კაუზაციის, ნებელობის და უნებლიე ქმედებების გამოხატვა ქართულსა და ინგლისურში
ანოტაცია
წარმოდგენილი ნაშრომი განიხილავს კაუზაციის, ნებელობის და უნებლიე ქმედების გამოხატვისთვის გამოყენებულ სტრუქტურებს. ნაშრომი კაუზატივების და ნებელობის / უნებლიობის გამომხატველ ერთეულებს და გამოხატვის საშუალებების შედარებით ანალიზს ახდენს ქართული და ინგლისური ენების მასალაზე, გერმანული ენის ზოგიერთი მაგალითის მოყვანით. ამ საკითხებს ნაშრომი ლინგვიტური დისტანციის ჭრილში განიხილავს, რაც ფილოგენეტურ შეპირისპირებითი კვლევის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კაუზაციის გამოხატვა სხვადასხვა ენებში ტემპორალურ თანმიმდევრობასთანაც არის დაკავშირებული. თუ ერთი ქმედება სისტემეტურად წინ უსწრებს მეორე ქმედებას, მაშინ უმეტეს შემთხვევაში ქმედებებს შორის არის კაუზაციური კავშირი (გამონაკლისების გარდა); ხოლო თუ ქმედებების თანმიმდევრობა არასისტემატურია, მაშინ საქმე უფრო კორელაციასთან გვაქვს. ნებელობა და უნებლიე ქმედებები კი ხშირად ლატენტური კაუზაციით შეიძლება გადმოიცეს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.



