ჟურნალის შესახებ

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ელექტრონულ ჟურნალ იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულში (E-ISSN: 2667-9655)ქვეყნდება ნაშრომები, რომლებიც შეეხება იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონოლოგიური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკის, ასევე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხებს.

1974-1994 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი გამოსცემდა ბეჭდურ ჟურნალს სახელწოდებით - „იბერიულ-კავკასიურ ენათა წელიწდეული“, სტატიათა თემატიკა - ლინგვისტური თეორიის, იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, რეცენზიები და ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები იყო.

2020 წელს თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა განაახლა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“გამოცემა ელექტრონულად. ჟურნალის მიზანია ტრადიციის გაგრძელება, ასევე ახალი სამეცნიერო მიღწევების გაშუქება და იბერიულ-კავკასიურ თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერული აზრის განვითარება.

ჟურნალი ყოველწლიურია.  ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე. სტატიების შერჩევა ხდება ანონიმური რეფერირების წესით.

მიმდინარე გამოცემა

ტომ. 6 (2025): იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების წელიწდეული
					ნახვა ტომ. 6 (2025): იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების წელიწდეული
გამოქვეყნებული: 2025-11-11

Articles

ყველა გამოცემის ნახვა