Consonant Alternation in Shidakartlian
Keywords:
the Georgian literary language, Shidakartlian dialect, consonant alternation, phonetic changeAbstract
წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია თანხმოვანთმონაცვლეობის შემთხვევები შიდაქართლურში. ქრონოლოგიურად დროსა და სივრცეში დაშორებული ენობრივი პროცესების წარმოსაჩენად კვლევა ემყარება ქართველ ენათმეცნიერთა მიერ (არ. მარტიროსოვი, გრ. იმნაიშვილი, ალ. ღლონტი ...) სხვადასხვა დროს ჩაწერილ და გამოქვეყნებულ დიალექტურ ტექსტებსა და ჩვენ მიერ შეკრებილ უახლეს მასალას. დაძებნილია მსგავსი და განსხვავებული ფორმები ქართულ სალიტერატურო ენასა და სხვა დიალექტებთან მიმართებით. თანხმოვანთმონაცვლეობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა შიდაქართლურში. ერთმანეთს ენაცვლებიან უმთავრესად წარმოების ადგილისა თუ რაგვარობის მიხედვით ახლობელი თანხმოვანი ბგერები სახელებში, ზმნებში, ზმნისართებში, თანდებულებში, კავშირებსა და ნაწილაკებში. ძირითადად მონაცვლეობენ აკუსტიკურად ერთი რიგის ბგერები (ვ>მ: თომლი; მ>ვ: სიმავრი: ვ>ბ: საბარცხელი; ბ>ვ: ახლოველი; ფ>ბ:ორშაფათი; დ>ტ: ამტელა; მ>ნ: საზანთრო.....). თავისებურებით გამოირჩევა სოფელ დირბის მეტყველება, სადაც დასტურდება სხვა რიგის ბგერების მონაცვლეობაც. ნ ბგერა გვაქვს იქ, სადაც ვ ბგერა არის მოსალოდნელი (ავ>ამ>ან: ყანს, ხედანს; ევ>ემ>ენ: წენს; ოვ>ომ>ონ: წონდა...). ხეობებისა და სოფლების მიხედვით მეტნაკლებად შეინიშნება განსხვავებული ფორმებიც. თანხმოვანთმონაცვლეობის ესა თუ ის სახეობა, რომელიც დასტურდება ქართლის ერთ კუთხეში, შეიძლება არ იყოს სხვა მხარეში ან მეტად იშვიათობას წარმოადგენდეს. კვლევამ აჩვენა, რომ ნ ბგერის მონაცვლეობა უფრო გავრცელებულია ფრონის ხეობის სოფლებში: დირბი, დვანი, ტახტისძირი, ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი. შიდაქართლურში დადასტურებული ბგერათმონაცვლეობის შემთხვევები მსგავსია ქართული სალიტერატურო ენისა და სხვა დიალექტებისა.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2024 The authors retain all rights. The authors grant a publisher the exclusive right to publish the work for the first time, but they do not assign ownership.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.



