ახალი აგრარული საქართველო

გამომცემელი | Association of Agricultural Sector Companies |
---|---|
ISSN | 1987-8729 |
E-ISSN | 2960-9771 |
სამეცნიერო საინფორმაციო რეფერირებადი ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ (ISSN 1987-8729) გამოიცემა 2009 წლიდან.
ჟურნალის მიზანია ქვეყნის აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა და პოპულარიზება. თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ფერმერებისათვის გაცნობა. ახალგაზრდობის აგრარული ბიზნესით დაინტერესება. აგრარული მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნება, ახალგაზრდა მკვლევართა და სპეციალისტთა
სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება, აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის, ფერმერებისათვის სამეცნიერო მიღწევების გაცნობა და სამეცნიერო- თეორიული კვლევების, ინოვაციების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა.
რეფერირებადი ონლაინ ჟურნალი„აგრონიუს.ჯი“ ISSN 2960-9771 დაარსდა, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ სარედაქციო საბჭოს ინიციატივით 2016 წელს.
სამეცნიერო სტატიების გარდა, ჟურნალში ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინტერვიუები დარგის ხელმძღვანელებთან, ფერმერებთან, აგრარული საწარმოების და განხორციელებული პროექტების შესახებ, რეპორტაჟები წარმატებული ფერმერების და მეურნეობის, კულტურების მოვლა-მოყვანის, მეცხოველეობის, აგროტექნოლოგიების და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ.
ჟურნალი ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი პრესის პრინციპებით და ემსახურება აგრარული განათლების, მეცნიერების პოპულარიზაციას.