ჟურნალის შესახებ
ჟურნალი მიზნად ისახავს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის წახალისებას, მათი ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, ფილოსოფიის, თეოლოგიის ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ახალი თეორიული ცოდნის ფორმირებას, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევებისათვის სტუდენტთა უნარების მომზადებას. ჟურნალი ხელს შეუწყობს მოტივირებული და გამორჩეულ სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობაში ჩართვას. იგი საშუალებას მისცემს სტუდენტებს საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას. უმრავლესობისათვის ჩვენს ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება იქნება პირველი სამეცნიერო გამოცდილება. სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში მუშაობა საშუალებას მისცემს სტუდენტებს დააგროვონ სამეცნიერო ტექსტების რედაქტირება-რეცენზირების გამოცდილება. ჟურნალი ღიაა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებით დაინტერესებული სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი ეპატიჟება ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს. ჟურნალის პირველი ნომერი ეთმობა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის “თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“ მასალებს.