Creative Commons

ლიცენზირების ტიპები

 

Creative Commons ლიცენზიები ყველას, როგორც ინდივიდუალურ პირებს ასევე მსხვილ ინსტიტუციებს საშუალებას აძლევს სტანდარტიზირებული გზით დართონ საზოგადოებას მათი ნამუშევრის გამოყენების უფლება.

ნამუშევარზე არსებული Creative Commons სიმბოლო გარეშე პირს კარნახობს, თუ რა უფლებები გააჩნია მას ნაშრომთან მიმართებით.

 

Creative Commons ლიცენზიის ტიპები

სულ არსებობს ექვსი ლიცენზიის ტიპი. ჩამონათვალი იწყება ყველაზე თავისუფალი ლიცენზიით და სრულდება ყველაზე შემზღუდავი ლიცენზიის ტიპით.

 

CC BY: მოცემული ლიცენზია მომხმარებელს უფლებას აძლევს გაავრცელოს, განავითაროს და მოახდინოს ნაშრომის ადაპტირება ნებისმიერი მედიუმისა და ფორმატის ფარგლებში, იმ პირობით, რომ მოხდება მასალის ავტორის მოხსენიება. ლიცენზია მომხმარებელს ნებას რთავს მასალის კომერციულ გამოყენებაზე. 

 CC BY ლიცენზიის ძირითადი პირობები:

  • უნდა მოხდეს ავტორის მოხსენიება

 

CC BY-SA: მოცემული ლიცენზია მომხმარებელს უფლებას აძლევს გაავრცელოს, განავითაროს და მოახდინოს ნაშრომის ადაპტირება ნებისმიერი მედიუმისა და ფორმატის ფარგლებში, იმ პირობით, რომ მოხდება მასალის ავტორის მოხსენიება. ლიცენზია მომხმარებელს ნებას რთავს მასალის კომერციულ გამოყენებაზე. თუ მოხმარებელი განავითარებს ან მოახდენს მასალის ადაპტირებას, მიღებული მასალა უნდა იყოს ლიცენზირებული იდენტური პირობებით ანუ იმავე ლიცენზიით.

CC BY-SA ლიცენზიის ძირითადი პირობები:

  • უნდა მოხდეს ავტორის მოხსენიება
  • ადაპტაციების გავრცელება უნდა მოხდეს ლიცენზირების იმავე პირობებით


CC BY-NC: მოცემული ლიცენზია მომხმარებელს უფლებას აძლევს გაავრცელოს, განავითაროს და მოახდინოს ნაშრომის ადაპტირება ნებისმიერი მედიუმისა და ფორმატის ფარგლებში მხოლოდ არაკომერციული მიზნებისთვის და იმ პირობით, რომ მოხდება მასალის ავტორის მოხსენიება. 

 CC BY-NC ლიცენზიის ძირითადი პირობები:

  • უნდა მოხდეს ავტორის მოხსენიება
  • ნებადართულია მასალის მხოლოდ არაკომერციული გამოყენება

 

CC BY-NC-SA: მოცემული ლიცენზია მომხმარებელს უფლებას აძლევს გაავრცელოს, განავითაროს და მოახდინოს ნაშრომის ადაპტირება ნებისმიერი მედიუმისა და ფორმატის ფარგლებში მხოლოდ არაკომერციული მიზნებისთვის და იმ პირობით, რომ მოხდება მასალის ავტორის მოხსენიება.თუ მოხმარებელი განავითარებს ან მოახდენს მასალის ადაპტირებას, მიღებული მასალა უნდა იყოს ლიცენზირებული იდენტური პირობებით ანუ იმავე ლიცენზიით.

 CC BY-NC-SA ლიცენზიის ძირითადი პირობები:

  • უნდა მოხდეს ავტორის მოხსენიება
  • ნებადართულია მასალის მხოლოდ არაკომერციული გამოყენება
  • ადაპტაციების გავრცელება უნდა მოხდეს ლიცენზირების იმავე პირობებით

 

CC BY-ND: მოცემული ლიცენზია მომხმარებელს უფლებას აძლევს მოახდინოს მასალის დუბლირება და გავრცელება ნებისმიერი მედიუმისა და ფორმატის ფარგლებში მხოლოდ არაადაპტირებული ფორმით და მხოლოდ იმ პირობით რომ მოხდება მასალის ავტორის მოხსენიება. ლიცენზია მომხმარებელს ნებას რთავს მასალის კომერციულ გამოყენებაზე. 

 CC BY-ND ლიცენზიის ძირითადი პირობები:

  • უნდა მოხდეს ავტორის მოხსენიება
  • არ არის ნებადართული მასალის ადაპტირება

 

CC BY-NC-ND: მოცემული ლიცენზია მომხმარებელს უფლებას აძლევს მოახდინოს მასალის დუბლირება და გავრცელება ნებისმიერი მედიუმისა და ფორმატის ფარგლებში მხოლოდ არაადაპტირებული ფორმით და მხოლოდ არაკომერციული გამოყენებისთვის და იმ პირობით, რომ მოხდება მასალის ავტორის მოხსენიება.

 CC BY-NC-ND ლიცენზიის ძირითადი პირობები:

  • უნდა მოხდეს ავტორის მოხსენიება
  • ნებადართულია მასალის მხოლოდ არაკომერციული გამოყენება
  • არ არის ნებადართული მასალის ადაპტირება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ CC Licences