გამჭვირვალობისა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები სამეცნიერო საგამომცემლო საქმეში
გამჭვირვალობისა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები სამეცნიერო საგამომცემლო საქმეში
სამეცნიერო ორგანიზაციებმა Committee on Publication Ethics (COPE), Directory of Open Access Journals (DOAJ), Open Access Scholarly Publishers Association (OASPA) და World Association of Medical Editors ითანამშრომლეს, რათა განესაზღვრათ გამჭვირვალობისა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები სამეცნიერო საგამომცემლო საქმეში და დაედგინათ ისინი საწევრო აპლიკაციების მიღებისას შეფასების კრიტერიუმებად.
გამჭვირვალობის პრინციპები
ვებ-გვერდი : ჟურნალის ვებ-გვერდი და მისი შიგთავსი, უნდა ახდენდეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დემონსტრირებას. ის არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მკითხველები და ავტორები, მათ შორის ადგილი არ უნდა ჰქონდეს რომელიმე სხვა ჟურნალის/გამომცემლის ვებ-გვერდის მიმბაძველობის მცდელობას. ჟურნალის ვებ-გვერდზე მითითებული უნდა იყოს ჟურნალის ‘მიზნებისა და კონცეფციის’ განაცხადი და ცხადად იყოს განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია. ასევე ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული ნაშრომის შერჩევის კრიტერიუმები. ნათლად უნდა იყოს მითითებული ISSN, როგორც ბეჭდური ასევე ელექტრონული ვერსია.
ჟურნალის სახელწოდება : ჟურნალის სახელწოდება უნდა იყოს უნიკალური და მარტივად გარჩევადი სხვა ჟურნალების სახელწოდებისგან, რათა მკითხველები და ავტორები შეცდომაში არ შევიდნენ ჟურნალის წარმომავლობასთან დაკავშირებით.
რეფერირების პროცესი : აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რეფერირებადია თუ არა ჟურნალი. რეფერირება განისაზღვრება, როგორც პროცესი, რომლის დროსაც ხდება რჩევის მიღება ინდივიდუალურ ხელნაწერებთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებისგან. აღნიშნული ექსპერტები არ უნდა წარმოადგენდენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას. რეფერირების პროცესი ნათლად უნდა იყოს აღწერილი ჟურნალის ვებ-გვერდზე, მათ შორის რეფერირების მეთოდის მითითებით.
მფლობელობა და მართვა : ინფორმაცია ჟურნალის მფლობელობის და/ან მართვის შესახებ ასევე გამჭვირვალე უნდა იყოს.
მმართველი ორგანო : ჟურნალს უნდა გააჩნდეს სარედაქციო კოლეგია ან სხვა მმართველი ორგანო, რომლის წევრებიც იქნებიან ჟურნალის საქმიანობის სფეროს შესაბამისი დარგის აღიარებული ექსპერტები. ჟურნალის ვებ-გვერდზე მითითებული უნდა იყოს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის ან სხვა მმართველი ორგანოს წევრთა სახელები, გვარები და მათი აფილაციები.
სარედაქციო გუნდი/საკონტაქტო ინფორმაცია : ჟურნალის ვებ-გვერდზე მითითებული უნდა იყოს ჟურნალის რედაქტორთა სახელები, გვარები და აფილაციები, ისევე როგორც სარედაქციო ოფისის საკონტაქტო ინფორმაცია, სრული მისამართის მითითებით.
საავტორო უფლება და ლიცენზირება : საავტორო უფლების პოლიტიკა ნათლად უნდა იყოს აღწერილი ავტორთა გაიდლაინებში და საავტორო უფლების მფლობელი ყველა გამოქვეყნებულ სტატიაზე უნდა იყოს მითითებული. მსგავსად, ლიცენზირების პოლიტიკაც ნათლად უნდა იყოს აღწერილი გაიდლაინებში და ლიცენზირების პირობებიც ყველა გამოქვეყნებულ სტატიაზე უნდა იყოს მითითებული, როგორც PDF, ასევე HTML ფორმატებზე. თუკი ავტორებს უფლება აქვთ გამოქვეყნონ Creative Commons ლიცენზიის ქვეშ, მაშინ მითითებული უნდა იყოს ლიცენზიის ნებისმიერი სპეციფიკური მახასიათებლები. გამოქვეყნებული სტატიების საბოლოო ვერსიების მესამე პირთა რეპოზიტორიუმებში დაარქივებასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკა ასევე განსაზღვრული უნდა იყოს ვებ-გვერდზე.
ავტორთა გადასახადი : ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს, იქნება ეს სტატიის სარედაქციო დამუშავების ხარჯები თუ გამოქვეყნების ხარჯები, ნათლად უნდა იყოს მითითებული ჟურნალის ვებ-გვერდზე ან ახსნილი უნდა იყოს ავტორებისთვის მათ მიერ ჟურნალისთვის ხელნაწერის გადაცემამდე. იმ შემთხვევაშიც, თუ ჟურნალი არ იღებს გადასახადს ავტორებისგან, ეს ინფორმაცია ასევე უნდა იყოს მითითებული.
აკადემიური არაკეთილსინდისიერების იდენტიფიკაცისა და აღმოფხვრის პოლიტიკა: გამომცემლებმა და რედაქტორებმა უნდა გადადგან გონივრული ნაბიჯები, რათა მოახდინონ აკადემიური არაკეთილსინდისიერების ნიშნების მქონე ხელნაწერთა იდენტიფიცირება. მათ შორის, პლაგიატის, ციტირებით მანიპულაციის, მონაცემთა ფალსიფიკაციის შემცველი ნაშრომების ინდენტიფიცირება.
საგამომცემლო ეთიკა : ჟურნალის ვებ-გვერდზე ასევე მითითებული უნდა იყოს საგამომცემლო ეთიკა, რომელიც სასურველია ეხებოდეს შემდეგ საკითხებს : ჟურნალის საავტორო და სათანაავტორო პოლიტიკა, ჟურნალის პოლიტიკა საჩივრებთან დაკავშირებით, ჟურნალის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტთთან/დაპირისპირებულ ინტერესებთან დაკავშირებით, ჟურნალის პოლიტიკა მონაცემთა გაზიარებასთან და შედეგების კვლავწარმოებასთან დაკავშირებით, ჟურნალის პოლიტიკა ეთიკურ დაუდევრობასთან დაკავშირებით, ჟურნალის პოლიტიკა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, ჟურნალის პოლიტიკა პოსტ-პუბლიკაციურ დისკუსიებთან და შესწორებებთან დაკავშირებით.
ჟურნალის პერიოდულობა : ჟურნალის პერიოდულობა ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული ვებ-გვერდზე.
წვდომა : ვებ-გვერდზე აღწერილი უნდა იყოს ჟურნალზე და ჟურნალის ინდივიდუალურ სტატიებზე წვდომის პოლიტიკა, იქნება ეს ღია წვდომის პოლიტიკა, საფასურის სანაცვლოდ ჟურნალის გამოწერის თუ საფასურის სანაცვლოდ ინდივიდუალურ სტატიაზე წვდომის დაშვების პოლიტიკა.
დაარქივება : ჟურნალის დაარქივების პოლიტიკა ასევე მითითებული უნდა იყოს ჟურნალის ვებ-გვერდზე (მაგალითად, წვდომა სტატიებზე CLOCKSS ან Pubmed Central სისტემის მეშვეობით)
შემოსავლის წყაროები : ჟურნალის ბიზნეს-მოდელი ან შემოსავლის წყაროები (მაგალითად, ავტორთა გადასახადი, მკითხველთა მიერ გამოწერა, რეკლამა, რეპრინტები, ინსტიტუციური და/ან ორგანიზაციული მხარდაჭერა) ნათლად უნდა იყოს მითითებული ან სხვა გზით უნდა იყოს ცხადი ჟურნალის ვებ-გვერდის დათვალიერებისას.
რეკლამირება : საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალებმა უნდა აღწერონ რეკლამირების პოლიტიკაც, მათ შორის ის, თუ რა ტიპის რეკლამის განთავსებას განიხილავენ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას რეკლამის განთავსება/არგანთავსების საკითხთთან დაკავშირებით, და დაკავშირებულია თუ არა ის კონტენტთან ან/და მკითხველის ქცევასთან, თუ შემთხვევითობის პრინციპით ჩნდება ჟურნალის ვებ-გვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ OASPA/DOAJ/COPE/WAME მათი წევრი ორგანიზაციების მიერ აღმოაჩენენ ზემოთაღნიშნული პირობების დარღვევას, ისინი შეეცდებიან ითანამშრომლონ ამ ორგანიზაციებთან დარღვევების გამოსწორების მიზნით. თუ დამრღვევი ორგანიზაცის მხრიდან შეუძლებელი იქნება მოთხოვნების გათვალისწინება ან არ იქნება თანმხვედრი სურვილი თანამშრომლობისა, მათი წევრობის სტატუსი იქნება შეჩერებული ან შეწყვეტილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Principles of Transparency and Best Practice in Scholarly Publishing