Academia.edu არის სამეცნიერო ნაშრომების ღია რეპოზიტორიუმი. ფაილების ატვირთვა და ჩამოტვირთვა დაშვებულია მხოლოდ საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. რეპოზიტორიუმის მიზანი მსოფლიოში არსებული სამეცნიერო კვლევებისა და პუბლიკაციების ერთ სივრცეში აკუმულირებაა.

დღესდღეობით პლატფორმაზე წარმოდგენილია:

  • 200 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი და
  • 40 მილიონზე მეტი ატვირთული ფაილი

კომპანია დაფუძნდა 2010 წელს ფილოსოფიის დოქტორანტის რიჩარდ პრაისის ინიციატივით, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ნაშრომი ღია სივრცეში განეთავსებინა. ოქსფორდის შეთავაზებული სერვერის და სივრცის ტექნიკური ათვისების შემდეგ პლატფორმის მომხმარებელი საკმაოდ გაიზარდა.

დღესდღეობით Academia.edu-ს და დაახლოებით 140,000 ადამიანი უერთდება ყოველდღიურად.

ძირითადი პრიორიტეტები:

  • ღია წვდომა სტატიებზე; 
  • სტატიების ხშირი შეთავაზებების ალგორითმი მომხმარებელთათვის; 
  • ნაშრომების სანდოობა; 
  • ვიდეო კონტენტით კვლევის გაზიარების შესაძლებლობა;

მომხმარებელთა მოთხოვნაზე გათვლილი მიზანი და მოტივაცია 

  • უფასო კვლევა;
  • მკვლევართათვის რეკომენდებული ყველა რელევანტური კვლევა;
  • მკვლევართათვის ჭეშმარიტი/მცდარი ინფორმაციის მარტივად ამოცნობა;
  • ადვილად აღსაქმელი ფორმატით წარმოდგენილი კვლევა;

საბოლოო შედეგი:

  • სტატისტიკურად დაჩქარებულია მსოფლიო გლობალური კვლევები;
  • კვლევებზე წვდომა ყველასათვის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არის შესაძლებელი;

Academia.edu მომხმარებელს სთავაზობს როგორც უფასო მომსახურებას, ასევე ფასიან პრემიუმ პაკეტს. პრემიუმ პაკეტი მომხმარებლებს აძლევს დამატებით შესაძლებლობებს, როგორიცაა: შეტყობინებების მიღება, გაფართოებული ძიება და ა.შ.

Academia.edu-ს აქვს ორი სახის შეთავაზება რაც მოიცავს როგორც ძიებას, მსგავსი კვლევების მარტივად მოძიება და ჩამოტვირთვას, რეზიუმეების, სტიპენდიებისა და გრანტების მარტივი მიძიებას, განახლებულ ავტომატურ უკუკავშირებსა და ანგარიშებს, მკვლევრის  კვლევით დაინტერესებული უნივერსიტეტების, სათაურის და ლოკაციის მარტივი მოძიებას, აკადემიურ პროფილზე მორგებულ პირად ვებსაიტს, ინფორმაციის მოძიებას მასზე თუ ვინ კითხულობს თქვენს ვებსაიტს.

ვიზიტორები, რომლებიც იყენებენ Academia.edu-ს, წარმოადგენენ მეცნიერებს,  პროფესიონალებსა და სტუდენტებს. ვებ-გვერდის ყოველთვიურ ვიზიტორთა რაოდენობა 102 მილიონზე მეტია.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Academia.edu