საბიბლიოთეკო კონსორციუმი 2021 წლიდან გახდა საერთშორისო ორგანიზაციის Datacite წევრი, რის შედეგადაც მოიპოვა საკუთარ ელექტრონულ რეპოზიტორიუმებში დაცული მასალებისთვის ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორების (DOI) მინიჭების უფლება.

ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ დოკუმენტის არსებობის მანძილზე DOI არის უნიკალური და უცვლელი. ეს მაშინ, როდესაც შესაძლოა შეიცვალოს დოკუმენტის ადგილმდებარეობა (URL) ან მეტამონაცემები.

შედეგად მასალისთვის ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) მინიჭება უზრუნველყოფს მის დაცულობას და მარტივ, მუდმივად გარანტირებულ ლოკალიზებას ინტერნეტ-სივრცეში. სტატიაზე წვდომის სიმარტივე და მუდმივობა კი ზრდის მის ხილვადობას და ციტირების ინდექსს.

 

DOI ძირითადად გამოიყენება შემდეგ ციფრულ ობიექტებთან მიმართებაში:

  • სამეცნიერო სტატიები
  • წიგნები
  • დატასეთები
  • კონფერენციის მასალები
  • თეზისები და დისერტაციები
  • ანგარიშები
  • კოდები

დამატებითი ინფორმაციისა და პირობების გასაცნობად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელ.ფოსტაზე.