ORCID
ზოგადი ინფორმაცია
ORCID არის მკვლევარის იდენტიფიკატორი. აბრევიატურა იშიფრება, როგორც მკვლევარებისა და მათი თანაავტორების ღია იდენტიფიკატორი (Open Researcher and Contributor ID).
ORCID არის გლობალური, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია წევრ ორგანიზაციებზე მხარდაჭერით. იგი წარმოდგენილია დირექტორთა საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციად, რომელშიც მოღვაწეობს დაინტერესებულ მხარეთა ფართო წარმომადგენლობა. ORCID-ს, როგორც პლატფორმას, აქვს მცოდნე სპეციალსტთა და პროფესიონალთა მყარი მხარდაჭერა.
ORCID-ის ხედვა არის სამყაროში ყველა მკვლევარის, სტიპენდიანტის და ინოვატორის იდენტიფიცირება და ცალსახად ერთ სივრცეში დაკავშირება თანაავტორებთან, მათივე დისციპლინებში.
ORCID ცდილობს უზრუნველყოს გამჭვირვალე და სანდო კავშირები მკვლევარებისა და მათი თანაავტორების მოღვაწეობის სფეროებს შორის, რათა შექმნას უნიკალური და მუდმივი იდენტიფიკატორი, რომელიც გამოიყენება მომავალში ინდივიდების კვლევის, სტიპენდიებისა და ინოვაციების დროს აქტივობებში.
ORCID-ში დიდი ყურადღება ეთმობა კონფიდენციალურობას. მკვლევრების მიერ ORCID-ში შეტანილი, ან მათ მიერ მოთხოვნილი ყველა მონაცემი შემდგომ ხელმისაწვდომი ხდება სტანდარტულ ფორმატში უფასო ჩამოტვირთვისთვის (მკვლევარების პირადი კონფიდენციალურობის პარამეტრების გათვალისწინებით).
ORCID სერვისები
ORCID გთავაზობთ ორ მთავარ სერვისს. პირველ რიგში ORCID რეგისტრაციისას გაძლევთ, უფასო, უნიკალურ და მუდმივ იდენტიფიკატორს. ამას გარდა ORCID გაძლევთ საშუალებას თქვენს პროფილზე ატვირთოთ ნაშრომები თქვენი ავტორობით ან თანაავტორობით.
თქვენ საშუალება გეძლევათ თქვენივე ORCID ID გამოიყენოთ ორგანიზაციებთან კავშირების გასააქტიურებლად, რაც საბოლოოდ გაზრდის თქვენს ხილვადობას. ეს საშუალებას მოგცემთ გაუზიაროთ ინფორმაცია გამომცემლებს, დამფინანსებლებს და კვლევით ორგანიზაციებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Orcid