Erih Plus
ERIH PLUS
მინიმალური კრიტერიუმები
ERIH PLUS სიაში შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სამეცნიერო პერიოდული გამოცემების/ჟურნალების ინდექსირება. ამ ეტაპზე წიგნები, მონოგრაფიები და კონფერენციის მასალები ბაზაში არ ინდექსირდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ERIH PLUS-ის მიღების პროცედურების თანახმად, ჟურნალის შეფასება ხდება ჟურნალის ბოლო ორი წლის მანძილზე გამოცემული ნომრების საფუძველზე (იხილეთ პუნქტები 5 და 6). შესაბამისად, იმისთვის რომ მოხდეს ჟურნალის შეფასება, ჟურნალს უნდა გააჩნდეს როგორც მინიმუმ ორი წლიანი პუბლიკაციის ისტორია. ზემოთთქმული წარმოადგენს მინიმალურ კრიტერიუმს.
ERIH PLUS სხვა მინიმალური კრიტერიუმებია :
- ჟურნალს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ აღწერილი გარე/დამოუკიდებელი რეფერირების პროცედურის აღწერა. როგორც მინიმუმ, ჟურნალის ვებ-გვერდზე აღწერილი უნდა იყოს, თუ როგორ უზრუნველყოფს რეფერირების პროცესი რეცენზენტების ავტორებისაგან დამოუკიდებლობას ანუ იმას, რომ რეცენზენტები და ავტორები სხვადასხვა ინსტიტუტებს წარმოადგენდნენ.
- ჟურნალის ვებ-გვერდზე მითითებული უნდა იყოს სარედაქციო კოლეგიის წევრთა ჩამონათვალი, მათი საუნივერსიტეტო აფილაციების ან სხვა დამოუკიდებელი საკვლევი ინსტიტუტების მითითებით.
- ჟურნალს უნდა გააჩნდეს ვალიდური ISSN, რომელიც გადამოწმებადიაISSN საერთაშორისო პორტალზე. გაითვალისწინეთ, რომ ჟურნალები, რომელთაც მითითებული აქვთ “assigned to a publication but not yet confirmed” (მინიჭებულია პუბლიკაციისთვის მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული) ან “free ISSN” (თავისუფალი ISSN) არ განიხილება.
- ყველა სტატიას თან უნდა ახლდეს აბსტრაქტი ინგლისურ ან/და სფეროსთვის რელევანტურ სხვა საერთაშორისო ენაზე. ვინაიდანERIH PLUS-ის გუნდს ესაჭიროება აბსტრაქტებზე წვდომა ჟურნალის შეფასების მიზნით, აბსტრაქტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ონლაინ.
- ყველა სტატიას თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ მინიმუმ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ ნომრებში: სახელი, გვარი და აფილაცია. ERIH PLUS ასევე რეკომენდაციას აძლევს ჟურნალებს, მიუთითონ ავტორის მისამართი (ელ-ფოსტა ან საფოსტო ინდექსი).
- ჟურნალში გამოქვეყნებულ ავტორთა არა უმეტეს ორი მესამედისა უნდა იყოს ერთსა და იმავე ინსტიტუტიდან. ჟურნალის ავტორთა ანალიზი და შეფასება ხდება ჟურნალის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნომრების საფუძველზე.
რადგან ERIH PLUS მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ყველა ზემოთ მითითებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჟურნალის ვებ-გვერდზე.
ERIH PLUS განიხილავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში არსებულ ნებისმიერ ჟურნალს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ კრიტერიუმებს. თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო ჟურნალებს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჟურნალი გამოიცემა ევროპის გარეთ), რომლებიც გამოიყენება ევროპელი მკვლევარების მიერ.
ჟურნალის განაცხადის გამოგზავნამდე გთხოვთ გაეცნოთ ჟურნალის მიღების პროცედურას.
შეფასების სხვა კრიტერიუმები
ჟურნალის შეფასების მინიმალური კრიტერიუმების გარდა, ჩვენ ასევე ვაანალიზებთ დამატებით კრიტერიუმებს, რომლებმაც შესაძლოა ჟურნალის სრული შეფასების პროცესში საკუთარი როლი ითამაშონ.
- ინდექსირებულია თუ არა ჟურნალი სხვა ბაზებში?
- არის თუ არა ჟურნალი ღია წვდომაში და რეგისტრირებულია თუ არა ბაზებში DOAJდა/ან Sherpa/Romeo?
- გააჩნია თუ არა ჟურნალს APC? თუ გააჩნია, არის ის დაბალი თუ მაღალი?
- გააჩნია თუ არა ჟურნალს ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი (DOI) ან არის თუ არა ის Crossref-ის წევრი?
- ვინ არიან ჟურნალის ავტორები?
- პუბლიკაციის ისტორია
- აკადემიური საგამომცემლო საქმიანობის სხვა ფორმალური ასპექტები
- ვინ არის ჟურნალის სამიზნე აუდიტორია?
ჟურნალის მიღების პროცედურა
ERIH PLUS-ში ახალი სამეცნიერო ჟურნალის შეფასება და მიღება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. წიგნები, მონოგრაფიები და კონფერენციის მასალები ამ ეტაპზე ბაზაში არ მიიღება.
პრიორიტეტი ენიჭება ჟურნალის იმ აპლიკაციებს, რომლებიც გამოგზავნილია მეცნიერებისა და მკვლევარების, ჟურნალების რედაქტორების, ბიბლიოთეკარების, სამეცნიერო საზოგადოებებების წევრებისა და უნივერსიტეტებთან აფილირებული პირების მიერ.
აპლიკაციის გაგზავნა ხდება ონლაინ აპლიკაციის ფორმის მეშვეობით. ERIH PLUS-ში აპლიკაციის პირველად გაგზავნის შემთხვევაში, აუცილებელია მოხდეს მომხმარებლის რეგისტრაცია. იმისთვის, რომ ახალი ჟურნალის განხილვის პროცესი დაიწყოს, აპლიკაცია უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- ვალიდური ISSN კოდი (დამტკიცებული ISSN საერთაშორისო პორტალის მიერ), ჟურნალის სახელწოდება, ჟურნალის URL (ვებ-გვერდი) და ენა.
- ჟურნალის სამეცნიერო მიმართულებები (სამეცნიერო მიმართულებების სანახავად, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზეERIH PLUS - სამეცნიერო მიმართულებები). შესაძლებელია, მიუთითოთ ერთზე მეტი მიმართულება.
რადგან ERIH PLUS ხელს უწყობს გამჭვირვალობას, ამიტომ ყველა ის ინფორმაცია, რომელთა გადამოწმებაც აუცილებელია ჟურნალის ERIH PLUS-ის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისთვის, საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჟურნალის ვებ-გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ არის საკმარისი, ჟურნალის აპლიკაციის გამომგზავნი ERIH PLUS-ის გუნდისგან მიიღებს წერილს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კრიტერიუმთან დაკავშირებით არის აუცილებელი ინფორმაციის დამატება/დაზუსტება. ჟურნალის აპლიკაციის განხილვა შეჩერდება მანამ, სანამ ჟურნალის ვებ-გვერდზე არ დაემატება მოთხოვნილი ინფორმაცია.
ყველა ჟურნალის აპლიკაცია გადის სტანდარტულ გზას
- ჟურნალის აპლიკაციაში მითითებული ISSN გადამოწმებადი უნდა იყოსISSN საერთაშორისო პორტალზე. გაითვალისწინეთ, რომ ჟურნალები, რომელთაც მითითებული აქვთ “assigned to a publication but not yet confirmed” (მინიჭებულია პუბლიკაციისთვის მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული) ან “free ISSN” (თავისუფალი ISSN) არ განიხილება.
- ჟურნალი მოწმდება ახალი ჟურნალების მიღების მინიმალური და შეფასების სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ERIH PLUS-ის გუნდი ამოწმებს, ხელმისაწვდომია თუ არა ინფორმაცია ჟურნალის ვებ-გვერდზე შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- სრულყოფილად არის თუ არა აღწერილი ჟურნალის გარე/დამოუკიდებელი რეფერირირების პროცესი
- მითითებული არის თუ არა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია და მათი აფილაციები
- მოცემული არის თუ არა სტატიის აბსტრაქტები ინგლისურ ან სამეცნიერო დარგისთვის რელევანტურ სხვა საერთაშორისო ენაზე
- მითითებული არის თუ არა ავტორთა აფილაციები ჟურნალის მინიმუმ ბოლო ორი წლის ნომერში
ჟურნალის საავტორო გუნდის ტიპის შეფასება ხდება ჟურნალის ბოლო ორი წლის ნომრის მიხედვით და დგინდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ჟურნალის საავტორო გუნდი არის საერთაშორისო, როდესაც ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიათა ორ მესამედზე ნაკლები არის დაწერილი ერთი ქვეყნის ინსტუტუციებთან აფილირებილი ავტორების მიერ.
- ჟურნალის საავტორო გუნდი არის ეროვნული, როდესაც ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიათა ორ მესამედზე მეტი არის დაწერილი ერთი ქვეყნის ინსტუტიციებთან აფილირებული ავტორების მიერ.
- ჟურნალის საავტორო გუნდი არის ლოკალური, როდესაც ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიათა ორ მესამედზე მეტი არის დაწერილი ერთსა და იმავე ინსტიტუციასთან აფილირებული ავტორების მიერ.
ლოკალური საავტორო გუნდის მქონე ჟურნალები არ მიიღება ERIH PLUS-ში. ERIH PLUS-ის პოზიციაა, რომ ჟურნალი მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული საავტორო გუნდის კრიტერიუმს, რათა გარე რეფერირების სისტემამ მუშაობა შეძლოს. სხვა შემთხვევაში ჩნდება კითხის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა გარე რეფერირების სისტემა დამაკმაყოფილებლად მუშაობდეს იმ პირობებში, როდესაც ჟურნალი უმეტესწილად წარმოადგენს საკუთარი მკვლევარების ნაშრომებს.
საავტორო გუნდის ტიპის დადგენის პროცესისთვის აუცილებელია, რომ ინფორმაცია ავტორთა აფილაციების შესახებ ( შესაბამისი უნივერსიტეტების ან სხვა დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუციების სრული სახელწოდებები) ხელმისაწვდომი იყოს ჟურნალის ვებ-გვერდზე. გთხოვთ ასევე მიუთითოთ ავტორთა მისამართები (ელ.ფოსტა ან საფოსტო მისამართი).
საავტორო გუნდის შეფასებისას ხდება მხოლოდ ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გათვალისწინება. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული თარგმანები ან წიგნის რეცენზიები საავტორო გუნდის შეფასებისას არ განიხილება.
იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ არის საკმარისი, ჟურნალის აპლიკაციის გამომგზავნი ERIH PLUS-ის გუნდისგან მიიღებს წერილს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კრიტერიუმთან დაკავშირებით არის აუცილებელი ინფორმაციის დამატება/დაზუსტება. ჟურნალის აპლიკაციის განხილვა შეჩერდება მანამ, სანამ ჟურნალის ვებ-გვერდზე არ დაემატება მოთხოვნილი ინფორმაცია.
შეფასების შედეგის მიუხედავად, ყველა ჟურნალის აპლიკაცია მიიღებს პასუხს. ახალი აპლიკაციის განხილვის საშუალო პერიოდს წარმოადგენს ოთხი თვე. ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს გააჩნია საშუალება თვალი ადევნოს აპლიკაციის პროცესს და შედეგს.
ERIH PLUS მუშაობს იმ ე.წ. ‘დისქლეიმერის’ ქვეშ, რომელიც ბაზას უფლებას აძლევს წაშალოს საკუთარი სიიდან ჟურნალები გაფრთხილების გარეშე. ასეთ ჟურნალებს ERIH PLUS-ში აპლიკაციის გაგზავნა ეკრძალებათ ორი წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Erih Plus