Nature and Spirituality Development According by Akaki Tsereteli

Main Article Content

T. Adeishvili
N. Berdzenishvili

Abstract

ჩვენი ღრმა რწმენით, აკაკი წერეთელი ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართველი პოეტია და იშვიათად თუ დაიბადება საქართველოში ისეთი ბედნიერი მგოსანი, რომელსაც ხალხის მსგავსი სიყვარული რგებოდეს სიცოცხლეშივე, ისე როგორც ეს მას ხვდა წილად. მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებები კი ,,განთიადი“, ,,სულიკო“ და ,,გამზრდელია“, ხოლო ყველაზე ცნობილი, ქართველისათვის საყვარელი და უკვდავი აფორიზმია: ,,მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა.“ სწორედ ამ აფორიზმის ირგვლივ გვექნება საუბარი და სხვა საკითხებთან ერთად ,,გამზრდელის“ მთავარი გმირების ბათუს, საფარბეგისა და ჰაჯი უსუბის მორალურ-ფილოსოფიურ მხარესაც შევეხებით.

Keywords:
Nature Spirituality Development
Published: Sep 19, 2020

Article Details

Section
Introduction