ზოგადი ინფორმაცია

 

CIEPS, ასევე ცნობილი როგორც ISSN საერთაშორისო ცენტრი წარმოდგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო დონეზე მართავს, როგორც ბეჭდური ასევე ონლაინ სერიული გამოცემებისა და მიმდინარე რესურსების იდენტიფიკაციასა და აღწერას.

ISSN საერთაშორისო ცენტრი კოორდინაციას უწევს წევრი ქვეყნების საქმიანობას, ის ასევე პასუხისმგებელია ISSN-ების მინიჭებაზე. ISSN საერთაშორისო ცენტრში დღესდღეობით გაერთიანებულია 93  ქვეყანა.

 

რას წარმოდგენს ISSN

 

ISSN (საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი) არის რვანიშნა მაიდენტიფიცირებელი კოდი, რომელიც ენიჭება როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ სერიულ გამოცემებს. 

რა ტიპის გამოცემებს ეხება ISSN:

  • გაზეთები
  • წლიური გამოცემები (ანგარიშები, სიები და ა.შ.)
  • ჟურნალები
  • სამეცნიერო ჟურნალები
  • კოლექციები
  • საიტები,
  • მონაცემთა ბაზები
  • ბლოგები და ა.შ.

ბევრ ქვეყანაში ISSN სავალდებულოა ყველა საგნობრივი გამოცემის გამოქვეყნების დროს.

 

ISSN - ფორმატი

 

ISSN წარმოადგენს ოთხციფრიან დეფისით გამოყოფილ ორი სხვადასხვა ჯგუფის აკრონიმის ფორმას; მისი მერვე ციფრი არის საკონტროლო ციფრი, რომელიც გამოითვლება 11 მოდულის ალგორითმის მიხედვით 7 წინა ციფრის საფუძველზე, ეს ციფრი შეიძლება იყოს "X" იმ შემთხევაში თუ გამოთვლის შედეგი უდრის "10"-ს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაურკვევლობა.

მაგ:  ISSN 0317-8471

        ISSN 1050-124X

 

რა არის ISSN ფუნქცია?

 

ISSN-ის ფუნქცია არის გამოცემის იდენტიფიცირება. ეს არის ციფრული კოდი ყოველგვარი მნიშვნელობების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ:

ISSN არ შეიცავს ინფორმაციას გამოცემის შექმნის, ან შინაარსის შესახებ და არ იძლევა გარანტს შინაარსის ხარისხსა და/ან მის ვალიდურობაზე.

 ISSN ასოცირებულია გამოცემის სათაურთან; ხოლო თუ გამოცემა მნიშვნელოვნად შეიცვალება მას ენიჭება ახალი ISSN.

 

სად უნდა იყოს მინიშნებული ISSN

 

ბეჭდური გამოცემისთვის:

  • სასურველია, გარეკანის ზედა მარჯვენა კუთხეში;
  • დანარჩენ შემთხვევაში შესაძლოა დავიტანოთ იმ გვერდებზე, სადაც ნაჩვენებია რედაქტორის შესახებ ინფორმაცია (გამომცემელი, გამოცემის სიხშირე, გამომცემლობის ემბლემადა ა.შ.).

 

ელექტრონული გამოცემისთვის:

  • მთავარ გვერდზე ან მთავარ მენიუში, თუ ეს არის ონლაინ გამოცემა;
  • ნებისმიერ ძირითად, თვალით ხილულ ნაწილთან (მიკროფიშის სათაურთან, CD-Rom or DVD label, box, case, და ა.შ.), გამოცემის ფიზიკურად არსებობის შემთხვევაში.

 

თუ პუბლიკაცია იდენტიფიცირებულია როგორც ISSN ისე ISBN იდენტიფიკატორით, ორივე ეს იდენტიფიკატორი უნდა იყოს მითითებული.

 

როგორ მივიღოთ ISSN/E-ISSN სერიული გამოცემისთვის?

 

საქართველოში ISSN საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი არის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ბეჭდური და ელექტრონული ISSN იდენტიფიკატორის დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილებას.

საკონტაქტო ინფორმაცია