შეფასების სისტემა

1. შეფასების ზოგადი პრინციპები

ჟურნალის შეფასების პოლიტიკის შესაბამისად, წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიების რეცენზირებას ახორციელებს ორი დამოუკიდებელი რეცენზენტი, რომლებიც არ უნდა იყვნენ აფილირებულნი ავტორის დაწესებულებასთან.

ჟურნალში წარდგენილი ყველა სტატია ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური შეფასება 20 ქულას შეადგენს.

სტატიას ჟურნალში გამოქვეყნების დადებითი რეკომენდაციის მიღების მაღალი ალბათობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ ორივე რეცენზენტი ხელნაწერს დადებითად შეაფასებს. დადებით შეფასებად მიიჩნევა 51 ან მეტი ქულა.

2. შეფასების კრიტერიუმები

რეცენზენტები ნაშრომს აფასებენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა.) თემატური აქტუალობა და შინაარსი (მაქსიმუმ 20 ქულა)

ფასდება საკვლევი საკითხის აქტუალობა და მნიშვნელობა, კვლევის მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება და შერჩეული თემის შესაბამისობა თანამედროვე სამეცნიერო პრობლემატიკასთან.

ბ.) კვლევის სიღრმე და ანალიზის  სიღრმე (მაქსიმუმ 20 ქულა)

ფასდება ავტორის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და იდეების სრულყოფილად განვითარება, საკვლევი პრობლემის სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა, არგუმენტაციის სიზუსტე და თანმიმდევრულობა, საკითხის კონკრეტიზაციისა და კომპლექსური ანალიზის ხარისხი, აგრეთვე გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობა საკვლევ თემასთან.

გ.) მონაცემებისა და წყაროების სანდოობა (მაქსიმუმ 20 ქულა)

ფასდება წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტე და სანდოობა, პირველწყაროებზე დაყრდნობის ხარისხი, გამოყენებული ინფორმაციის სისწორე და ის, თუ რამდენად სრულად არის მითითებული ტექსტში ციტირებული ყველა წყარო სტატიის ბიბლიოგრაფიაში.

დ.) სტატიის სტრუქტურა და გაფორმება (მაქსიმუმ 20 ქულა)

ფასდება სტატიის სტრუქტურული გამართულობა, ჟურნალის წესების მიხედვით გაფორმება, მასალის ლოგიკური თანმიმდევრობა და ორგანიზება, ტექსტის მთლიანობა და თანმიმდევრულობა.

ე.) დასკვნები და კვლევის შედეგების მნიშვნელობა (მაქსიმუმ 20 ქულა)

ფასდება მიღებული შედეგების სიახლე, ორიგინალურობა და სამეცნიერო მნიშვნელობა, ასევე დასკვნების ლოგიკურობა, არგუმენტირებულობა და მათი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და მიღებულ შედეგებთან.

3. საბოლოო შეფასება და გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილება

თითოეული რეცენზენტი სტატიას დამოუკიდებლად აფასებს 100-ქულიანი სისტემით.

სტატია, რომლის შეფასებაც 51 ქულაზე ნაკლებია, უარყოფითად ფასდება და არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.

სტატიის გამოქვეყნების დადებითი რეკომენდაციის მისაღებად აუცილებელია ორივე რეცენზენტის შეფასება შეადგენდეს არანაკლებ 51 ქულას.

4. რეცენზენტთა ანონიმურობა და კონფიდენციალურობა

რეცენზენტები ანონიმურობას ინარჩუნებენ როგორც რეცენზირების პროცესის მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. ჟურნალი უზრუნველყოფს რეცენზენტთა ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვას, შეფასების პროცესის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.