პლატფორმის შესახებ
Openjournals.ge არის საქართველოში გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონულად გამოქვეყნების მიზნით შექმნილი ღია წვდომის მულტიდისციპლინარული პლატფორმა. პლატფორმა წარმოადგენს საქართველოს ბიბლიოთეკის ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის მიმდინარე პროექტს, რომელსაც მხარს უჭერს თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL.
პლატფორმა შეიქმნა იდეით, რომ ხელი შეეწყო ქართული მეცნიერების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობისთვის და დახმარებოდა ქართულ ინსტიტუციებსა და მეცნიერებს ბეჭდურიდან ციფრული გამომცემლობის მოდელზე გადასვლის პერიოდში. ჩვენი მიზანია გავხდეთ ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალების საგამომცემლო ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში.
Openjournals.ge წარმოადგენს ორგანიზაციის ღია წვდომის დიდი პროექტის ერთ ნაწილს: პროექტის შემადგენელი ნაწილებია კონსორციუმის ღია წვდომის სამეცნიერო სტატიების რეპოზიტორიუმი openscience.ge და ბიბლიოთეკის ფონდში დაცული გაციფრებული მასალების რეპოზიტორიუმი openlibrary.ge.
პლატფორმა დაფუძნებულია Open Journal Systems (OJS) ბაზაზე. OJS წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც შეიქმნა 2001 წელს ორგანიზაციის Public Knowledge Project მიერ და სპეციფიკურად განკუთვნილია სამეცნიერო ჟურნალების გამოცემისთვის. OJS არის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი სამეცნიერო ჟურნალების საგამომცემლო ინსტრუმენტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 25,000 ჟურნალი იყენებს.