სამეცნიერო ჟურნალების მართვა
საბიბლიოთეკო კონსორციუმი ჩვენს რეპოზიტორიუმში განთავსების მსურველ ქართულ სამეცნიერო ჟურნალებს მომსახურების ორ მოდელს სთავაზობს.
პირველი მოდელის თანახმად, კონსორციუმი ქმნის ჟურნალის მთავარ გვერდს და ასევე ახდენს გვერდის ადმინისტრირებას.
მეორე მოდელის თანახმად კი, კონსორციუმი ქმნის მხოლოდ ჟურნალის მთავარ გვერდს, ხოლო ჟურნალის გვერდის ადმინისტრირებას ჟურნალის წარმომადგენელი ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისა და პირობების გასაცნობად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელ.ფოსტაზე.