ResearchGate- უფასო პლატფორმა მკვლევართათვის და მისი აქტუალურობა

 

ResearchGate არის პროფესიული უფასო სოციალური ქსელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 20 000 000-ზე მეტ მკვლევარს აკავშირებს. მისი დახმარებით მკვლევარები მარტივად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ სამეცნიერო ცოდნასა და გამოცდილებას. 

ResearchGate ეხმარება მკვლევარს მოიძიოს მისი კვლევისთვის რელევანტური პუბლიკაციები, აგრეთვე გახადოს საკუთარი პუბლიკაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი.

მკვლევარის ჩართულობა და ResearchGate-ის მნიშვნელოვანი ფუნქციები:

  • დაუკავშირდით თქვენს სფეროში თქვენთვის რელევანტურ კოლეგებს, თანაავტორებს და სპეციალისტებს
  • დაამატეთ თქვენი კვლევა თქვენს პროფილზე, რათა ის აღმოაჩინოს სხვა მკვლევარმა
  • დაამატეთ თქვენი მიმდინარე პროექტი თქვენს პროფილზე, რათა მარტივად მიიღოთ ყველა განახლება და უკუკავშირი თქვენს კვლევასთან დაკავშირებით
  • მიიღეთ წვდომა ქსელიდან თქვენივე სფეროში არსებულ პუბლიკაციებსა და სხვა კვლევებზე
  • დასვით კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვები და მიიღეთ პასუხები ექსპერტებისგან
  • უპასუხეთ თქვენს პროფილზე შემოსულ შეკითხვებს და ამით გაუზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება სხვებს
  • მიიღეთ სტატისტიკა თქვენი ნამუშევრის შესახებ და გაარკვიეთ, ვინ კითხულობს და ციტირებს მას
  • მოიძიეთ თქვენი პროფილისთვის რელევანტური პუბლიკაციები
  • გააზიარეთ თქვენი უკვე მომზადებული პრეპრინტები და სხვა წინასწარ ჩატარებული სამუშაოები, რათა მიიღოთ დროული უკუკავშირი სხვა მეცნიერებისგან თქვენი ნაშრომის გამოქვეყნებამდე

გაითვალისწინეთ

ResearchGate არ არის გამომცემელბა და არ ღებულობს სტატიებს, ან ნაშრომებს გამოსაქვეყნებლად. ResearchGate-ზე წევრებს უფლება აქვთ საკუთარ პროფილზე მოათავსონ ყველა საკუთარი პუბლიკაცია, შეინახონ პირადი ასლები და მომავალში საჯაროდ გახადონ ხელმისაწვდომი მათი გამოქვეყნებული, თუ გამოუქვეყნებელი ნამუშევრები – თუ მათ ამის უფლება აქვთ.

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას:

  • პროფილებს სადაც მკვლევარის ფოტოა ატვირთული საშუალოდ 150%-ით მეტი ნახვა აქვს, ვიდრე პროფილს ფოტოს გარეშე, ამიტომ დაამატოთ თქვენი ფოტო პირველივე დღიდან.
  • დაამატეთ თქვენი კვალიფიკაცია და ჩატარებული ექსპერიმენტები (თუ ეს შესაძლებელია), რათა სხვა მკვლევარბმა და პოტენციურმა თანაავტორებმა გაარკვიონ, თუ რის შესახებ არის თქვენი კვლევა.
  • დაამატეთ თქვენი ინსტიტუციის დასახელება და დეპარტამენტი, რათა დაუკავშირდეთ ResearchGate-ზე დარეგისტრირებულ ნაცნობ ადამიანებს.
  • თქვენი პროფილის რედაქტირების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ  - Account settings

გაითვალისწინეთ

თქვენი „კედელი“ (home feed) არის ადგილი, სადაც აღმოაჩენთ უახლეს კვლევებს და სხვა განახლებებს თქვენვე ქსელიდან. უბრალოდ დააწკაპუნეთ Home-ზე ნებისმიერი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში, რათა მარტივად დაუბრუნდეთ თქვენს მთავარ გვერდს.

კითხვები და პასუხები - Q&A - არის ის „ნაწილი“, სადაც შეგიძლიათ დასვათ კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვები, მიიღოთ მათზე პასუხები უშუალოდ სპეციალისტებისგან და გაუზიაროთ თქვენი საკუთარი გამოცდილება სხვებს. თუ თქვენ არ გაქვთ შეკითხვა, შეგიძლიათ პირიქით სცადოთ, და უპასუხოთ ზოგიერთ, უკვე დასმულ შეკითხვას – ეს არის საუკეთესო გზა თქვენი ცოდნის გასაზიარებლად, სხვებთან დასაკავშირებლად და თქვენი, როგორც დარგის ექსპერტად იდენტიფიცირებისთვის.

„კითხვა-პასუხის“ Q&A ველის აღმოჩენისათვის მარტივად დააწკაპუნეთ „შეკითხვებზე“ Questions ნებისმიერი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში.

 

ResearchGate და რეკომენდაციები სამეცნიერო ჟურნალებისთვის

  • მნიშვნელოვანია ჟურნალის სტატუსის და სარედაქციო კოლეგიის შესაბამისობა (გასათვალისწინებელია - რედკოლეგიის დამტკიცების დროს ერთი ინსტიტუციიდან შესაძლოა შეირჩეს არაუმეტეს 5 სარედაქციო კოლეგიის წევრი. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ რედაქტორების კვლევები შესაბამისობაში იყოს ჟურნალის თემატიკასთან.

 

ResearchGate პლატფორმის მიზნობრივი გაშუქება 

ResearchGate არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სოციალური ქსელი და იძლევა შესაძლებლობას მოიძიოთ უცხოელი თუ ადგილობრივი ავტორები და რედაქტორები თქვენი ჟურნალისთვის ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით.

რედაქტორები შესაძლებელია შეირჩეს როგორც ჟურნალის სახელწოდებიდან, ასევე მისი საგნობრივი სფეროდან გამომდინარე. 

 

თავდაპირველად ResearchGate-ზე რეგისტრირდების დროს დაამატეთ თქვენი ნამუშევარი (ჟურნალი) თქვენივე პროფილში.

გვერდის ზედა საძიებო ველში, თქვენ უნდა შეიყვანოთ საკვანძო საძიებო მოთხოვნები. თუ თქვენ ეძებთ რედაქტორებს ან თანამშრომლებს, შეგიძლიათ სცადოთ დაამატოთ სამეცნიერო დისციპლინები, ტენდენციები, საკვანძო სიტყვები და ა.შ. ერთეულები, თავად ჟურნალის ნომრების მასალებიდან. 

ძიების შედეგებში მიიღებთ ათასობით, შესაძლოა ათიათასობით მეცნიერის პროფილების სიას, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია შესაბამის საქმიანობის სფეროსთან. შეგიძლიათ გადახედოთ სიას და იქვე იპოვოთ კოლეგები. დაკლიკეთ Skills and Expertise „კვალიფიციური გამოცდილება და ჩატარებული ექსპერიმენტები“ (ველი - რომელიც მიბმულია თითოეული მეცნიერის პროფილზე) და მიიღებთ უფრო ზუსტ მნიშვნელოვან მონაცემს. 

საბოლოოდ სიაში ხელმისაწვდომი დარჩება დარგის ყველაზე რეიტინგული სპეციალისტები, საუკეთესო ექსპერტები უმაღლესი RGScore-ით (სოციალური ქსელის შიდა რეიტინგი), რომელთა h-ინდექსი Scopus-ში ასევე პოტენციურად მაღალია.

მნიშვნელოვანია ის რომ მუშაობის ამ პროცესში საბოლოოდ გაკეთდება სარედაქციო კოლეგიის ოპტიმიზაციია! თქვენ ამ პროცესში, თავის მხრივ შექმნით ჟურნალის და კარგ სარედაქციო საზოგადოებას.

შემდეგი სვლა

თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ და გაეცნოთ სარედაქციო კოლეგიის პოტენციური წევრის ან თანაავტორის ნამუშევრებს. თქვენი მიმართულებების აცდენის შემთხვევაში ავტორს გამორიცხავთ მოცემული სიიდან და განიხილავთ ყოველ შემგედ კანდიდატურას. (მნიშვნელოვანია რომ ამ დროს მკვლევარი, რომლის ნამუშევრებსაც ათვალიერებთ ან ჩამოტვირთავთ, ამის შესახებ იღებს შეტყობინებებს... და შესაძლოა მისგანაც მიიღოთ უკუკავშირი).

ერთი ავტორის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა სხვებზე (მის კოლეგებსა, თუ თანაავტორებზე), რომლებიც ასევე აქვეყნებენ თქვენი სამეცნიერო ჟურნალის თემატიკის სტატიებს.

შესაძლოა სავრაუდოდ თხუთმეტ მილიონ ადამიანს შორის სულ მცირე რამდენიმე ათეული ნამდვილად შესაფერისი მეცნიერი აღმოჩნდეს თქვენი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისთვის!

(შეადგინეთ ამ მიმართულებით მოცემულობების სია, რასაც მომავალში წარმატებულად გამოიყენებთ მისაღები სტატიების თემატიკის განსაზღვრისათვის). 

 საბოლოოდ როდესაც მოიძიებთ შესაფერის ადამიანს, მის სახელზე შეადგინეთ სტანდარტული მოწვევის წერილი (ინგლისურად). (წერილის ფორმატი ასეთია: მოკლედ წარადგინეთ თქვენი თავი ოფიციალურ გვერდით, მოიპატიჟეთ იგი როგორც რედაქტორი, გააცანით ჟურნალის ეთიკური სტანდარტი, შეჰპირდით რომ დაინტერესების შემთხვევაში უპასუხებთ მას დამატებით შეკითხვებზე. შეთანხმების შემთხვევაში გაუაგზავნეთ კანდიდატს სტანდარტული ფორმა, სადაც იგი დაგიდასტურებთ, რომ თანახმაა თქვენს ჟურნალში მატერიალური ანაზღაურების გარეშე შეისწავლოს სამეცნიერო საქმიანობა და გახდეს რედკოლეგიის წევრი [თარიღი, ხელმოწერა, ბეჭედი].

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Researchgate