შიგა, შიდა მორფემებისათვის
საკვანძო სიტყვები:
შიგა, შიდა, მორფემა, კომპოზიტი, გავრცელებულობაანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია თანამედროვე ქართულში შიგა და შიდა სინონიმური წყვილით გაფორმებული ლექსიკური ერთეულების პარალელური გამოყენების შემთხვევები, რომლებიც თავისუფლად მონაცვლეობენ რადიო-ტელევიზიისა თუ პრესის ენაში, აგრეთვე სხვადასხვა დარგის ლექსიკონებში. მაგ.: შიგასაუნივერსიტეტო, შდრ.: შიდასაუნივერსიტეტო; შიგაგაყვანილობა, შდრ.: შიდაგაყვანილობა; შიგაწვა, შდრ.: შიდაწვა... განხილულია ზემოთ დასახელებულ (შიგა, შიდა) მორფემადართულ ლექსიკურ ერთეულთა გამოყენების შემთხვევები თანამედროვე ქართულ ენაში და მოცემულია სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შიდა მორფემებიანი ლექსიკური ერთეულები სჭარბობენ შიგა მორფემებიან ლექსიკურ ერთეულებს. სტატიაში აგრეთვე გამოთქმულია თვალსაზრისი, თუ როგორ იქნეს გათვალისწინებული შიდა და შიგა მორფემებიანი ლექსიკური ერთეულები ახალ ორთოგრაფიულ ლექსიკონში
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2022 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.



