpi;

TIFF (ან JPEG): კომბინირებული (ფერადი და შავ-თეთრი) სურათი, გაფართოება მინიმუმ 500 dpi.

ტექსტში გამოყენებული ილუსტრაციები თანმიმდევრულად დანომრეთ. თითოეულ ილუსტრაციას უნდა ჰქონდეს წარწერა. წარწერები დაწერეთ ცალკე და არა ილუსტრაციაზე. წარწერა უნდა შეიცავდეს სათაურს და მოკლე აღწერას. გააკეთეთ მოკლე წარწერა, მაგრამ განმარტეთ ყველა გამოყენებული სიმბოლო და აბრევიატურა. თავი აარიდეთ ვერტიკალურ მწკრივებს;

ილუსტრაციებზე წარწერისათვის გამოიყენეთ შემდეგი შრიფტები: სტატიის ქართულ ვერსიისათვის Sylfaen  ან AcadNusx;    ინგლისური ვერსიისათვის Times New Roman;