DOAJ
DOAJ
აპლიკაციის გზამკვლევი
ჟურნალის ინდექსაციის მინიმალური კრიტერიუმები:
რა ტიპის ჟურნალებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია?
აპლიკაცია შეუძლია შეავსოს ნებისმიერ ენაზე მოქმედმა ღია წვდომის ჟურნალმა
ჟურნალი რეგულარულად უნდა აქვეყნებდეს სამეცნიერო სტატიებს
- მისაღებია ყველა სამეცნიერო სფეროში მოქმედი ჟურნალი
- წელიწადის განმავლობაში ჟურნალი უნდა აქვეყნებდეს მინიმუმ 5 სამეცნიერო სტატიას
- ჟურნალის პირველადი სამიზნე აუდიტორიას უნდა წარმოადგენდნენ მეცნიერები და მკვლევარები
ახალი შექმნილი ჟურნალებისთვის
- აპლიკაციის შევსებამდე, ჟურნალმა უნდა დაამტკიცოს, რომ გააჩნია მინიმუმ ერთი წლის საგამომცემლო ისტორია ან გამოქვეყნებული აქვს მინიმუმ 10 სამეცნიერო სტატია
- დამატებით მოქმედებს მოთხოვნა, რომ ჟურნალი ყოველწლიურად გამოსცემდეს 5 სამეცნიერო სტატიას
ღია წვდომის ტიპი
DOAJ იღებს მხოლოდ ღია წვდომის ჟურნალებს
ღია წვდომის ჟურნალებად განსაზღვრულია ჟურნალები, რომელთა წვდომის პოლიტიკის თანახმადაც, სამეცნიერო ნაშრომის საავტორო უფლების მქონე პირი ღია ნებართვის მეშვეობით (Creative Commons ან მისი ექვივალენტური) გადასცემს გამოყენების უფლებას მესამე პირს. ღია წვდომა გულისხმობს დაუყოვნებელ თავისუფალ წვდომას სამეცნიერო ნაშრომზე და მომხმარებელს უფლებას აძლევს წაიკითხოს, გადმოწეროს, გადაიღოს ასლი, გაავრცელოს, დაბეჭდოს, მოიძიოს და ნაშრომი გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივად ნებადართული წესის შესაბამისად.
ჟურნალის ვებ-გვერდზე უნდა იკითხებოდეს ჟურნალის ღია წვდომის განაცხადი, რათა დადასტურდეს, რომ ჟურნალი შეესაბამება ღია წვდომის იმ განსაზღვრებას, რომელსაც ეყრდნობა DOAJ.
ჟურნალში არსებული სტატიები უნდა ექვემდებარებოდეს დაუყოვნებელ თავისუფალ, ღია წვდომას გამოქვეყნებისთანავე, რაც ნიშნავს, შემდეგს:
- სტატიაზე არ არსებობს ემბარგო პერიოდი
- სტატიის წასაკითხად ჟურნალი არ ითხოვს მომხმარებლების რეგისტრაციას
- ჟურნალის ბეჭდური ვერსიისთვის საფასურის გადახდა ნებადართულია
ჟურნალის ვებ-გვერდი
ჟურნალს უნდა გააჩნდეს საკუთარი URL და მთავარი გვერდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი წერტილიდან
ვებ-გვერდი ნავიგაციის თვალსაზრისით უნდა იყოს კომფორტული
ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს იმ გაიდლაინებს, რომლებიც აღწერილია განაცხადში ‘გამჭვირვალობისა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები სამეცნიერო საგამომცემლო საქმეში‘
თითოეული სტატია უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც ინდივიდუალური, სრული ტექსტის მქონე სტატია
- თითოეულ სტატიას უნდა გააჩნდეს უნიკალური URL
- სტატია ატვირთული იყოს PDF ან/და HTML ფორმატში
აგრესიული რეკლამის შემცველი ჟურნალების აპლიკაციები არ განიხილება
DOAJ არ ემხრობა იმპაქტ ფაქტორების გამოყენებას. თუმცა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ერთადერთი ოფიციალური იმპაქტ ფაქტორი არის Clarivate-ის მიერ დადგენილი იმპაქტ ფაქტორი. ჟურნალებმა არ უნდა წარმოაჩინონ Clarivate-ის გარდა სხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი იმპაქტ ფაქტორები ან მსგავსი მეტრიკები.
არ არის აუცილებელი, რომ ჟურნალის გვერდი გარდა ორიგინალი ენისა ხელმისაწვდომი იყოს ინგლისურ ენაზეც. თუკი ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ყველა ენაზე უნდა იყოს ერთმანეთის ანალოგიური.
ჟურნალის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- ღია წვდომის პოლიტიკა
- მიზნები
- სარედაქციო კოლეგია (ყველა წევრის აფილაციის მითითებით)
- ავტორთა გაიდლაინი
- სარედაქციო პროცესი (რეფერირების ტიპის მითითებით)
- ლიცენზირების პირობები
- საავტორო უფლების პირობები
- ავტორის გადასახადი
იმ შემთხვევაში თუკი ჟურნალს არ აქვს ავტორებისთვის დაწესებული გადასახადი, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული
იმ შემთხვევაში თუკი ჟურნალს აქვს ავტორებისთვის დაწესებული გადასახადი, გადასახადების ტიპები სტატიის მიღების პროცესიდან გამოქვეყნების პროცესამდე გამჭვირვალედ უნდა იყოს მითითებული
საკონტაქტო დეტალები
საკონტაქტი დეტალებში მოცემული უნდა იყოს ჟურნალის სახელწოდება და ელ.ფოსტა
აპლიკაციაში და ჟურნალის ვებ-გვერდზე მითითებული უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელშიც რეგისტრირებულია და საქმიანობს გამომცემელი
ISSN
ჟურნალს უნდა გააჩნდეს ერთი მაინც ISSN ნომერი (საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი), რომელიც რეგისტრირებულია და იძებნება ვებ-მისამართზე www.issn.org
ISSN მითითებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე
აპლიკაციაში და ვებ-გვერდზე მითითებული ჟურნალის სახელწოდება უნდა ემთხვეოდეს www.issn.org-ზე მოძიებად ჟურნალის სახელწოდებას
ხარისხის კონტროლის პროცესი
ჟურნალს უნდა ჰყავდეს რედაქტორი და გააჩნდეს სარედაქციო კოლეგია
სარედაქციო კოლეგიის წევრთა ჩამონათვალი განთავსებული უნდა იყოს ჟურნალის ვებ-გვერდზე
ყველა რედაქტორისა და სარედაქციო კოლეგიის წევრთა სახელები და აფილაციები ასევე უნდა იყოს მითითებული ჟურნალის ვებ-გვერდზე
სარედაქციო კოლეგია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 5 წევრისაგან. რეკომენდირებულია, რომ სარედაქციო კოლეგიის ყველა წევრი არ წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ინსტიტუციას
გამოქვეყნებამდე ყველა სტატიამ უნდა გაიაროს ხარისხის კონტროლის სისტემა (რეფერირების პროცესი)
რეფერირების ტიპი და პროცესი ნათლად უნდა იყოს აღწერილი ჟურნალის ვებ-გვერდზე
პლაგიარიზმის აღმომჩენი სერვისი გამოყენება რეკომენდირებულია, მაგრამ არ არის აუცილებელია DOAJ-ში ინდექსირებისათვის
ენდოგენურობა უნდა იყოს მინიმიზირებული
ჟურნალის ბოლო ორ ნომერზე დაყრდნობით მაინც, იმ გამოქვეყნებულ სტატიათა წილი, სადაც სულ მცირე ერთ-ერთი ავტორი მაინც არის ასევე რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი რეცენზენტი ან ჟურნალის გამომცემელ ინსტიტუციასთან აფილირებული, არ უნდა აღემატებოდეს ჟურნალის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიათა 20%-ს
ლიცენზირება
ვებ-გვერდზე ნათლად უნდა იყოს მითითებული ნაშრომის გამოყენების ლიცენზიის პირობები
ამ მიზნებისთვის DOAJ რეკომენდაციას უწევს Creative Commons ლიცენზიების გამოყენებას
იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამოყენებული Creative Commons ლიცენზიას, გამოყენებულ უნდა იქნას მსგავსი პირობების ლიცენზია
- ვებ-გვერდზე დეტალურად უნდა იქნას აღწერილი ლიცენზიის პირობები
რეკომენდირებულია, რომ ლიცენზირების ინფორმაცია ასევე ჩანდეს სტატიებში, თუმცა DOAJ-ში ინდექსირებისთვის ეს არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას
საავტორო უფლება
ვებ-გვერზე ნათლად უნდა იყოს მითითებული საავტორო უფლების პირობები და მოცემული პუნქტი გამოყოფილი უნდა იყოს ლიცენზირების პირობებისგან
საავტორო უფლების პირობები არ უნდა მოდიოდნენ წინააღმდეგობაში ლიცენზირების პირობებთან ან ღია წვდომის პოლიტიკასთან
- მაგალითად “All rights reserved” ვერასდროს იქნება შესაბამისი ღია წვდომით გამოქვეყნებული კონტენტისთვის
აპლიკაციის პროცესი
აპლიკაცის უნდა შეავსოთ ონლაინ, DOAJ ოფიციალურ საიტზე
აპლიკაცია ითვლება გაგზავნილად, როდესაც მიიღებთ აპლიკაციის დადასტურების წერილს ელ.ფოსტაზე. თუ აპლიკაციას შეავსებთ, მაგრამ არ მიიღებთ წერილს, გთხოვთ დაუკავშირდეთ DOAJ-ს.
თქვენი აპლიკაცია უნდა განიხილოს რედაქტორმა. თქვენ შესაძლოა მიიღოთ წერილი აპლიკაციის განხილვის პროცესის დაწყების შესახებ
აპლიკაციის განხილვის პროცესში თქვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ რედაქტორი. გთხოვთ უპასუხოთ რედაქტორის ყველა შეკითხვას, ეს დაეხმარება აპლიკაციის პროცესს. გახსოვდეთ, რომ DOAJ ავტომატურად უარყოფს თქვენს აპლიკაციას, თუ რედაქტორის მიერ თქვენთვის გამოგზავნილ შეკითხვას ერთ თვეზე მეტი ხნით დატოვებთ უპასუხოდ
თუ თქვენი აპლიკაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, თქვენ ამის შესახებ მიიღებთ წერილს
პერიოდი აპლიკაციის გაგზავნიდან გადაწყვეტილების მიღებამდე
პერიოდი მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად თანამშრომლობს აპლიკანტი რედაქტორთან. საშუალოდ აპლიკაციის გაგზავნიდან საბოლოო გადაწყვეტილებამე პერიოდი სამ თვემდე მერყეობს
თუ თქვენი აპლიკაცია უარყოფილია
ასეთ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წერილს, სადაც ჩამოთვლილი იქნება ჟურნალის უარყოფის მიზეზები. მომდევნო აპლიკაციის გაგზავნის უფლება გექნებათ უარყოფის წერილის მიღებიდან 6 თვის შემდეგ
თუ თქვენი აპლიკაციის უარყოფა მოხდა დაუდასტურებელი ISSN ნომრის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ ხელახლა გაგზავნოთ აპლიკაცია უარყოფის წერილის მიღებიდან 3 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც მოხდება ISSN ნომრის დადასტურება
თქვენი პასუხისმგებლობაა აპლიკაციის შევსებისას ზუსტი ინფორმაციის მითითება. ის აპლიკაციები, რომლებიც შეიცავენ არაზუსტ ან მცდარ ინფორმაციას ან აპლიკაციები, რომლებიც არასრულად არის შევსებული ავტომატურად უარყოფილია. იმ შემთხვევაში, თუ DOAJ აღმოაჩენს, რომ თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი, თქვენ შესაძლოა დაკარგოთ აპლიკაციის ხელახლა გაგზავნის უფლება 3 წლის ვადით
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: DOAJ