ჟურნალის შესახებ
კრებულში გაერთიანებულია ქართველი და ამერიკელი ავტორების სტატიები, მიძღვნილი ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა საკითხისადმი. სტატიების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს მსოფლიოს ამ უძლიერესი სახელმწიფოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს.
კრებული გათვალისწინებულია ამერიკის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.