რეკომენდაციები ჟურნალებისთვის
ძირითადი რეკომენდაციები
- ჟურნალი უნდა ქვეყნდებოდეს რეგულარულად, განსაკუთრებით ჩავარდნა არ უნდა იყოს ბოლო ორ ნომერს შორის
- ჟურნალს უნდა გააჩნდეს ISSN/E-ISSN
- ჟურნალის სტატიები უნდა წარმოადგენდნენ ორიგინალური კვლევის შედეგებს
- სტატიებში მოცემული უნდა იყოს აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები
- ჟურნალი უნდა იყენებდეს სტანდარტიზებულ ბიბლიოგრაფიულ მითითებებს, გააჩნდეს აკადემიური სტილი
ჟურნალებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია თავიანთ ვებ-გვერდებზე
- სარედაქციო კოლეგია (სახელები და გვარები, აფილაცია, ქვეყანა)
- სარედაქციო პროცესის და რეცენზირების ტიპის დეტალური აღწერა
- ჟურნალის მიზნები
- საავტორო უფლება და ლიცენზიის ტიპი
- სტატიის დამუშავების გადასახადი ე.წ. Article Processing Charges (APC) - უნდა განიმარტოს, რომ არ არსებობს ასეთი გადასახადი თუ ავტორისთვის ჟურნალში გამოქვეყნება უფასოა
- ავტორთა გზამკვლევი (ინფორმაცია სტატიის ტექნიკური პარამეტრების, ციტირების სტილის და ა.შ. შესახებ)
- საკონტაქტო ინფორმაცია