ზმნის ზოგიერთი თავისებურება ტაოურში
ანოტაცია
"სტატიაში განხილულია ზმნის ზოგიერთი თავისებურება ტაოურ დიალექტში, კერძოდ: ა. ტაოურ კილოში სუბიექტური მეორე პირის ნიშნებია ხ’-, ჰ’-, ს’- პრეფიქსები: ჩახყრი, შეჰჭამ, მისტყეპავ. იგივე მაწარმოებლები იხმარება ობიექტური მესამე პირის ნიშნებად: ჩავხყრი, დაავჰჭრი, სჭამენ... ბ. ტაოურში მესამე პირის სიმრავლის გამოსახატავად ხშირია -ან, -ენ სუფიქსების გამოყენება: აქვან (შდრ. აქვა[ნ]), ჯერავენ... -თ სუფიქსის ნაცვლად -ეს იხმარება უწყვეტელში: ქონდეს, მიჰყავდეს... გ. მომავალი დროის გამოსახატავად გამოიყენება კავშირებითი მწკრივს ფორმები: დათესო, გააპტყელო... დ. ტაოურისათვის დამახასიათებელია ზმნისწინთა მონაცვლეობა: გა:და: გაჭკვიანდენ (გიჟები). შდრ. დაჭკვიანდენ); გა:ჩა: გაყარა (წყალში. შდრ. ჩაყარა)... ე. მონაცვლეობენ თემის ნიშნები: ი:ავ: აწონავ (შდრ. აწონი), ვყიდავ (შდრ. ვყიდი)... ობ:ავ: იბანავ (შდრ. ბანაობ)... ებ:ავ: დასტაცავს (შდრ. დასტაცებს)... ავ:ებ: ილოცებს (შდრ. ილოცავს)... უთემისნიშნო ზმნებს დაერთვის -ავ: სწერავთ (შდრ. სწერთ)... ვ. თავისებურებები შეინიშნება ზმნის გვარის ფორმათა წარმოებაში: ე პრეფიქსიანი ვნებითი ცვლის დ’ სუფიქსიანს: ეთხვება (შდრ. თხოვდება)... ზ. მნიშვნელოვანი თავისებურებები ვლინდება ზმნის მწკრივთა წარმოებაშიც... ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით ტაოურს ცალკე დიალექტად გამოვყოფთ.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.



