საბიბლიოთეკო კონსორციუმი ღია წვდომის მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის ეპოქაში წვდომა სამეცნიერო ცოდნაზე საზოგადოებისთვის უნდა იყოს ღია და თავისუფალი. შესაბამისად ჩვენს რეპოზიტორიუმში დაცული ყველა სამეცნიერო ჟურნალი ღია წვდომაშია და მუდმივად ღია წვდომაში დარჩება.