საბიბლიოთეკო კონსორციუმის შესახებ

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი დაარსდა 2017 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით. კონსორციუმი მიზნად ისახავს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას.

რეპოზიტორიუმში, რომელსაც ამჟამად სტუმრობთ, თავმოყრილია ქართული უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და აკადემიური ორგანიზაციების მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების მუდმივად განახლებადი არქივი.

 

                                                                                            ღია წვდომა

კონსორციუმი ღია წვდომის მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინტერნეტის ეპოქაში წვდომა სამეცნიერო ცოდნაზე საზოგადოებისთვის უნდა იყოს ღია და თავისუფალი. შესაბამისად ჩვენს რეპოზიტორიუმში დაცული ყველა სამეცნიერო ჟურნალი ღია წვდომაშია და მუდმივად ღია წვდომაში დარჩება.