OJS  ზოგადი ინფორმაცია

Open Journal Systems (OJS) არის ღია პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო ჟურნალების მართვისა და გამოცემისთვის. სისტემა თავდაპირველად შეიქმნა PKP (Public knowledge Project)-ის მიერ 2001 წელს სამეცნიერო პუბლიკაციებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით. ამ სისტემას დაახლოებით 25,000-ზე მეტი ჟურნალი იყენებს მთელ მსოფლიოში. 

OJS მახასიათებლები

OJS არის მულტიფუნქციური ინსტრუმენტი. იგი იძლევა საშუალებას რომ სრული სარედაქციო პროცესი - რედაქციის მიერ ხელნაწერის მიღებიდან მის გამოქვეყნებამდე სისტემაში წარმართოთ. ასევე იძლევა სწრაფი გამოქვეყნების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გსურთ სისტემაში სარედაქციო პროცესის წარმართვა და გსურთ მხოლოდ მზა ფაილების ატვირთვა და გამოქვეყნება თქვენი ჟურნალის გვერდზე. OJS არის მრავალენოვანი და გააჩნია ქართულ ენაზე თარგმანიც.

პლატფორმა რეკომენდირებულია და გათვლილია სპეციფიკურად სამეცნიერო ჟურნალებზე, რადგან მასში არსებული მასალები სპეციალური პლაგინის მეშვეობით მარტივად ინდექსირება Google Scholar-ის მიერ.

სისტემას ახლავს ვრცელი მომხმარებლის გზამკვლევი და სასწავლო ვიდეოები.

OJS-გზამკვლევები


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: OJS